FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 დევნილებს მესტიელებიც ეხმარებიან ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ჰუმანიტარული დახმარების პროცესში მესტიის მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო. მესტიის რაიონის გამგებლის, ნინო ჯაფარიძის ინფორმაციით, რაიონში შესახლებულ 450 ადამიანს რაიონის სოფლები მორიგეობით კვებავენ. ნინო ჯაფარიძის თქმით, რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ გადაკეტილი გზების გამო თბილისიდან ჰუმანიტარული ტვირთის გადაადგილება არ ხერხდება და იძულებით დევნილებზე ადგილობრივ გამგობას და მოსახლეობას უწევს ზრუნვა. მედიკამენტებითა და პირველადი ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა. გამგებლის ინფორმაციით, სვანეთში დღეს გაეროს მიერ გამოგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას ელიან, რომელიც მიღებისთანავე დაურიგდებათ დევნილებს. ჯაფარიძის თქმით, კოდორის ხეობიდან დევნილ მოსახლეობას რაიონი საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მესტიის გამგეობის ბიუჯეტში ცვლილებების გატარებაც იგეგმება, მაგრამ საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის რესურსი არ გააჩნია. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.