planetanews Posted June 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ატო ლობიაკასი ბრიუსელი – ევროპის კავშირი, ლისაბონის ხელშეკრულების მოთხოვნების თანახმად, თავისი დიპლომატიური მანქანის ოპტიმიზაციას იწყებს და სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში საკუთარ დიპლომატიურ წარმომადგენლებზე ფორმარულად უარს ამბობს. ეს საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრების იმ შეხვედრის დღის წესრიგში, რომელიც ლუქსემბურგში 14 ივნისს ჩატარდა, ცალკე არ შეუტანიათ – ის ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის (EEAS), ჩანასახის მდგომარეობაში მყოფი დიპლომატიური კორპუსის, მოწესრიგების პრობლემის ქვესაკითხად განიხილება. EEAS ბლოკის საგარეოპოლიტიკური რეპრეზენტატორების უმრავლესობის (მაგრამ არა ყველასი) ბრიუსელის ქოლგის ქვეშ ინტეგრირირებას გეგმავს. მინისტრები დებატების გარეშე მიიღებენ დეკლარაციას სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით და არც ის დოკუმენტი შედგება, სადაც ნახსენები იქნებოდა რეგიონისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთა პოსტის გაუქმების შესახებ. იმ დროს, როდესაც წევრი ქვეყნების უმეტესობა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთა საკითხის გამო არ დამწუხრებულა, ხოლო ქაბულში ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელთა გაერთიანებას უმეტესობა მიესალმა, კატერინ ეშტონის ის გეგმა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვეთში ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელთა ფუნქციონირების შეჩერებას გულისხმობს, შეშფოთების მიზეზი გახდა. ორივე ქვეყანა გაჭიანურებული, ფეთქებადი კონფლიქტების ადგილია და ევროპის კავშირის ისეთ სიახლოვეში მდებარეობს, სადაც ბლოკს რუსეთთან გავლენის გამო კონკურენცია აქვს. ევროკავშირის აქტივობის ნებისმიერი შემცირება მსოფლიოს ამ ორივე კუთხეში ადგილობრივ დედაქალაქებში მძლავრ მესიჯს გააგზავნის მაშინ, როდესაც მათ, ისევე, როგორც მოსკოვს, დასავლეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის სურვილი აქვთ. გასულ კვირას ბევრმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან, ეშტონს სამხრეთ კავკასიაში ელჩების თანამდებობის გაუქმების გამო საპროტესტო წერილი გაუგზავნა. საკითხი დღის წესრიგში სკანდინავური და ბალტიისპირული ქვეყნების მინისტრების ერთობლივ საუზმეზე, ევროკავშირის შეხვედრის წინ დადგა. მაგრამ ოფიციალური პირები პირად საუბრებში ამბობენ, რომ წინააღმდეგობა განწირულია. EEAS წევრი ქვეყნებისთვის ბევრად უფო სასურველი რამაა. ბოლოს და ბოლოს მის სტრუქტურაზე, მოლაპრაკებების განახლების მოსურნე არავინ ჩანს, რადგან გაზაფხულს ამ საკითხთან დაკავშირებით ძლივს მიაღწიეს კონსესუსს. მიზანი ახლა ისაა, რომ ევროპარლამენტიდან მწვანე შუქის მიღება შესძლონ. პროცესი, ალბათ, ივლისამდე გასტანს, რადგან პარლამენტს სურს ლისაბონის მიერ მინიჭებული ბერკეტი საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენოს. შედეგად კი EEAS 2011 წლის 1 იანვრამდე სრულად, ალბათ, ვერ ამოქმედდება. იმის გამო, რომ როგორც ამბობენ, ეშტონს ძალიან უნდა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში სპეციალურ წარმომადგენელთა პოსტის გაუქმება, ამიტომ პეტერ სემნებისა და კალმან მიზეის, ვადის დასრულების, 31 აგვისტოს შემდეგ იქ პაუზა წარმოიქმნება. ამბობენ, რომ ეშტონი იმის წინააღმდეგიც კია, რომ დროში წარმოქმნილი ლაკუნის ამოსავსებად, ელჩებს დროებით გაუგრძელდეთ მანდატი. მაგრამ ევროკავშირის შეშფოთებული წევრი ქვეყნების თვალში, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. უფრო პირქუში წუხილი ზედაპირს მიღმაა- უპირველესად ყოვლისა დიპლომატიური პასუხისმგებლობების ცენტრალიზაციას ბრიუსელში იმის საპირისპირო ეფექტი ექნება, რასაც თითქოს ეშტონი ელის, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში. სემნები დროის უდიდეს ნაწილს რეგიონში ატარებს და რეგიონისთვის ევროკავშირის ერთგულების ყველაზე ხილულ სიმბოლოს, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებლისა და ადგილობრივი მთავრობებისთვის პატივსაცემ საკონტაქტო პირს წარმოადგენს. მისი მოახლოებული შეცვლა ერთ, ან ორი უფრო დაბალი რანგის ბიუროკრატით ბრიუსელში, ყველა ამ ფუნქციას შეუქმნიდა საფრთხეს და დაარღევდა იმ მერყევ ბალანსს, რომელიც ახლა იმ რეგიონში არსებობს, სადაც ევროკავშირი რუსეთის საპირწონის ნაირსახეობას ქმნის. არსებობს იმის შიშიც, რომ ევროკავშირის დიპლომატიური ფუნქციების ცენტრალიზება იმ ბოლო რამდენიმე კბილსაც მოარყევს, რომელიც ბლოკის საგარეო პოლიტიკას შერჩა. EEAS-ს არ ექნება პოლიტიკის წარმართვის უფლება, 27-ვე წევრი ინარჩუნებს ვეტოს უფლებას. მას მხოლოდ პოლიტიკის აღსრულების უფლება ეძლევა. დიპლომატების თქმით, ეშტონი ჩივის, რომ ზოგიერთი დიპლომატი ზედმეტად დამოუკიდებლად მოქმედებდა და რაც მთავარია, აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც არ იყო საკმარისად კოორდინირებული ბრიუსელთან. წერილში, რომელიც 21 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს დაეგზავნათ და სადაც ევროკავშირის უმაღლსემა დიპლომატმა პირველად განაცხადა, ზოგიერთი წარმომადგენლის თანამდებობის გაუქმების განზრახვის შესახებ, აღნიშნულია, რომ ზოგიერთი სპეციალური წარმომადგენელი ”განსაკუთრებული ადამიანები” არიან . აქვეა ნათქვამი, რომ მხოლოდ ზოგიერთი მათგანი შეძლებდა ადგილის მოძიებას EEAS-ში. ევროკავშირის დიპლომატიის სრული ინტეგრაცია EEAS-ში მას წევრი ქვეყნების უფრო ხისტი კონტროლის ქვეშ მოაქცევს. მის ყველაზე უმაღლეს ფიგურებს პარიზი, ბერლინი და ლონდონი დაასახელებს. დიპლომატები აღნიშნავენ, რომ შვედი სემნების წასვილის შემდეგ, რეგიონში ყველაზე მთავარი ფიგურა პიერ მორელი გახდება. მას ახლა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებების მეთვალყურეობა ევალება. მორელი ძალიან კვალიფიციურ დიპლომატად ითვლება, ის ასევე ბრიუსელის ცენტრალური აზიის ელჩის თანამდებობასაც ითავსებს. მაგრამ ის ამავე დროს ფრანგია და ამიტომ ჩნდება შეშფოთება, რომ მან შესაძლოა რუსეთისადმი უფრო კეთილგანწყობილი პოზიცია დაიკავოს. მორელს გვერდს უმშვენებს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის თავმჯდომარე, რომელიც დღეს გერმანელი დიპლომატია. გერმანიაც პრო-მოსკოვურად განიხილება. ეშტონის მანევრები ასევე შეიძლება დაუკავშირდეს იმას, რომ გერმანია ამ ბოლო დროს აშკარად აუმჯობესებს ურთიერთობებს რუსეთთან – 5 ივნისს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დაამტკიცეს ერთობლივი მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირისა და რუსეთის ”პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის” შექმნას გულისხმობს და მას კრიზისების გადაწყვეტა დაევალება. დოკუმენტში საქართველოზე არაფერია ნათქვამი (მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფის შემდეგ იქ ”გაყინული კონფლიქტები” აღარ არსებობს) და ყურადღება მოლდოვაზეა ფოკუსირებული. რუსულ-გერმანულმა მემორანდუმმა ევროკავშირის სხვა დედაქალაქები გააოგნა, რადგან ჩვეულებრივ ასეთი საკითხები წინასწარი კონსულტაციის საგანია. ნატოს დიპლომატები პირად საუბრებში ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პოლიტიკის მოახლოებულ რეკონფიგურაციას, ალბათ, კავშირი აქვს აშშ-ს შესაძლო ინიციატივასთან. ეს ინიციატივა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ სადავო ხელშეკრულების შემცვლელი დოკუმენტის გამო მოსკოვთან მოლაპარაკებების განახლებას გულისხმობს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts