Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

პური შესაძლოა გაძვირდეს

 

პურის მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ერთი ტომარა ფქვილის ფასმა საქართველოს ბაზარზე 7-8 ივნისიდან დაახლოებით 5 ლარით მოიმატა, რამაც შესაძლოა, პროდუქტის გაძვირება გამოიწვიოს. დოლიძე ჯერჯერობით ვერ ადასტურებს, პური გაძვირდება თუ არა, თუმცა ფქვილი _ ძირითადი პროდუქტი, დაახლოებით 70 პროცენტია, რისგანაც პური მზადდება.

 

როგორც მან „მედიანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ გაძვირდა ფქვილი.

„საერთოდ ამ პერიოდს _ მოსავლის აღების წინა პერიოდს ყოველთვის ახასიათებდა ხორბალზე და ფქვილზე ფასების კლება. თუ გადავხედავთ მსოფლიოს მონაცემებს, ყოველდღე კლებაა ხორბალზე და ფქვილზე. ჩვენთან მოხდა პირიქით, ვითომ ვალუტის ცვალებადობის გამო“, _ აღნიშნა დოლიძემ.

 

მალხაზ დოლიძის აზრით, ფქვილზე ფასებმა ხელოვნურად მოიმატა, რადგან უცხოეთიდან აღნიშნული პროდუქტი თითქმის აღარ შემოდის. უცხოური წარმოების ფქვილი ქართულ ბაზარზე თავისუფლად რომ შემოდიოდეს, ფასების ასეთი მატება აღარ მოხდებოდა. ფასების დაწევის ერთადერთი გზა ნორმალური კონკურენციიაა, რომელიც მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც ბაზარი თავისუფალი იქნება.

 

http://medianews.ge/index.php/ka/content/36435/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...