planetanews Posted June 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/02/41528948.jpgყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან გამართული კონსულტაციების შემდეგ “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი თბილისში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდა. მიუნხენში ნოღაიდელი “ფონდ 2020-ის” დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ნოღაიდელის განცხადებით, კონსულტაციების მთავარი თემა ერთიანი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა იყო. “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის თქმით, ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა მძლავრი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა და ამ გაერთიანების კოორდინირებული მოქმედებაა, თუმცა რა ფორმით შედგება ერთობა, ამას ყოფილი პრემიერი არ აკონკრეტებს. ნოღაიდელი ამბობს, რომ გაერთიანების კარი ყველა ოპოზიციური ძალისთვის ღია იქნება. კონსულტაციებს მიუნხენში მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძეც ესწრებოდა, რომელიც საქართველოში მომდევნო კვირის ბოლოს დაბრუნდება. 1 არხი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts