ვეფხვი Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) asdsრამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან ფორუმელებო და იქნებ მიპასუხოთ.. 1. კმაყოფილი ხართ თუ არა დღევანდელი ქართული სახელმწიფოს შინაარსითა და რაობით? 2. ფიქრობთ თუ არა, რომ ადამიანი იდიოტური სტერეოტიპების ტყვეობისა და არაადამიანურ პირობებში ცხოვრებისთვის არ იბადება? 3. საერთოდ რას ფიქრობთ და საერთოდ რისი იმედი გაქვთ? 4. გაღელვებთ თუ არა ის ფაქტი რომ ამ კონკრეტულ წამს ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს პურის ფული არ აქვს და პერმანენტულად შიმშილობს? 5. რაზე წამსვლელები ხართ თანამოქალაქეების არაადამიანური საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად? 6. საერთოდ რაზე ხართ წამსვლელი? 7. ხართ თუ არა მშიშარა და ლაჩარი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით? სახელმწიფო საქართველო არსებობს მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში და მიშას შლეგ წარმოსახვაში!!! 1. არანაირად... ეს ის არ არის რისთვისაც საბჭოთა კავშირის დანგრევა და საქართველოს დამოუკიდებლობა გვინდოდა!!! 2. იმიტომაც გამოვასწარი უცხოეთში... ამათ ექსპერიმენტებს შევსწირავდი ჩემს ცხოვრებას და ჩემი ოჯახის მომავალ ბედ-იღბალს... აბა ბიჭო! 3. უკვე აღარაფრის... ყველამ ინდივიდუალურად გადაირჩინეთ თავები ხალხნოოოო... ვისაც რითი და სად შეგიძლიააათ... 4. კი ძალიანაც მაღელვებს მაგრამ ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო რადგან მაინც ვერაფერს ვერ შევცვლი და მეორეს მხრივ მე ჩემი პრობლემებიც ყელამდე მაქვს... მე უკვე აღარ გამაჩნია სახელმწიფოებრიობის განცდა... რომ მე სახელმწიფო საქართველოს ნაწილი ვარ... მე დამრჩა მხოლოდ ერთადერთი განცდა რომ ვარ ინდივიდი და როგორმე ამ ცხოვრებაში ,,თავი უნდა გადავირჩინო'' ნებისმიერი გზებითა და ხერხებით!!! აღარანაირი ქართველობა აღარანაირი პატრიოტიზმი!!! საქართველოსა და ქართველი ხალხის იმედი აღარ მაქვს! 5. სამშობლოს დასაბრუნებლად მზად ვარ ნებისმიერ საქციელზე... იმიტომ რომ მეც მინდა მქონდეს ,,სამშობლო'' და მეც მინდა ვცხოვრობდე წყნარად ჩემს სახლში როგორც მაგალითად გერმანელები ცხოვრობენ თავიანთ სახელმწიფოში... ჩემთვის ეს მთავრობა არის საქართველოს პირდაპირი მტერი როგორც მაგალითად მონღოლები ან ოსმანები... 6. კითხვა გაუგებარია... საერთოდ კი გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო... 7. შიშის არმქონე რობოტია მხოლოდ... მაგრამ კიდევ ვიმეორებ: გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო... Edited June 22, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) asdsგამოდის რომა არავინ არაფერს აკეთებთ თქვა, ხოდა რა პასუხს გამცემდით? ხალხი როგორც ასეთი ბრბოა რომელსაც გაერთიანება, ორგანიზება და წინამძღოლი სჭირდება... ასე რომ ხალხს როგორც მასას ნურაფერს აბრალი... ხალხი თავის გასაკეთებელს ყოველთვისაც გააკეთებს... ლიდერები არ გვივარგოდნენ მხოლოდ ყოველთვის... Edited June 22, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted June 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2010 asdsმზად ხარ მოკვდე? აბა ცას ხომ არ გამოვეკერები?! :givi: 200 წლის მერე მოვკვდები აბა რას ვიზამ!მანამდე, დიდი ბოდიში, მაგრამ მოგიწევთ ჩემი ატანა... ) ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.