FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 ნანა კაკაბაძე: "ქართული მედია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს არაადეკვატურად აშუქებს" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქართული მედია არაადეკვატურად აშუქებს, - განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ. კაკაბაძის თქმით, ქართული მედიის არაადეკვატურობა მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში გამოწვეულია უამრავი ქართული არხის დახურვით და საზოგადოებას არ აქვს საშუალება ჰქონდეს ალტერნატიული აზრი. გარდა ამისა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ იმართება დებატები. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და მძიმე სიტუაციისა არ ხდება საზოგადოებრივი აზრის გაშუქება. მედია მოვლენების გაშუქებისას ტენდენციური და ცალმხრივია. "საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ ხელისუფლების დანაშაულზე, თუმცა მედია დუმს და არ აშუქებს", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ. ნანა კაკაბაძის თქმით, პრესა შედარებით ადეკვატურად აშუქებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რაც იქიდანაც შეიმჩნევა რომ გაზეთები დახლებიდან დილიდანვე ქრება. მისივე თქმით, საზოგადოებაში არსებობს ინტერესები, მაგრამ ამ ინტერესებს ტელევიზიები არ აკმაყოფილებს. ქვეყნის ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს ტყუილი და ცალმხრივი ინფორმაციის მოსმენა, ქვეყნის ინტერებშია მოსმენილი და გაზიარებული იყოს ალტერნატიული და განსხვავებული შეხედულებები. ქართულ მედიაში არსებობს ცენზურა, ეს პროცესი დიდი ხანია დაიწყო. თავისუფალი სიტყვის დევნის ტიპიური მაგალითი იყო ტელეკომპანია "იმედის დარბევა და საეთერო სივრციდან გაქრობა. დღეს დასავლეთი დემოკრატიაზე და დემოკრატიულ ღირებულებებიზე საუბრობს, თუმცა როცა დამოუკიდებელი ტელეარხები და გაზეთები იხურებოდა ამის შესაჩერებლად არაფერი იღონა. ამ საკითხთან დაკავშირებით დასავლეთი არაადეკვატური იყო". ნანა კაკაბაძის თქმით, თუ მედიამ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებული უამრავი კითხვა უახლოეს პერიოდში არ დასვა, ეს საპროტესტო აქციების ტალღას გამოიწვევს. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.