Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “არავის ეგონოს რომ დავნებდით!”


Recommended Posts

http://cdn.picapp.com/ftp/Images/2/4/8/0/03.JPG?adImageId=7935537&imageId=2763976“ესპანელები ამჯერადაც მაგრები არიან მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ სახლში ისევ პირველები ბრუნდებიან” – პეპე რეინამ სცადა ამ “აქსიომის” სიმცდარეშე დავერწმუნებინეთ…

 

ესპანეთი 0:1  შვეიცარია, მატჩი, რომელიც ყველასათვის მოულოდნელად “უძლეველი არმადის” მარცხით დასრულდა, მსოფლიო ჩემპიონატის სენსაციად იქცა.  ფეხბურთის გულშემატკივართა აზრით, ნაკრები, რომელიც აქამდე 2010 წლის მუნდიალის ფავორიტად ითვლებოდა ძველ  სიძლიერეს კარგავს.

 

ესპანეთის ნაკრების მეკარემ, პეპე რეინამ თავისი ქვეყნის ნაკრების  და საერთოდ მუნდიალის შესახებ ისაუბრა:

 

“ყველასათვის ნათელია, შვეიცარიასთან მატჩში დავმარცხდით. ეს თამაში ესპანეთის ნაკრებისთვის უკან გადაგმულ ნაბიჯად მიმაჩნია. თითოეული ჩვენთაგანი უდიდეს იმედგაცრუებას გრძნობდა, მაგრამ ყველაფერი ამით არ სრულდება. 2 მატჩი გველის წინ და ახლა კონცენტრირებას მასზე ვახდენთ. შესაძლოა ეს მარცხი ჩვენს ნაკრებს სასიკეთოდ წაადგეს. მომავალში უფრო მეტი შემართებით გავალთ სტადიონზე.”

 

ესპანეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში თავდაჯერებული, მტკიცე გადაწყვეტილებით ჩავიდა – ბოლომდე უნდა იბრძოლოს  დანარჩენ 31 ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის მოსაპოვებლად.

 

” ჩვენ არასდროს ვამეტებთ თავს სხვა რომელიმე ნაკრებს, თუმცა ისიც ვიცით, რომ ბევრი ფავორიტად მიგვიჩნევს. 2010 წლის მუნდიალზე ბევრი ნამდვილად კარგი ნაკრები ასპარეზობს, როგორებიც ბრაზილია, არგენტინა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და კიდევ ბევრი გუნდია. თუმცა ერთი რაღაც თითოეულმა ჩვენთაგანმა გაითავისა – გვსურს მოვიგოთ მსოფლიო ჩემპიონატი და ყველაფერს გავაკეთებთ, ბოლომდე დავიხარჯებით ამისთვის.

 

წინასწარ ვერასოდეს იტყვი რა იქნება მომავალში, განსაკუთრებით , როცა საქმე ფეხბურთს ეხება. მაშინ, როცა  სტადიონზე გადიხარ, შვეიცარიისნაირი მეტოქე გხვდება, რთულია გუნდი ფსიქოლოგიურად გატეხო და ადვილად სძლიო მას.

 

მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდა პირველ მატჩში, ერთი რამ ნამდვილად ვიცი – ესპანეთის ნაკრების დროც დადგა, მზად ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე. ჩვენი მომომავალი ჩვენს ხელთაა.

 

პეპე რეინამ ფერნანდო ტორესის შესახებაც თქვა რამოდენიმე სიტყვა:

 

“ფერნანდო უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა ჩვენთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის მომდევნო მატჩებში აუცილებლად გაიტანს გოლებს.

 

შესაძლოა, ის ჯერ კიდევ არ იყო 100%–ით მზად თამაშისთვის. მაშინ, როდესაც დაახლოებით 2 თვეა სტადიონზე არ გასულხარ, რთულია ჩვეულ  ფორმაში მალე ჩადგე. დარწმუნებული ვარ, ის ყველაფერს გააკეთებს თავისი ქვეყნის წარმატებისათვის!”

 

წყარო: liverpoolfc.tv

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...