planetanews Posted June 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2010 გაზიარება[19:03 18-06-2010]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBuKqczxPZI/AAAAAAAAD0I/QXJngUEW7MI/s200/putinnnn.gifრუსეთის პრემიერ-მინისტრმა იმიჯის კარდინალური შეცვლა განიზრახა და მალე ავტორიტარული ლიდერი სენტიმენტალურ ლიბერალად მოგვევლინება, წერს The Financial Times -ი. გამოცემის აზრით, ასეთი "რებრენდინგი" ფინანსურ კრიზისსა და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკური ვითარებას, ასევე რუსეთის ხელისუფლების დასავლეთთან თანამშრომლობის აუცილებლობას უკავშირდება. პრეზიდენტობის დროს პუტინმა რუსეთი ენერგეტიკულ ზესახელმწიფოდ გამოაცხადა და მკაცრ მიდგომებს ქადაგებდა, მათ შორის დასავლეთთან კონფრონტაციას. ეკონომიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ ასეთი მოდელი მოძველდა. ახლა მედვედევიც კი ფრთხილ პოლიტიკურ რეფორმებს ატარებს და ინოვაციურ ეკონომიკას უჭერს მხარს. იმიჯის შეცვლის მცდელობად, გამოცემა პუტინის მიერ ნაციონალური პარკის დათვალიერებას მიიჩნევს. ამრიგად პუტინი ხალხს აჩვენებს, რომ ის ეკოლოგიაზე ზრუნავს. პრემიერი მოსკოვის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებსაც გამოელაპარაკა, რომლებიც პარკში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. იმიჯმეიკერები ცდილობენ პუტინმა საკუთარი სენტიმენტალური მხარეები საჯაროდ გამოამზეუროს. მაგალითად ასეთ საქციელს განეკუთვნება მისი კუთვნილი სურათის გაყიდვა საქველმოქმედო აუქციონზე. თუმცა როგორც ბრიტანული ტაბლოიდი "დეილი მეილი" აღნიშნავს, პუტინი მუდმივად არღვევს პიარ-სპეციალისტთა მითითებებს: შარშან ციმბირში გატარებული შვებულების დროს ის ტყეს ჩეხავდა, გაყინულ ტბაში ბანაობდა და თან დაკუნთული ტორსის დემონტრირებას ახდენდა. გაზეთი მიიჩნევს, რომ შეიცვალა პუტინის გამონათქვამებიც. მაგალითად, 29 მაისს ინტელიგენციასთან შეხვედრისას მუსიკოს იური შევჩუკის კითხვებზე პუტინმა განაცხადა, რომ დემოკრატიული განვითარების გარეშე რუსეთს მომავალი არ აქვს. თუმცა პრემიერის ამ განცხადებამ ხელი არ შეუშალა "ომონს", ორი დღის შემდეგ მოსკოვში ოპოზიციის მიტინგი სასტიკად დაერბია. newsru.comhttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts