planetanews Posted June 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/2431-300x250.jpg დღეიდან პატრიარქის მომავალი ნათლულების რეგისტრაცია იწყება. როგორც “პირWელს” საპატრიარქოსთან არსებულ ცენტრ “ლაზარეში” განუცხადეს, მსურველებს რეგისტრაციის გავლა ანჩისხატის ეზოში არსებულ “ლაზარეს” ცენტრში 12:00-დან 16:00 საათამდე შეუძლიათ. რეგისტრაცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება მე-12 საყოველთაო ნათლობა. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით 2008 წელს, ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, რომლის თანახმად, მშობლების სურვილის შემთხვევაში იგი ჯვარდაწერილ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე შვილის ნათლია იქნება. ამ დროისთვის პატრიარქი 5 300 ბავშვის ნათლიაა. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts