Jump to content
Planeta.Ge

ავტობუსის ქვეშ არავინ არ არის


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg

 

სემუელ ჩარაპი  

 

ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან „გადატვირთვის“ პროცესში თავის მოკავშირეებს უღალატა, უბრალოდ სიცრუეა.

 

ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის ოპონენტება შექმნეს ისტორია, რომელსაც გასაოცარი თანმიმდევრულობით იმეორებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ კრემლისგან დათმობების სანაცვლოდ, ადმინისტრაციამ „დაივიწყა და ბედის ანაბარა დატოვა რეგიონის სხვა ქვეყნები“. მეტიც, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ სავარაუდო ღალატის სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო. ხოლო მოსკოვთან ურთიერთობაში, როგორც ჩანს, ყველაზე რეკლამირებულ მის მიღწევას, რუსულ ხმას, რომელიც ამ უკანასკნელმა ირანის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების სასარგებლოდ მისცა, ძველ ფარდაგს ადარებენ.

 

ამ ისტორიას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სინამდვილეში, გადატვირთვას მთელი რიგი რეალური შედეგები მოჰყვა – იმ შეთანხმებით დაწყებული, რომელიც ამერიკულ თვითმფრინავებს ავღანეთის გზაზე რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს – ირანის სანქციებით დასრულებული, რომლებიც გაცილებით მკაცრია, ვიდრე წინა სამი რაუნდი (თუკი ეს ძველი ფარდაგია, მაშინ ის ძვირადღირებული სპარსული ანტიკვარია).        

 

მაგრამ პირველი ბრალდებაც, რომ თითქოს ამერიკულ–რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების შედეგად, აშშ–ს აღმოსავლეთ–ევროპელი მოკავშირეები ნატოდან (პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები) და რეგიონის სხვა პარტნიორები (წაიკითხეთ: საქართველო და უკრაინა) „ავტობუსის ქვეშ შეაგდეს“ – სხვა თუ არაფერი, სიცრუეა.

 

არგუმენტი, რომლის წარმოჩენასაც Washington Post–ის მიმომხილველი რობერტ კაგანი ყველაზე ცხადად ცდილობს, შემდეგნაირად ჟღერს: ობამას ადმინისტრაციამ, თავის მისწრაფებას ის გლობალური პრობლემები გადაწყვეტოს, რომლებიც მოსკოვის მონაწილეობას მოითხოვს, რუსეთის მოწყვლად მეზობლებთან ურთიერთობები შეწირა, რომლებიც ამგვარ დამოკიდებულებას არაფრით იმსახურებდნენ. შემდეგ, ამ ბოროტ ძალებთან შეთანხმებების გაფორმებით, ობამამ მწვანე შუქი აუნთო პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინს და მის მომხრეებს, და მათ შესაძლებლობა მისცა დიდი რეგიონალური ბატონობის სტრატეგია ცხოვრებაში განახორციელონ. აი ახლაც კი მესმის, თუ როგორ თელავს  ავტობუსი, რომლის საჭესთანაც თვითკმაყოფილი პუტინის ზის, სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებისა და პრემიერ–მინისტრების უსიცოცხლო სხეულებს. მართალია, სურათი ძალიან შთამბეჭდავია (აღარაფერს ვამბობ სარედაქციო კომენტარებზე), თუმცა ისტორია საფუძველშივე ცრუა.               

 

არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, რომ ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება აგონიაში მყოფი ამერიკულ–რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რეგიონში ერთგვარ აღელვებას გამოიწვევდა. რეგიონალური ელიტები მიეჩვივნენ იმას, რომ რუსეთთან ამერიკული კავშირების ხარისხი და ვაშინგტონის ერთგულება მათი ქვეყნების მიმართ –  ნულოვან თანხასთანაა გათანაბრებული. რაც არ უნდა იყოს, ჯორჯ ბუში უმცროსი ხომ „ახალ ევროპას“ იცავდა, და გაცხარებით მოითხოვდა ნატოს წევრობას საქართველოსა და უკრაინისთვის, ხელმძღვანეობდა რა ადმინისტრაციას, რომლის ჩინოვნიკებსაც რუსეთის ხმამაღლა კრიტიკა უყვარდათ.    

 

ამ შეშფოთების ყველაზე აშკარა მაჩვენებელი გასულ ივლისში ობამასთვის გაგზვნილი ღია წერილი გახდა, რომელსაც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მთელი რიგი ყოფილი ლიდერები და სხვა მნიშვნელოვანი ფიგურები აწერდნენ ხელს, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტები და ანტიკომუნისტური გმირები ლეხ ვალენსა და ვაცლავ ჰაველი. ეს წერილი ფაქტობრივად ადმინისტრაციის მიმართ მუდარაა, რომ ამ უკანასკნელმა ისინი არ დაივიწყოს.      

 

რამდენიმე შეცდომა ადმინისტრაციამაც დაუშვა, რამაც ეს თავდაპირველი შფოთი გააძლიერა. ყველაზე სამწუხარო ფაქტი, ამ მხრივ, შარშან სექტემბერში მოხდა, როდესაც ამერიკელმა ჩინოვნიკებმა თავიანთი ახალი ანტისარაკეტო თავდაცვითი სტრატეგიის შესახებ, რომელიც პოლონეთსა და ჩეხეთში ბუშის ადმინისტრაციის მიერ ანტისარაკეტო ფარის განთავსების გეგმებზე უარსაც შეიცავდა, ამ ქვეყნების მთავრობები მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილეს. დამატებით, ამ განახლების თარიღად ადმინისტრაციამ პოლონეთში საბჭოთა ინტერვენციის 70–ე წლისთავი შეარჩია, რაც საქმეს სულაც არ წაადგა. ამ უემოციო დამოკიდებულების დემონსტრირება გარკვეულწილად ადმინისტრაციამ გასულ თვეშიც მოახდინა, როდესაც ობამამ კონგრესს წერილით მიმართა, სადაც ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს სიტუაცია აღარ განიხილება დაბრკოლებად“ რუსეთთან სამოქალაქო ატომური ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების გზაზე.    

 

თუმცა გზავნილების გაფუჭებისადმი ადმინისტრაციის  მიდრეკილების მიუხედავად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ამ ქვეყნებში პოლიტიკოსების უმრავლესობამ შეწყვიტა განსაკუთრებული შფოთი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის გამო. ისინი რეალობასთან ადაპტაციას გადიან, რომელშიც ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტები მოსკოვთან საქმიან ურთიერთობებს მოითხოვს, და რომელშიც ვაშინგტონი მათ განსაკუთრებული ერთგულების გამომხატეველი გამონათქვამებით აღარ ანებივრებს. მათ ასევე გაიგეს ისიც, რაც გადატვირთვის მოძულეებმა ჯერ ვერ გააცნობიერეს: ვაშინგტონს და მოსკოვს არანაირი დიდი შეთანხმებები არ გაუფორმებიათ, რომლებიც შეერთებულ შტატებთან მათ ურთიერთობებზე გავლენას ახდენს. სინამდვილეში, ადმინისტრაცია ადგილებზე მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, თანაც ისე, როგორც მათ სავარაუდო დამცველებს ბუშის ადმინისტრაციაში არასდროს გაუკეთებიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არანაირი ავტობუსი არ არსებობს.  

 

სულ რაღაც ორი კვირის წინ ობამამ ბოლომდე მიიყვანა ბუშის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საქმე და პოლონეთის ტერიტორიაზე „პეტრიოტის“ სარაკეტო ბატარეების პერიოდული განთავსება დაიწყო, რომელიც ქვეყანაში 100 ამერიკელი სამხედროს თანხლებით ჩაიტანეს. ვაშინგტონში არავინ შემცბარა, როდესაც მოსკოვიდან ფაქტობრივად რიტუალური ღმული გაისმა (თუ არა აფსურდული, რადგან ბატარეა დატენილი არ არის). ბატარეის განთავსებას უზარმაზარი სიმბოლური დატვირთვა აქვს პოლონეთისთვის, რომელიც უკვე დიდი ხანია იმაზე ჩივის, რომ ნატოში ამდენი ხნის წევრობის მიუხედავად, ალიანსის მის მიწაზე ყოფნა, ფაქტობრივად შეუმჩნეველია.

 

რეალური ქმედებების მეორე მაგალითია ნატოს წრთვნები, რომლებიც ესტონეთის ტალინში 7 ივნისს ჩატარდა, როდესაც ქვეყანაში 500 საზღვაო ქვეითი ჩავიდა, ორი F-15 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავით, ევროპაში აშშ–ს სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურის ხელმძღვანელობით. შემოდგომაზე სამი ბალტიისირული სახელმწიფოდან და შეერთებული შტატებიდან 2 000 სამხედრო მოსამსახურე კიდევ ერთ სწავლებას ჩაატარებს ლატვიაში, რაც 2004 წელს ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების შემდეგ, რეგიონში ყველაზე მასშტაბური წრთვნა გახდება.

 

ობამას ნაკლებად შესამჩნევი მოწოდების შემდეგ, რომლიც მან 2009 წელს პრაღაში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა, და ადმინისტრაციის შემდგომი კულუარული ქმედებებით, ბალტიისპირეთის სახელწმიფოებმა ნატოსგან უსაფრთხოების შესახებ ყველაზე კონკრეტული ვალდებულები მიიღეს, და იმაზე მეტიც, ვიდრე ეს მოსალოდნელი გახლდათ – ეს საგარეო თავდასხმის შემთხვევაში ალიანსის მოქმედების გეგმებია. მხოლოდ ერთი წლით ადრე გერმანიამ და საფრანგეთმა ბუშის ადმინისტრაციის მსგავსი გეგმა დაბლოკეს.

 

და მიუხედავად მუდმივად იმის მტკიცებისა, რომ ობამას ანტისარაკეტო გეგმა იმავდროულად რუსებისთვის ხელის გამართვა და აღმოსავლეთ ევროპის ღალატია, მისი „ეტაპობრივი, ადაპტირებადი მიდგომა“ – ის სიტემაა, რომელმაც საკუთარი ვარგისიანობა დაადასტურა და შემუშავებულია ირანიდან საშულო რადიუსზე მოქმედი რაკეტებისგან მთელი ევროპის დაცვის მიზნით – სწორედ ეს  საფრთხე მიაჩნია პენტაგონს რეალურად. შეადარეთ ეს წინა სისტემას, რომლის ვარგისიანობაც ვერ დასტურდებოდა, რომელიც სინამდვილეში ევროპის კონტინენტს არ იცავდა და მიმართული იყო, აშშ–ს არმიის განცხადებით, არასებული საფრთხის წინააღმდეგ – ირანის კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვის. რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამ ახალი გეგმის ინტერპრეტირება, თუ არა როგორც რუსეთის მეზობლების უსაფრთხოების გაძლიერება.            

 

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციამ „არაფრად ჩააგდო“ უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მთელ რიგი ბოლოდორინდელი გადაწყვეტილებები, მათ შორის კანონი, რომელიც ამ ქვეყნისთვის ნატოს წევრობის შესაძლებლობას გამორიცხავს, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის იჯარის გახანგრძლივების ფაქტი. რა თქმა უნდა, იანუკოვიჩის გადაწყვეტილებებმა მოსკოვი გაახარა, ხოლო ვაშინგტონში ახალი პრეზიდენტისგან სხვაგვარ ქმედებებს მოითხოვდნენ. მაგრამ ადმინისტრაცია უკრაინას აშკარად ხელს უწვდის – გაიხსენეთ განცხადება, რომელიც გასულ კვირაში გაკეთდა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 4 ივლისს კიევში შეხვდება – და ცხადია, რომ უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების საჯარო გაკიცხვა, სწორედ ამ გადაწყვეტილებებზე გავლენის შესაძლებლობას შეამცირებს.          

 

ყველა იმ ქვეყნიდან, რომელბიც სავარაუდოდ „ავტობუსის“ ქვეშ აღმოჩდნენ, იმდენ ყურადღებას არ იღებს, რამდენსაც საქართველო, რომლის მიმართაც სიტყვები „ღალატი“ და „გამყიდველობა“ იმდენად ხშირად გამოიყენება, თითქოს ობამამ თბილისის საპრეზიდენტო სასახლე მოსკოვში ბოლო ვიზიტების დროს გააქირავა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ობამას ადმინისტრაციას თბილისთან უზარმაზარი ვალდებულებები აკავშირებს. მილიარდის მოცულობის დახმარების პროგრამა, რომელიც საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ დაპირდნენ, 2009 წლის იანვრის შემდეგ გაიცა. ადმინისტრაციამ სრულად აამოქმედა ამერიკულ–ქართული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელსაც ხელი მოეწერა ბუშის პრეზიდენტობის ბოლო თვეებში, და ამისთვის მინიმუმ ოთხი მთავრობათაშორისი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლებიც თბილისში აშშ–ს სახელმწიფო მდივნის სხვადასხვა თანაშემწეების ხელმძღვანელობით ჩადიოდნენ. (ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრებს შორის იყვენენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი და ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც თეთრი სახლის პრეს–რელიზების თანამხად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თვეში ერთხელ მაინც ესაუბრება).

 

თუმცა ქართველები (და მათი გულმხურვალე მხარდამჭერები ვაშინგტონში) უკმაყოფილოები არიან. მათი მოთხოვნები ძალიან კონკრეტულია: მათ სურთ სამხედრო აღჭურვილობა, განსაკუთრებით ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება და საზენიტო ბატარეები. და ისინი ძალიან უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ადმინისტრაციამ გაახნაგრძლივა ამერიკული შეიარაღების გაყიდვაზე ფაქტობრივი ემბარგო, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაწესდა, რადგან, მათი განცხადებეით, ეს მათ თავდაცვის შესაძლებლობის გარეშე ტოვებს.

 

ადამიანები, რომლები გადატვირთვას აკრიტიკებენ, ამტკიცებენ, რომ ეს ემბარგო quid pro quo–ს (ლათ. – ხელი ხელს ბანს) ცხადი გამოვლინებაა: ობამა ქართველებისთვის იარაღის მიყიდვით მოსკოვში მისი მეგობრების განრისხებას არ რისკავს. ნეტავ კი არსებობდეს ამ განცხადების დამადასტურებელი ფაქტები. სინამდვილეში (არასაჯარო) სტრატეგია იმ გაკვეთილების შედეგია, რომლებიც ომის პროცესში ქართველი სამხედროების ქმედებებიდან არის მიღებული. როგორც ამის თაობაზე თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა კონგრესში ჩვენებების მიცემის დროს: „გამოვლენილ იქნა სერიოზული ხარვეზები ფაქტობრივად ყველა დონეზე – სამხედრო უწყებებში, სტრატეგიებში, დოქტრინასა და სამხედრო განათლებაში“. მეტიც, ომის მიზეზებზე ევროკავშირის კომისიის ანგარიშმა ცხადყო, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების მიზეზი ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღების უკიდურესად ცენტრალიზირებული პროცესები გახდა. მსგავს სიტუაციებში იარაღის გაყიდვაზე დათანხმება მიზანშეწონილი არ არის.          

 

ამის ნაცვლად, ადმინისტრაცია 2008 წელთან შედარებით  თითქმის ორჯერ მეტს ხარჯავს თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე. ამ თანამშრომლობის ცენტრში ინტიტუტების, ძირითადი პოზიციების, ორგანიზაციული სტრუქტურების და თანამედროვე ქმედითი არმიის სხვა კომპონენტების მშენებლობაა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამ სტანდარტებისთვის უფრო ადრე რომ ეპასუხათ, შესაძლოა 2008 წლის სტრატეგიული და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელი გამხდარიყო.    

 

მოკლედ, ძალიან ცოტა მტკიცებულება არსებობს იმის, რომ ისტორია „ავტობუსის ქვეს ჩაგდებულ მეგობრებზე“ უბრალო გამოგონება არ არის. თუმცა, რთული წარმოსადგენია, რომ გადატვირთვის ოპონენტებს ეს არ ესმით. შესაძლოა ეს კრიტიკოსები „ცივი ომის“ გადმონაშთებისგან ჯერ ვერ გათავისუფლებულან და მათ თავისთავად ამერიკულ–რუსული ურთიერთობების გაუმჯობესება ანრისხებთ, რომელსაც ისინი, როგორც ჩანს „ღალატის“ ერთგვარ ფორმად მიიჩნევენ, რეგიონზე ამ ქმედებების რეალური გავლენისგან დამოუკიდებლად. ნაკლებად დიდსულოვანი ახსნა კი იმაში მგომარეობს, რომ ეს ისტორია ღალატის შესახებ, მოხერხებული ხელკეტია ობამას გასალახად არჩევნების წელს. ყველა შემთხვევაში, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პოლიტიკურმა ელიტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ უბრალოდ იყენებენ.  

 

თუმცა, შედეგები შეერთებული შტატებისთვის უფრო სარისკოა. რუსეთთან ქმედითი ურთიერთობები კრიტიკულად მნიშვენლოვანია ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა მნიშვნელოვან გლობალურ პრობლემასთან გამკლავებისთვის – ავღანეთიდან დაწყებული, ბირთვული იარაღის გავრცელებით და გლობალური დათბობით დასრულებული. თუმცა, გადატვირთვის ოპონენტების წყალობით, ამგვარი ურთიერთობების შენარჩუნება პოლიტიკურ პრობლემად გარდაიქმნება, იმ ფონზეც კი, როდესაც ეს ურთიერთობები   უსაფრთხოების სფეროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უპირატეოსობებს იძლევა, ობამას კი ჯერჯერობით არცერთი აღმოსავლეთ ევროპელი კოლეგა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა ხდება, არ ჩაუგდია პუტინის გოლაზ–5291–ის ქვეშ.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან „გადატვირთვის“ პროცესში თავის მოკავშირეებს უღალატა, უბრალოდ სიცრუეა.

მართალია!

 

აშშ-ის მოკავშირეები დამანახეთ რა და მერე ის თუ ვის უღალატა. მონებს/მარიონეტებს თუ და რომ დღნამს ეგ ეხლა აშშ-ის ინტიმური ჰამბების სფეროდანაა და არ ითვლებოდეს http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/D.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბათუმში რომ აშშ სამხედრო გემი რომ იდგეა პრეზერვატივებით დატვირთული კიდევ იქ დგას თუ ???????????
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიმართლე წერია მაგ სტატიაში. პრინციპში მეც იგივეს ვამბობდი ხოლმე და ცოტა გლობალურად თუ მივუდგებით საკითხს (არა პატარა ქვეყნის გადასახედიდან) ცხადია რომ სიმართლე წერია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიმართლე წერია მაგ სტატიაში. პრინციპში მეც იგივეს ვამბობდი ხოლმე და ცოტა გლობალურად თუ მივუდგებით საკითხს (არა პატარა ქვეყნის გადასახედიდან) ცხადია რომ სიმართლე წერია.

:givi:

შენი პრეზიდენტი არ იყო შეწუხებული გვიღალატაო ამერიკამო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

შენი პრეზიდენტი არ იყო შეწუხებული გვიღალატაო ამერიკამო?

პრეზიდენტი არ ვიცი შეწუხებული იყო თუ გახარებული. მე გელაპარაკებით რეალობაზე და არა შენი, პეტრეს თუ პავლეს ინტერპრეტაციებზე რეალობის შესახებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

პრეზიდენტი არ ვიცი შეწუხებული იყო თუ გახარებული. მე გელაპარაკებით რეალობაზე და არა შენი, პეტრეს თუ პავლეს ინტერპრეტაციებზე რეალობის შესახებ.

 

გასაგებია.

ე.ი. პრეზიდენტი რომ ლაპარაკაბდა არ დაგვეხმარესო, გამოდის ის რომ რეალობას იყო მოცილებული.

 

როგორ მოუიდა ეს მიშას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანები, რომლები გადატვირთვას აკრიტიკებენ, ამტკიცებენ, რომ ეს ემბარგო quid pro quo–ს (ლათ. – ხელი ხელს ბანს) ცხადი გამოვლინებაა: ობამა ქართველებისთვის იარაღის მიყიდვით მოსკოვში მისი მეგობრების განრისხებას არ რისკავს. ნეტავ კი არსებობდეს ამ განცხადების დამადასტურებელი ფაქტები. სინამდვილეში (არასაჯარო) სტრატეგია იმ გაკვეთილების შედეგია, რომლებიც ომის პროცესში ქართველი სამხედროების ქმედებებიდან არის მიღებული. როგორც ამის თაობაზე თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა კონგრესში ჩვენებების მიცემის დროს: „გამოვლენილ იქნა სერიოზული ხარვეზები ფაქტობრივად ყველა დონეზე – სამხედრო უწყებებში, სტრატეგიებში, დოქტრინასა და სამხედრო განათლებაში“. მეტიც, ომის მიზეზებზე ევროკავშირის კომისიის ანგარიშმა ცხადყო, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების მიზეზი ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღების უკიდურესად ცენტრალიზირებული პროცესები გახდა. მსგავს სიტუაციებში იარაღის გაყიდვაზე დათანხმება მიზანშეწონილი არ არის.

მოკლედ ჯარი არ გივარგათო

 

სად წავიდა 7 წელი და მილიარდობით ლარი? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

პრეზიდენტი რომ ლაპარაკაბდა არ დაგვეხმარესო

რაღაც არ მახსენდება. ბმულიც მოაყოლე ბარემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ეხლა ჰილარი კლინტონი ჩამოდის...ყოვეთვე ვიღაც ამერიკელი მაღაჩინოსანი საქართველოშია, ხან რა საბაბით ხან რა საბაბით...გეუბნებით მე თქვენ რაღაც ხდება თქო... :yes:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ჰილარი კლინტონი ჩამოდის...ყოვეთვე ვიღაც ამერიკელი მაღაჩინოსანი საქართველოშია, ხან რა საბაბით ხან რა საბაბით...გეუბნებით მე თქვენ რაღაც ხდება თქო... :yes:

ალბათ რაღაც სერიოზულ კრედიტს მისცემენ ნაცმოძრაობას :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...