planetanews Posted June 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2010 გაზიარება[სალომე ცეცხლაძე. 21:08 19-06-2010]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBz5rqonMII/AAAAAAAAD0o/iOQmInLUQjg/s200/mishaia.gif"ფილოსოფია, რომლის უკანაც პირადად მე ვდგავარ, არის ძალიან მარტივი და მდგომარეობს ღია საზოგადოებაში. ეს ღია საზოგადოება არსებობს საქართველოში. მასში შედის თავისუფალი მედია - ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია, რომელიც არის ძალიან, ძალიან აგრესიული და საძაგელი, გვყავს თავისუფლად არჩეული ადგილობრივი მთავრობა, გვყავს ერთმანეთისაგან განსხვავებული სტრუქტურის პოლიტიკური პარტიები... თუ ეჭვი გეპარება ღია საზოგადოებაში, ვერ განავითარებ საკუთარ ქვეყანას", - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 5 ივნისს ვენეციის კომისიის 20 წლის იუბილეზე. კადრები ტელეკომპანია "მაესტრომ" მოგვაწოდა. თემას შაბათს ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა "პოლიტმეტრში" განიხილავენ.გარდა იმისა, რომ გუშინ მთელი დღე საუბარი იყო ერთ ქართულ საოცრებაზე - როგორ დაიკარგნენ ნაციონალები კონსტიტუციის თარგმანში და როგორ გაუგზავნეს ვენეციის კომისიას კონსტიტუციის პროექტის შეცვლილი ვერსია, დღეს ირკვევა, რომ პრეზიდენტმა ვენეციაში ქართული მედიაც გვარიანად მილანძღა და ჟურნალისტებს, საუკეთესო შემთხვევაში, სულ საძაგლები უძახა.მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის თქმით, თავისუფალი მედია თავისთავად გამორიცხავს "აგრესიულსა და საძაგელს".მისი თქმით, საქართველოში არის როგორც თავისუფალი გაზეთები, რადიოები და ტელევიზია, ასევე საკმაოდ აგრესიული და არაგამჭვირვალე სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაც. ქორიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არც ისე დემოკრატიული გარემოა, მაგრამ არავის აქვს უფლება ხელისუფლებიდან, თქვას, რომ ეს არის "აგრესიული და საზიზღარი მედია" - თუ რამე მავნე ჩვევა აქვს ჩვენს მედიას, ერთ-ერთი პირველი ხელისუფლების დამსახურებაა. მედიაექსპერტის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ძალიან მკაცრი კონტროლი დაეწესებინა ელექტრონულ მედიასაშუალებებზე საქართველოში.კითხვაზე, როგორია პრეზიდენტის დამოკიდებულება ქართული მედიის მიმართ, ექსპერტი პრეზიდენტის სიტყვებსვე იმეორებს: "აგრესიული და საძაგელი".ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს მიაჩნია, რომ რადგან სააკაშვილმა მედიის მიმართ ასეთი რაღაც თქვა, ე.ი თემა მისთვის პრობლემატურია და ის გულწრფელი იყო."მე არ ვიცი, რა აზრი ჩადო პრეზიდენტმა თავისივე სიტყვებში. ფაქტია, რომ მისი ამ სიტყვების გაგონება ჟურნალისტთა ნაწილს არ სიამოვნებს - ეტყობა, პრეზიდენტმა ეს შეგნებულად გააკეთა", - აღნიშნა პაიჭაძემ.მედიაექსპერტი ია ანთაძე ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებისა და მედიის ურთიერთობაში პრობლემა არა იმდენად პრეზიდენტის განცხადებები, მისი კრიტიკაა, არამედ რეალური მდგომარეობა - როცა ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მედია უნდა აკონტროლოს, განსაკუთრებით ის სეგმენტი, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენს."გაცილებით საშიში ისაა, რომ საინფორმაციო პოლიტიკა ნაციონალურ ტელევიზიებზე გაკონტროლებულია, ვიდრე ის, რომ პრეზიდენტი ამბობს, მედია მის მიმართ მტრული და არამეგობრულია. ამავე დროს, მედიის პოლიტიკა არ არის, იყოს მეგობრული პრეზიდენტის და ხელისუფლების მიმართ".ანთაძის თქმით, მედიის დანიშნულებაა, აჩვენოს სიმართლე, რეალურად აღწეროს მოვლენები. თუ გარემო არის ხელისუფლების მიმართ არამეგობრული, ცხადია, მედია ვერ იქნება მეგობრული."სინამდვილეში მედია გაცილებით არამეგობრული უნდა იყოს, თუნდაც ის ნაციონალური არხები, რომლებიც საქართველოში მაუწყებლობენ", - ამბობს ანთაძე.მისი თქმით, მიუხედავად პრეზიდენტის მხრიდან მედიის შოკისმომგვრელი ფორმით დახასიათებისა, ფორმაზე უფრო შინაარსია მნიშვნელოვანი."სხვა ქვეყნის პრეზიდენტს რომ ეთქვა, მედია ჩემ მიმართ არამეგობრულიაო, არავის გაუკვირდებოდა, რადგან ეს მისი მოვალეობაა. პრეზიდენტმა ამით თითქოს ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული მედია გვაქვს. ნეტავ, მართლა ასეთი "საძაგელი" იყოს ჩვენი მედია", - ამბობს ანთაძე. პრეზიდენტის პრესპიკერ მანანა მანჯგალაძის თქმით, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება მის უფლებამოსილებას სცილდება.პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა ალანა გაგლოევამ კი მანჯგალაძესთან გადაგვამისამართა: "იქნებ მანანას დაურეკოთ, მანანა არის პრესსპიკერი და ის უფრო კარგად გაგცემთ მაგაზე პასუხს".მოგვიანებით გაგლოევამ გვითხრა, რომ ერთადერთი გამოსავალი საქართველოს ელჩთან იტალიაში, კოტე გაბაშვილთან კომენტარის ჩაწერა იყო. "რეზონანსმა" მასთან იტალიაში დაკავშირება ვერ შეძლო."რეზონანსი" View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts