planetanews Posted June 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2010 http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01213/steven-gerrard-eng_1213714c.jpg2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის “ციებ–ცხელება” თითქმის ყველას შეეყარა. ყველა თავისი ფავორიტი ნაკრების იმედი მაქვს. ინგლისის ნაკრების კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა თანაგუნდელების და ნაკრების შესახებ ისაუბრა. …2010 წლის მუნდიალი სულ უფრო და უფრო უცნაური ხდება. მსოფლიოს წამყვანი ნაკრებები, რომლებიც ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, არც თუ ისე კარგად ასპარეზობენ და ამ ტიტულს ნელ–ნელა თმობენ. ინგლისი მუნდიალზე არც თუ ისე დამაჯერებლად თამაშობს, ფაქტია, ამერიკასთან მატჩში უფრო მეტი შეეძლო. ნაკრების კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა: “უეინ რუნი ის ადამიანია, რომლისაც ინგლისის თითოეულ გულშემატკივარს უნდა სჯეროდეს. ის მსოფლიოს ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ საგოლე მომენტები შევუქმნათ მას, რათა უფრო და უფრო წინ წავიდეთ. ვფიქრობ, ნაკრებში თითოეულ ჩვენთაგანს კარგად ესმის ერთმანეთის. მე კი მსიამოვნებს მაღალი დონის ფეხბურთელების გვერდით ერთ ნაკრებში ყოფნა. არ შემიძლია არ გავიხსენო ამერიკასთან მატჩი. ეს თამაში ფრე, 1:1 დასრულდა და ვფიქრობ მეტი შეგვეძლო. ჩვენ 3 ქულაზე ვიყავით კონცენტრირებული. წესით, შემდეგმა მატჩებმა უფრო და უფრო კარგად უნდა წარმოაჩინოს ჩვენი სიძლიერე და მოტივირებულობა. თუმცა არ ვიცი რა მოხდება… 2010 წლის მუნდიალის ფინალამდე გზა ბევრი წინააღმდეგობით იქნება სავსე, თუმცა ეს ჩვენი შანსია, რომელსაც გამოყენება სჭირდება.” წყარო: sport.scotsman.com View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts