Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილები ხაშურს ტოვებენ


Recommended Posts

რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილები ხაშურს ტოვებენ

 

რუსი საოკუპაციო ჯარის ნაწილები ხაშურს ტოვებენ. ამის შესახებ აი-ტი-ენ ექსკლუზივის კრესპონდენტს ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სერგო ქიტიაშვილმა განუცხადა.

 

მისი თქმით, სამხედროების დიდმა ნაწილმა ქალაქის ცენტრი უკვე დატოვა. ამ დრომდე გრძელდება სამხედროების გასვლის პროცესი. ქალაქიდან გაყვანილია ჯავშანტრანსპორტიორებიც.

 

როგორც მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, ხაშურიდან გასული რუსული სამხედრო ნაწილები გომში იკრიბებიან. სერგო ქიტიაშვილის თქმით, ამ დრომდე უცნობია რა მიმართულებით აპირებენ გადაადგილებას რუსული საოკუპაციო საჯარისო ნაწილები.

 

ცნობისთვის სამხედროების გასასვლელად მობილიზება ქალაქ გორშიც შეინიშნება.

 

უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით, რუსული მხარის პოლიტიკური პირობა გულისხმობს, რომ ჯავშანტექნიკამ და რუსულმა სამხედროებმა საქართველოს ტერიტორია 5-6 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...