Jump to content
Planeta.Ge

პოლიტ-განყის ალტერნატივა


Recommended Posts

იტოგში ვისაც რეალურად უნდა პოლიტიკაზე საუბარი აქ შემოვიდეს და პოსტოს, მით უფრო რომ მოდერი ამ განყოფილებას არ ყავს და ამ თემას მითუმეტეს, თან ერთი კია რომ მართლა ყელში ამოვიდა ამ უაზრო ოპტიმისტების ყველანაირი გაგებით უაზრო/უსაფუძვლო იმედები..

 

ხალხს უჭირს, ქვეყანა უბედურის ერთ დღეშია და მართლა უნდა იღონოს საზოგადოების რჩეულმა ნაწილმა რამე.

 

რა უნდა იღონოს? რა არის ეს რამე?

 

ამაზე ვისაუბროთ ამ თემაში ზუსტად და შექნილი კრიტიკული ვითარებიდან გამოსასვლელი გზებიც დავსახოთ და განვიხილოთ..

 

ვისაუბროთ ღიად და დაუფარავად, ცენზურის გარეშე..

 

ვნახოთ რა გამოვა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

maka

ლაპარაკი :yes:

ქე მაინც რეალური ლაპარაკი გამოვა თორე პოლიტგანყი და ფსევდო პოლიტ კორექტულობა ამოვიდა ყელში.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ომი იწყება?

 

 

http://www.infox.ru/accident/incident/2010/06/19/V_stolknovyenii_v_Na.phtml

Азербайджанские и армянские военные вступили в боестолкновение на границе Армении и непризнанной республики Нагорный Карабах.

 

В результате погибли пятеро военнослужащих, еще четверо получили ранения.

 

 

Бой произошел около села Чалу в Нагорном Карабахе. По сообщению пресс-службы минобороны Армении, погибли четверо армянских военнослужащих.

 

«Согласно информации, полученной от армии обороны Нагорного Карабаха, накануне поздно вечером в районе одного из сел со стороны азербайджанской стороны произошло вторжение подразделения военной разведки», — говорится в распространенном в субботу сообщении.

 

Группа проникла в северо-восточную часть зоны армянско-карабахского соприкосновения. «В результате принятых мер группировку удалось заблокировать, один человек был уничтожен», — говорится в сообщении.

 

С армянской стороны погибли четверо военнослужащих, еще четверо получили ранения.

 

Нагорно-карабахский конфликт вспыхнул в 1988 году, когда Нагорно-Карабахская автономная область заявила о выходе из Азербайджанской ССР. Три года спустя была провозглашена Нагорно-Карабахская республика, которую Азербайджан попытался вернуть силой, однако в ходе вооруженного противостояния на сторону Карабаха встала Армения.

 

Азербайджан объявившую о независимости республику не признал, процесс мирного урегулирования при посредничестве международных структур пока не позволил найти взаимоприемлемого решения конфликта.

 

 

ესეც სცენარი იმისა თუ რა და როგორ შეიძლება განვითარდეს ..

 

ციტატა(asds @ 14th April 2010 - 03:50 PM)

რატომ იქნება ომი და იმიტომ რომ ვაშინგტონს ჰაერივით ჭირდება სომხეთის ენერგოპროექტებში ჩართვა, რომ ირანის ოკუპირების შემდეგ მილსადენებმა ირანიდან სომხეთის და სომხეთის მიერ კონტროლირებადი საქართველოს ტერიტორიებზე გაიაროს .. სხვა გზა აშშ-ს არ აქვს რადგან დღეის მდგომარეობით აშშ-ის ნავთობითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით მომარაგება ინდოეთის ოკეანის გავლით ხდება ძირითადად რაც 15-20 წელიწადში შეუძლებელი ან თითქმის შეუძლებელი გახდება.

 

რატომ?

 

იმიტომ, რომ მაგ დროისთვის ჩინეთს ავიამზიდების ფლოტი ეყოლება და შრილანკაზე (ცეილონი) და ინდეოთის ოკეანის სხვა რეგიონებში განთავსებული სამხედრო საზღვაო ბაზების მეშვეობით პეკინი ინდოეთის ოკეანეზე დომინირებას შეძლებს .. გასაგებია, რომ ვაშინგტონს არ აწყობს ჩინეთის კონტროლს ქვეშ მყოფი რეგიონიდან მარაგდებოდეს ენერგომატარებლებით და ამდენად სხვა გზებს ეძებს .. ერთ ერთი ასეთი გზა ირანი-სომხეთი-სომხეთის მიერ ოკუპირებული სამცხე ჯავახეთი-ჯეიჰანი (თურქეთი) იქნება ...

 

რატომ?

 

იმიტომ, რომ ბევრი მიზეზის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია მილსადენების ირანიდან პირდაპირ თურქეთში შეყვანა ...

 

შეიძლება იკითხო რატომ მაინც და მაინც მილსადენით უნდა მოხდეს ირანული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება როცა სპარსეთის ყურითაც თითქოს შეიძლება სუპერტანკერებით ენერგორესურსების სუეცის არხის, ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტიკის გავლით ანდა აფრიკის კონტინენტის შემოვლითა და ათლანტიკაში გადასვლით ტრანსპორტირება და გეტყვი რომ ორივე გზა იქნება გამოყენებული და მაინც აუცილებელი გახდება მილსადენები, რადგან ირანის ჩრდილოეთით, კონტინენტალურ ნაწილში და კასპიის ზღვის შელფზე მდებარე საბადოების დამუშავებას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება დაჭირდება ყველა ვარიანტში და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე "ტრუბებსაც" აუცილებლად გაატარებენ ... მით უმეტეს რომ აღნიშნულ რეგიონებში ე.წ. არა სპარსული წარმოშობის ხალხები ცხოვრობენ კომპაქტურად და შესაბამისად ირანის ოკუპირების შემდეგ გაცილებით ადვილი იქნება საკონტროლოდ ვიდრე ისლამური რესპუბლიკის დანარჩენი ტერტორია ..

მოკლედ რთული თემაა და ერთ პოსტში არ დაიწერება, მაგრამ აუცილებლად პასუხგასაცემია კიდევ ერთი და ალბათ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი კითხვა თუ რატომ უნდა მოხდეს სომხეთის და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია როცა საქართველოსაც შეუძლია ენერგოპროექტებში მონაწილეობის მიღება?

 

პასუხი კი იმაში მდგომარეობს რომ სომხეთის ჩართვას ენერგოპროექტებში ეწინააღმდეგება ანკარა და ბაქო, რადგან ღრმა ისტორიულ წიაღსვლებს რომ თავი გავანებოთ, სომხეთს დღემდე აქვს ოკუპირებული, როგორც მთიანი ყარაბახი, აგრეთვე აზერბაიჯანის 6 სხვა რაიონი ...

 

ანუ სომხეთს მოუწევს ამ ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დაბრუნება რადგან დღეის მდგომარეობით ვაშინგტონისთვის ანკარა და ბაქო სასიცოცხლოდ აუცილებელი პარტნიორები არიან.

 

რატომ?

 

იმიტომ, რომ ვაშინგტონს საკუთარ გეოპლიტიკურ კალათაში ჭირდება როგორც თურქეთი ასევე აზერბაიჯანი და არა მარტო იმის გამო, რომ თურქეთი რეგიონის ერთ ერთი უძლიერესი სახელმწიფოა, აზერბაიჯანი კი ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარი ქვეყანა, არამედ იმიტომაც, რომ ზემოთ ხსენებულ ირანის ჩრდილოეთით ძირითადად სწორედ რომ თურქულენოვანი ხალხები ცხოვრობენ კომპაკტურად ... ამერიკელებს კი ბაქოსა და ანკარას "პროცესში" ჩართვით მნიშვნელოვნად გაუადვილდება აღნიშნულ ენერგორესურსებით უკიდურესად მდიდარ რეგიონზე კონტროლის დაწესება ..

 

მოკლედ სომხეთი ტერიტორიებს დაუბრუნებს აზერბაიჯანს.

 

როგორ გააკეთებენ ამას, ეს ტექნიკის ამბავია, ან ომს გაითამაშებენ ან პოლიტიკური გზით ან კიდევ რამეს მოიფიქრებენ. სამაგიეროთ სომხეთი რას იღებს? ანუ რატო უნდა დათანხმდეს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნებას? ერთადერთი რამ რაც ერევანს ამის გაკეთებაზე დააფიქრებს შავ ზღვაზე გასასვლელია .. ანუ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების სანაცვლოდ სამცხე ჯავახეთის და აჭარის ოკუპირება ..

 

როგორ განახორციეებს ერევანი ამას? სცენარი ბევრი შეიძლება შემუშავდეს, მაგრამ მაგალითისთვის ერთს მოვიყვან ...

 

--- სიტყვაზე ვთქვათ და ცხინვალის რეგიონში მოულოდნელად იძაბება ვითარება .. კლავენ კოკოითს ან ვინმე მაგდაგვარს ან მხარეებს შორის ცეცხლი ინტენსიურად იხსნება, რუსეთი კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციაში ადანაშაულებს საქართველოს და რუსეთის არმია შედის ე.წ. ბუფერულ ზონაში, სამეგრელოში და ჩრდილოეთ კავკასიასთან მოსაზღვრე რამდენიმე რაიონში, ყაზბეგი და ახმეტა მაგალითად ... შესაბამისად მოვლენების ამგვარი განვითარეის პირობებში რუსეთი ავტომატურად იკავებს საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო მაგისტრალებს, ფოთის პორტს ..

 

ამ პროცესში მთლიანად ან მნიშვნელოვნად მიზანმიმართულად განადგურდება სარკინიგზო და საავტომობილო ხიდები, რაც საქართველოზე სატრანზიტო ტვირთების გავლას ხანგრძლივი დროის მანძილზე გახდის შეუძლებელს .. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციიდან რამდენიმე დღეში ოფიციალური ერევანი გააკეთებს განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო და არაკეთილმეზობლური პოლიტიკის გამო ის იძულებულია შევიდეს სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში რათა გაჭრას ე.წ. "სიცოცხლის გზა" და გადაარჩინოს სომხეთის მოსახლეობა ბლოკადისგან ..

 

სომხეთის საჯარისო ფორმირებები სავარაუდოთ რუსეთის 58-ე არმიის დახმარებით შედიიან სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში სადაც სიტყვაზე ამ დროისთვის, დრო კი სავარაუდოდ ზაფხული იქნება, ათიათასობით სომეხი დამსვენებელი იქნება თავმოყრილი და მათი დაცვა, "სიცოცხლის გზასთან" ერთად სომხეთის აგრესიის გამართლების ერთ ერთი მიზეზი გახდება ...

 

ამასობაში რუსეთის სპეც სამსახურების სპეც-დანიშნულების რაზმები მიაგნებენ და გაანადგურებენ სააკაშვილს და საქართველოში იწყება იმენნოი აპოკალიპსი ... აპოკალიფსი ქართულად ოღონდ ..

 

რაღაც დროის შემდეგ შესაძლოა ალასანია დასვან ახალ ბელადად იანკებმა და მანაც, როგორც "უცოდველმა კრავმა" იმის შენარჩუნება განვითარებაზე დაიწყოს საუბარი რაც იმ დროისთვის იქნება დარჩენილი საქართველოსგან. და ამით და ასე დასრულდება ბატონებო იმ საქართველოს ისტორია რომელსაც მე და თქვენ ვიცნობთ ...

 

შეიძლება დაისვას კითხვა თუ როდისთვის შეიძლება ველოდეთ ვითარების ესკალაციას?

 

როდისთვის და დღეიდან 2012 წლის ჩათვით ... სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე ანუ ..

 

პლუს ამას ვაშინგტონს ეჩქარება, რადგან ერაყსა და ავღანეთში მრავალათასიანი კონტინგენტების დისლოცირება, როგორც ხარჯდათ არის დაკავშირებული ასევე არმიის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებასთან, რადგან მუდმივი როტაციების მიუხედავად აშშ-ის არმია გადაღლილია და გადატვირთული, ომის მუდმივი მოლოდინი კი ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობაზე მაინც და მაინც კარგად არ მოქმედებს .. ესეც არ იყოს და ირანიც ემზადება და პირდაპირი გაგებით დღითიდღე აძლიერებს საკუთარ თავდაცვისუნარიონობას, რაც არა მომაკვდინებელი მაგრამ უკიდურესად სერიოზული პრობლემაა აშშ-ისთვის ...

 

 

(ეს ეპიზოდი განსაკუთრებით იმენნოია :givi: ) ეგ არის რომ ირანზე იერიშსს ვაშინგტონი ბირთვული იარაღით მიიტანს, რადგან მანამდე CIA 3-5 კილოტონიან ე.წ. ჭუჭყიან ბომბს (შედარებით მცირე სიძლიერის ატომური ბომბი) ააფეთქებს საკუთარ ტერიტორიაზე, ნიუ-იორკში სადმე მანჰეტენზე მაგალითად და დასავლეთის სამყაროსაც პრაქტიკულად მყისიერად შეამზადებს, როგორც საკუთარი სამხედრო შენაერთების მოსალოდნელი მრავარიცხოვანი დანაკარგებისთვის ("ვიეტნამის პონტი" რომ არ დაემართოთ ), ასევე რადიკალურ ისლამთან ხანგრძლივი ომისთვის. ეს კი პრინციპში სპარსეთის როგორც ისტორიული ფენომენის დასასრულის დასაწყისიც გახდება ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დანძრეული გვაქ მაგარი

 

პოზიცია - სირები

ოპოზიცია - უარესი სირები

 

ყველა თავისი ტრაკის გადარჩენაზე ფიქრობს და ხალხი ყველას კიდია

 

დავდგებით ახლა და მოვიფხანთ ენას პოზიცია ოპოზიციის გინებით საქმის გაკეთება და ხელის განძრევა არავის უნდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

დავდგებით ახლა და მოვიფხანთ ენას პოზიცია ოპოზიციის გინებით საქმის გაკეთება და ხელის განძრევა არავის უნდა

საქმეში რას გულისხმობ?

 

როგორ გინდა ეგ ბოზები მოაშორო გინდა ხელისუფლებას და გინდა ელიტარულ მდგომარეობას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შიმშილობა იწყებაო ბლიად..

 

არადა ხალხი ისედაც შიმშილობს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

 

საქმეში რას გულისხმობ?

 

როგორ გინდა ეგ ბოზები მოაშორო გინდა ხელისუფლებას და გინდა ელიტარულ მდგომარეობას?

როგორ და ხალხმა ენის ფხანის მაგივრად უნდა ჩარეცხოს ოპოზიციაც და პოზიციაც

ბევრი ვიცი ნაცებს დღედაღამ რო აგინებს მარა მაინც ი–5–ავენ თავს არჩევნებზე

 

არ მივცუნცულდებოდი არჩევნებზე გამოუცხადებდი ბოიკოტს იქნებოდა აქტივობა 40%

 

არ ივლი მიტინგებზე

 

მოკლედ უნდა დაიკიდო ეგენი

 

და მერე იქნება მიხვდენ და წაეთესლონ პოლოტიკიდან

 

ან პოლოტიკური კურსი შეცვალონ

 

 

მოკლედ ახალი ძალაა ქართულ პოლიტიკაში საჭირო

 

ახალი პარტია ახალი სისხლი ცხრა მთავრობის სკამზე გადანახტომი დეპუტატები კიარა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

როგორ და ხალხმა ენის ფხანის მაგივრად უნდა ჩარეცხოს ოპოზიციაც და პოზიციაც

110%

 

ეგ არის რომა ჩარცხვას ძალა ჭირდება, თავსთავად არ ჩაირეცხებიან http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...