planetanews Posted June 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/europianvoice2.jpg სამხრეთ კავკასიის ლიდერებმა რეგიონალურად უნდა იაზროვნონ და ამის წასახალისებლად ევროკავშირმა აქ სპეციალური წარმომადგენლები უნდა შეინარჩუნოს თომას დე ვაალი მათ, ვინც სამხრეთ კავკასიასთან მუშაობს, იმის გაგონებაზე, რომ ევროკავშირის ახალი, საგარეო საქმიანობის სამსახური სამხრეთ კავკასიაში თავისი სპეციალური წარმომადგენლის პოსტის (EUSR) თავიდან მოცილებას განიხილავს, განგაშის ტალღამ გადაუარა. და მაინც რა საჭიროა ევროკავშირის ახალ, პოსტ-ლისაბონურ ერაში პოსტი, რომელიც შვედ დიპლომატს, პეტერ სემნების უკავია? უპირველესად ყოვლისა იმიტომ, რომ ამ ქვეყნების ძველმოდური ვერტიკალური იერაქრქიებისთვის პერსონალიებს მნიშვნელობა აქვს. იმ ორ და სამ ლიდერს, რომელიც აქ საკვანძო გადაწყვეტილებებს იღებს, მოსწონს, როდესაც ერთი, მუდმივი თანამოსაუბრე ყავთ, ის, ვისთანაც საქმის დაჭერა შეიძლება. EUSR-ის შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის ლიდერებს ჰენრი კისინჯერის კითხვაზე „ რა ნომერია ევროპის ტელეფონი“ პასუხი მზად ჰქონდათ. რამდენიმე შემთხვევაში წარმომადგენლების დიპლომატიამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. სემნების წინამორბედმა, ფინელმა ჰეიკი ტალვიტიემ (Heiki Talvitie) 2004 წელს საქართველოს ავტონომიურ პროვინციასთან, აჭარასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტას შეუწყო ხელი. 2008 წლის ივნისში, გვიანი ღამის მოლაპარაკებებით, სემნებიმ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნა არ გამოეცხადებინა რუსული სამშვიდობო ძალები აფხაზეთში არაკანონიერად და ამით აფხაზეთი პოტენციური კონფლიქტისგან იხსნა. სამწუხაროდ, ვერც მან და ვერც სხვებმა იგივე ილეთის ჩატარება ვეღარ მოახერხეს ორი თვის შემდეგ, როდესაც სამხრეთ ოსეთის კრიზისი ომში გადაიზარდა. მეორე, საერთაშორისო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის მიმართ შებოჭილი იქნება, თუ ის სამ ორმხრივ ურთიერთობად გარდაიქმნება, ურთიერთობად საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. იმისთვის, რომ ამ რეგიონს იმედისმომცემი მომავალი ჰქონდეს, მან საბოლოოდ, როგორც რეგიონმა, ისე უნდა იმოქმედოს. ამას მოყვება კონფლიქტების გადაწყვეტა, დანგრეული სარკინიგზო ქსელების აღდგენა, საბაჟო ბარიერების მოხსნა და საზღვრების გახსნა ისე, რომ ის რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის მიმზიდველ, ღია ტრასად იქცეს. დღეს ძალიან ბევრი ფეოდალი კავკასიაში არსებული მდგომარეობის გამო თავს კომფორტულად გრძნობს, რადგან დახურული საზღვრები მათ თავისი კარტელებისა და მონოპოლიების შენარჩუნებისა და მათი მამულების კონტროლის საშუალებას უტოვებს. გარდაუვალია ის, რომ ერთი ქვეყანისთვის შექმნილი დღის წესრიგი, ბაქოს, თბილისისა და ერევნის მთავრობებს აიძულებს მხოლოდ ქვენის შიგნით იყუროს და დაივიწყოს რეგიონალური თანამშრომლობა. ეს კი განხეთქილებას ჩაცხრობის ნაცვლად, გააძლიერებს. რეგიონალური ინტეგრაციის ქმედითი ლობირება მხოლოდ იმ გარეშე პირს შეუძლია, ვინც მთელს რეგიონზე მუშაობს. ეს ყველაფერი აგრეთვე სამხრეთ კავკასიაში სამი პირქუში კონფლიქტის გადაწყვეტაზე მუშაობასაც ნიშნავს. 2008 წლის ომის შემდეგ, სამხრეთ ოსეთი გარე სამყაროსთვის დახურულია, მაგრამ სემნებიმ მოახერხა შეენარჩუნებინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობასთან – ამას თბილისში მჯდომი დიპლომატები ვერ გააკეთებს. (სემნების პარალელურად, ევროკავშირის დელეგაციას ჟენევის მოლაპარაკებებზე პიერ მორელი ხელმძღვანელობს, რომელიც ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია ცენტრალურ აზიაში. ეს ამაო ამოცნა ბოლოს და ბოლოს უნდა გადაიხედოს, რადგან ჟენევის მოლაპარაკებები მთლიანად ჩიხშია შესული). და მესამე გადაუწყვეტელი სოხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი რეგიონში, მთიანი ყარაბახის კონფლიქტი, ყველაზე დაფარული და სახიფათოა. ევროკავშირს ამჟამად სამშვიდობო პროცესში სათანადო როლი არა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ერთ-ერთია მიმსკის პროცესში მონაწილე სამ შაუამავალს შორის. ადრე თუ გვიან ეს ძალაგამოცლილი სამშვიდობო პროცესი ახალ ენერგიას მოითხოვს და ევროკავშირს იმ როლის შესრულება მოეთხოვება, რომელიც მან პოს-დეიტონის ბალკანეთში შეასრულა – აღმშენებლობის, კონტროლის და პოლიტიკური რეფორმების გარანტორის. მაგრამ ამას ისევ და ისევ ადრე ნახსენები წარმომადგენელი დასჭირდება, რათა დაამტკიცოს, რომ ამ ევროკავშირს მშვიდობიან ცვლილებებში შუამავლის ფუნქციის შესრულების უფლება აქვს. სამხრეთ კავკასია ევროკავშირის ყველაზე არამდგრადი მეზობელია და პოტენციაში ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ამას ერთი წარმომადგენლის მარჯვე და პერსონალური ხელმძღვანელობა სჭირდება იმისთვის, რომ მისია მიღწევადი გახდეს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts