planetanews Posted June 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif რადოსლავ სიკორსკივარშავა – რა მიმართულებით ვითარდება რუსეთის ევროპული პოლიტიკა? მარკ ტვენის ირონიულ გამონათქვამს დავესესხები: რთულია პროგნოზების კეთება, მით უფრო მომავალზე. რუსეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ესენია დემოგრაფიული, ეკონომიკური, ასევე რესურსებთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა დღეს ჯერ კიდევ გაურკვევლია, ხელს უწყობს თუ არა ეს ყველაფერი რუსეთს მზად იყოს შიდა რეფორმების გასატარებლად. ამაზე პასუხის შემუშავება ევროკავშირის მხრიდან, რომელსაც რუსეთთან მიმართებაში ერთიანი პოზიცია ხშირად არ გააჩნია, შესაძლოა, უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენდეს. დღევანდელ დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ევროკავშირის ქაოტურ პოლიტიკასთან რუსეთთან მიმართებაში, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილს მეორე ნაწილი მძევლად ჰყავს აყვანილი. დროა, მთავრობებმა გააცნობიერონ, რომ საშუალო და გრძელვადიან ინტერესებს დიდწილად შეთანხმებული პოზიცია და არა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ესაჭიროება. ასეთი ტიპის მიდგომა მოსკოვისთვის შეიძლება მართლაც სასარგებლო იყოს. საბოლოო ჯამში, ჩვენს წინაშე არსებული ძალიან სერიოზული პრობლემებიდან ზოგიერთი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის საზრუნავსაც წარმოადგენს. მაგალითად, დემოგრაფია. 2030 წლისთვის რუსეთის მოსახლეობა 20%–ით შემცირდება. მოსახლეობის შემცირების შემაშფოთებელი პერსპექტივის წინაშე დგას ასევე ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანაც. ამგვარად ჩვენ გვაქვს საერთო პრობლემა, რომელიც კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების აუცილებლობას უკავშირდება ისეთ პირობებში, როდესაც ეკონომიკური განვითარების ტემპს ჩინეთი და ინდოეთი ქმნიან. არსებობს ასევე საერთო ეკონომიკური შესაძლებლობები. ევროკავშირი რუსეთის ერთ–ერთი უმსხვილესი ინვესტორია, მთლიან უცხოურ ინვესტიციებში მისი წილი 80%–ია, მაშინ როდესაც რუსეთს ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორთა რიგში მესამე ადგილი უკავია. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს ასევე უსაფრთხოების სფეროშიც. რუსეთი საკვანძო გეოპოლიტიკურ მოთამაშედ რჩება; მისი კონსტრუქციული მონაწილეობა აუცილებელია მთელი რიგი საკითხების (ავღანეთიდან დაწყებული ს– ბირთვული იარაღის გავრცელებითა და პირატობით დასრულებული) გადაწყვეტაში. და ბოლოს, არსებობს ასევე ისეთი მგრძნობიარე და სადაო საკითხი, როგორიც ენერგეტიკაა. რუსეთი ევროკავშირისთვის არამხოლოდ ბუნებრივი გაზის, არამედ ნავთობის, ნახშირის და ურანის მნიშვნელოვანი მიმწოდებელიცაა. დღევანდელ დღეს შეშფოთების საგანია არასტაბილური ფასები ნავთობზე, მიწოდებების უსაფრთხოება, ასევე გავლენა გარემოზე. რუსეთიც მოწყვლადია, ამიტომ გაზის საბადოების დამუშავებისა და მოძველებული ინფრანსტრუქტურის მოდერნიზაციისთვის მას უცხოური კაპიტალი და ტექნოლოგიები სჭრიდება. ასეთი არაპროგნოზირებადი გარემოს პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი და ევროკავშირი სანდო პარტნიორები გახდნენ. ამისთვის ევროკავშირი ერთი ხმით ლაპარაკს უნდა შეეჩვიოს. სამწუხაროდ, ევროკავშირის ერთიანი ფრონტის შექმნისას ხარჯები და შემოსავლები თანაბრად არ ნაწილდება. ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა ან სამხედრო თანამშრომლობა ევროკავშირის წევრები დამოუკიდებლად მოქმედებენ, თუმცა კოლექტიური შემოსავლებზე მცხოვრები წევრები შეიძლება თავის მხრივ სხვა სფეროებში სხვა წევრი სახელმწიფოების მსხვერპლად იქცნენ. ევროკავშირს ერთ ხმაზე სასაუბროდ, სამი ძირითადი წესის დაცვა სჭირდება. პირველ რიგში, ის რუსეთთან თანამშრომლობის ყოვლისმომცველი პლატფორმის შექმნისკენ უნდა მიისწრაფვოდეს, და იმავდროულად ყველა წევრმა ევროკავშირის ინტერესთა საერთო სიით უნდა იხელმძღვანელოს. ჩვენ უნდა დავიცვათ შეთანხმებული მანდატი, რომლითაც რუსეთთან პარტნიორობის და თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებაზე რუსეთთან მოლაპარაკებებზე უფლებამოსილება ევროკომისიას ენიჭება. მეორეც, რუსეთთან ურთიერთობები სხვა პარტნიორების ხარჯზე არ უნდა ვითარდებოდეს. არ არის საჭირო მოსკოვისთვის დაჩქარებული პროცედურების მინიჭება უკრაინის და მოლადავეთის ხარჯზე. მესამე ქვეყნები რომელიმე სახელმწიფოსთვის „განსაკუთრებული ინტერესების სფეროს“ არ წარმოადგენენ. ევროკავშირმა უნდა დაიცვას საკუთარი ღირებულებები და ქცევის საერთაშორისოდ დადგენილი ნორმები. და ბოლოს, ჩვენ რუსეთს უნდა გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი იმის შესახებ, თუ რა სურს სინამდვილეში ევროკავშირს. დღეს იმ წესების ბედი წყდება, რომლებმაც მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობები უნდა განსაზღვროს. თუკი ჩვენ შევცბებით, მაშინ შედეგების აღარ უნდა გაგვიკვირდეს.ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება მასშტაბური და ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებას დაიწყებს, რასაც ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და სოციალური და ეკონომიკური ცვლილებები მოჰყვება. ამის საპასუხოდ ბრიუსელს დახმარების გაწევა შეუძლია. სამწუხაროდ, თანამშრომლობასთან დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკური სურვილები, როგორც ჩანს შეზღუდულია. არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ რეფორმები შერჩევით გატარდება, და ეს ზევიდან მოხდება, ხოლო ევროპულ დამხარებას მხოლოდ იმ შემთხვევასი მიიღებენ, თუკი ის გარკვეული პირობებისგან თავისუფალი იქნება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, როგორც პირველი, ასევე მეორე ვარიანტისთვის. ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობები ნულოვანი თანხით თამაში არ არის. ევროკავშირი დაინტერესებულია იმაში, რომ რუსეთი უფრო მდიდარი გახდეს, რომ მან განაგრძოს ნავთობის და გაზის მოპოვება. ევროპის ინტერესებში შედის რუსეთში მოდერნიზაციის მხარდაჭერა; ამიტომ პოლონეთი მხარს უჭერს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ასევე საგანმანათლებლო გაცვლებს. თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი–რუსეთის ურთიერთობები დამოკიდებულია პოზიტიურ გარადაქმნებზე თავად რუსეთის შიგნით, დამოკიდებულია იმაზე, მოისურვებენ თუ არა ამ ქვეყნის ლიდერები კონკურენციის გაზრდას, მართლწესრიგის განმტკიცებას და ინდივიდუალური თავისუფლებების გაფართოვებას. სიტყვებს თან საქმე უნდა ახლდეს, და ჩვენც მათ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ, გამოვხატოთ რა კეთილი ნება ყოველი პოზიტიური ნაბიჯის პროპორციულად. რადოსლავ სიკორსკი – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრია ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts