FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 გიორგი ჩხეიძე: "საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ადეკვატურად და სწრაფად საერთაშორისო მედია აშუქებდა" საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ადეკვატური და სწრაფი რეაგირება ქართულ მედიასთან შედარებით საერთაშორისო მედიას ჰქონდა, - განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას "ახალგაზრდა იურისტებთა ასოციაციის" თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ. ჩხეიძის განცხადებით, ქართულ მედია საშულებებში ინფორმაციის სიმცირე შეიმჩნევა, განსაკუთრებით კი რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რთულდება ინფორმაციის მიღება. ჩვენ ძირითადად ქართულ საინფორმაციო ვებ-გვერდებს, საინფორმაციო სააგენტოებს ვეყრდნობით, რომლებიც საკმაოდ ხშირად დროულად ახდენენ ინფორმაციის გავრცელებას. ჩხეიძის თქმით, საჭიროა ქართულმა მედიამ დევნილების მდგომარეობასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელოს. "სახელმწიფო ინტერებიდან გამომდინარე შესაძლოა გარკვეული ტიპის ინფორმაცია არ გავიდეს ეთერში, მაგრამ არა თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით. თუმცა გარკვეული დოზით ცენზურა ქართულ მედიაში მაინც არსებობს. ამ დაძაბულ სიტუაციაში საჭიროა საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.