Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

უცხო_პლანეტელი

არცერთი დიქტაორული რეჟიმი ვერ იქნება სამართლიანი, რადგან მინიმუმ ობიექტურიბას იქნება მოკლებული.

ერთადერთი გზა არის სწორედ საზოგადოების "ზრდა", მაგრამ ჩვენ ყველაფერი დღეს და ამ წუთს გვინდა, მოთმინება და მომავალზე ფიქრი უცხოა ჯერ-ჯერობით.

მესმის რასაც ამბობ ბატონო, მაგრამ არ აქვს დღევანდელ საზოგადოებას ზრდის პოტენციალი, უბრალოდ არ აქვს და მომდევნო წლებიც თუ ისე უყაირათოთ გავფლანგეთ, როგორც წინა 20 წელი, მაშინ ჩვენი სამშობლო საქართველო სახელმწიფოდ გარდაქმნის თეორიულ შანსსაც დაკარგავს, რადგან ბოლო ბოლო ხო ხედავთ არა რა ხდება გინდა საქართველოში და გინდა მის გარეთ.. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ფაფუ ვიდრე კონფედერაციამდე, სამეგრელოში სეპარატიზმის გაღვივება და საერთოდ მეგრელებთან დაკავშირებით გახშირებული არაადეკვატური გამოხტომები ამ კუთხის ჩამოშორების 70%-იან გარანტიას უკვე დღეს იძლევა.. სამცხე ჯავახეთზე არაფერს ვამბობ და აჭარა რომ მხოლოდ დროებით არის თბილისის იურისდიქციაში და მოსკოვის დაძახებაზე სეპარატიზმს მიაწვება ესეც ფაქტია..

 

საქართველოს მარტივ მამრავლებად შლიან თან საფუძვლიანად და ამ პროცესის შეჩერება მხოლოდ იმ მეთოდით არის შესაძლებელი, რომელზეც მე ვსაუბრობ..

მარტო თბილისი თუ გონია ვინმეს საქართველო მე პირადად თბილისსაც ფეხებზე დავიკიდებ და მცხეთასაც თუ დანარჩენი ტერიტორიები დაიკარგება..

 

რაც შეეხება დიქტატურას და იმაშიც გეთანხმები რომ დიქტატურა არ არის იდეალური მოდელი სახელმწიფოს მართვისთვის, მაგრამ ქართულ რეალობაში სხვა გზა უბრალოდ დროის უყაირათო ხარჯვა იქნება და ამის მაგალითია განვლილი 20 წელი.. მთავარია დიქტატორული რეჟიმი იყოს სოციალური სახელმწიფოს მშენებლობაზე ორიენტირებული, ანუ მემარცხენე ლიბერალიზმის იდეოლოგიით აღჭურვილი და ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე, კანონის უზენაესობაზე დაციკლული.. ასეთ შემთხვევაში უსამართლობის მინიმუმამდე დაყვანა გახდება შესაძლებელი, ხოლო როცა დრო მოვა დიქტატორული რეჟიმი უმტკივნეულოდ გადასცემს ძააუფლებას დემოკრატიულად არჩეულ პოლიტიკურ ძალას/ძალებს და სახელმწიფო ბოლოს და ბოლოს შედგება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 36
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

რაც შეეხება დიქტატურას და იმაშიც გეთანხმები რომ დიქტატურა არ არის იდეალური მოდელი სახელმწიფოს მართვისთვის, მაგრამ ქართულ რეალობაში სხვა გზა უბრალოდ დროის უყაირათო ხარჯვა იქნება და ამის მაგალითია განვლილი 20 წელი.. მთავარია დიქტატორული რეჟიმი იყოს სოციალური სახელმწიფოს მშენებლობაზე ორიენტირებული, ანუ მემარცხენე ლიბერალიზმის იდეოლოგიით აღჭურვილი და ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე და კანონის უზენაესობაზე დაციკლული.. ასეთ შემთხვევაში უსამართლობის მინიმუმამდე დაყვანა გახდება შესაძლებელი, ხოლო როცა დრო მოვა დიქტატორული რეჟიმი უმტკივნეულოდ გადასცემს ძააუფლებას დემოკრატიულად არჩეულ პოლიტიკურ ძალას/ძალებს და სახელმწიფო ბოლოს და ბოლოს შედგება..

ვერ გავიგე დიქტატურა რომელიც ადამიანების უფლებეს იცავს პარადოქსად მეჩვენება და რავიცი რა ვიცი.

 

 

მესმის რასაც ამბობ ბატონო, მაგრამ არ აქვს დღევანდელ საზოგადოებას ზრდის პოტენციალი, უბრალოდ არ აქვს და მომდევნო წლებიც თუ ისე უყაირათოთ გავფლანგეთ, როგორც წინა 20 წელი, მაშინ ჩვენი სამშობლო საქართველო სახელმწიფოდ გარდაქმნის თეორიულ შანსსაც დაკარგავს, რადგან ბოლო ბოლო ხო ხედავთ არა რა ხდება გინდა საქარტველოში და გინდა ის გარეთ..

რეგრსეს ქონდა და აქვს ადგილი,რასიც განთლების უქონლობა და ზოგადად უინტერესობა მეჩვენება.

ქართულ რეალობაში არცერთი პოლიტიკოსი და ჟურნაილისტი არ ცდილობს ხალხის შეგნების ზრდაზე ზრუნვას მაინც.ხოლო (აპოლიტიკური)ინეტელქტუალბი სად გვყავს არ ვიცი, თუ საერთოდ გვყავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავარია დიქტატორული რეჟიმი იყოს სოციალური სახელმწიფოს მშენებლობაზე ორიენტირებული

:018:

 

ასეთ რამეს მხოლოდ პლანეტაზე თუ წაიკითხავთ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთ რამეს მხოლოდ პლანეტაზე თუ წაიკითხავთ. :)

ძალიოან არ მომწონს დიქტატური რომანტიზაცია, როგორც თავის დროს კანონიერი ქურდების რომანტიზაციას მაგონებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

ვერ გავიგე დიქტატურა რომელიც ადამიანების უფლებეს იცავს პარადოქსად მეჩვენება და რავიცი რა ვიცი.

ერთადერთი არჩენების უფლება ეექნება დროებით შეზღუდული სზოგადოებას, ვიდრე საგანდგებო მდგომარეობის გაუქმებამდე ვთქვათ და რა არის ამაში ცუდი? დღეს თუ ვითომ აქვს უფლება ხომ ირჩევს რას ამბობ: )))

არავინ არჩევნებს არ გააყალბებს და არავნ ხალხს არ დასცინებს, პირდაპირ იქნება გაცხადებული რომ ვიდრე შესაბამის დრომდე არჩევნები არ ჩატარდება..

 

რეგრსეს ქონდა და აქვს ადგილი,რასიც განთლების უქონლობა და ზოგადად უინტერესობა მეჩვენება.

ქართულ რეალობაში არცერთი პოლიტიკოსი და ჟურნაილისტი არ ცდილობს ხალხის შეგნების ზრდაზე ზრუნვას მაინც.ხოლო (აპოლიტიკური)ინეტელქტუალბი სად გვყავს არ ვიცი, თუ საერთოდ გვყავს.

რა განათლებაზე საუბრობ ადამიანო ქვეყანა არ არსებობს. სახელმწიფომ თუ არ მიხედა განათლების სისტემას, კულტურის სფეროს, როგორ შეიძლება დეგრადირებისა და რეგრესისკენ არ წავიდეს საზოგადება?

 

ასე რომა ასე ხოდა მე კიდო კაცო იფიქრეთ მეთქი ვამბობ მხოლოდ და მეტი არაფერი.. საიდან მივედით დიქტატურამდე აღარც კი მახსომს : )))

 

მანდ არ ვარ და თქვენ მაგივრად გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებ, მაგრამ გიბალეშიკებთ კია მაგი დედა ვატირე ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთადერთი არჩენების უფლება ეექნება დროებით შეზღუდული სზოგადოებას, ვიდრე საგანდგებო მდგომარეობის გაუქმებამდე ვთქვათ და რა არის ამაში ცუდი? დღეს თუ ვითომ აქვს უფლება ხომ ირჩევს რას ამბობ: )))

არავინ არჩევნებს არ გააყალბებს და არავნ ხალხს არ დასცინებს, პირდაპირ იქნება გაცხადებული რომ ვიდრე შესაბამის დრომდე არჩევნები არ ჩატარდება..

დიქტაურით ნასწავლი დემოკრატი. :))

 

 

 

მანდ არ ვარ და თქვენ მაგივრად გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებ, მაგრამ გიბალეშიკებთ კია მაგი დედა ვატირე ..

აწი ვეღარავინ შეგვაჩერებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

ძალიოან არ მომწონს დიქტატური რომანტიზაცია, როგორც თავის დროს კანონიერი ქურდების რომანტიზაციას მაგონებს

და ამასობაში გულის სიღრმეში მიშა გევასება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ასეთ რამეს მხოლოდ პლანეტაზე თუ წაიკითხავთ. :)

შენა და დიდი ოქტომბრისას ავრორას გასროლა სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის დასაწყისს არ მოასწავებდა შემთხვევით? ანომალია და მონსტრი რომ შეიქმნა ეგ სხვა თემაა მაგრამ..

 

მოკლედ ხომ ვთქვი არაფრის თქმას და წერას აზრი არ აქვსთქვა http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/lol.gif არც აქვს მამენტ აზრი.

 

მე მჯერა გენიოსი და სამყაროს ჭიპი ქართველი ხალხის! http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/yes.gif

 

 

------------

 

------------

 

ერთსაც ვიტყვი რომა მე დზმებო შეიძლება დიდად პატივს არ/ვერ ვცემ ქართულ საზოგადოებას, რადგან ყველაფერს თავი გავანებოთ დაუმსახურებლად გამტისკა კი არა და ზურგი მაქცია და იმის იქით გზა დამილოცა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ იმავე ქართული საზოგადოების-ხალხის უფლებებისა და თავისუფებების უზენაოსეობას ვაყენებ ეჭვქვეშ.

 

ანუ ხალხი იმსახურებს ადამიანურ პირობებში ცხოვრებას და ქართული სახელმწიფო ამაზე უნდა იყოს ზუსტად ორიენტირებული. ფინანსურ მატერიალური კეთილდღეობა და სოციალური სამართლიანობა აუცილებლად გახდება ევოლუციური პროცესების კატალიზატორი, მაგრამ დღეს ეს არ ხდება კი არა ქვეყანაა მოქალაქის ძირითადი მტერი და პრობლემა..

ამიტომაც არის რომ არ გააჩნია დღევანდელ საზოგადოებას ზრდის პოტენციალი, რადგან არ ფლობს დზმაო შესაბამის მორალურ და ზნეობრივ ღირებულებებს და სახელმწიფოც გვერდში უდგას კი არა საერთოდ ინსტიქტების დონეზე დასვლას აიძულებს. ხოდა მოკალი თუ გინდა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის შემთხვევაში იგივე დღევანდელ ქართულ საზოგადოებას ადამიანის უფლებების, კანონისა და სამართლის პატივისცემა არ/ვერ აიძულო.. ანუ მხოლოდ ძალისმიერი ევოლუციის გზით სიარულია შესაძლებელი და სააკაშვილის რეჟიმი და იგივე თავისუფლების ინსტიტუტი სწორედ ამას ცდილობს მამენტ, მაგრამ მაგ შიზიკების პრობლემა ის არის, რომ ჯერ ერთი ამერიკელი ავადმყოფების ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მსხვერპლი არიან და მეორეც თავადაც ისეთივე მორალურ ზნეობრივი ღირებულებები გააჩნიათ, როგორიც ის მასას/საზოგადოებას, რომლის გაკეთილშობილებასაც თითქოს ცდილობენ. ამიტომ არის რომ ყველა მათი მცდელობა უშედეგოა და სხვაგვარად შეუძლებელია იყოს..

 

ადამიანს უნდა ქონდეს სამართლიანობის განცდა, რასაც ორმაგი სტანდარტები და რეჟიმის ბლატავი გამორიცხავს. კანონის წინაშე ყველა ერთი უნდა იყოს და სააკაშვილის რეჟიმს რომ ეს გაეცნობიერებინა სულ სხვა შედეგებამდე მივიდოდა რეჟიმიც, საზოგადოებაც და ქვეყანაც.. http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/yes.gif

 

უცხო_პლანეტელი

დიქტაურით ნასწავლი დემოკრატი. :))

ესდპანეთი როდის გახდა იცი დემოკრატიული? დღეს ვერ არიან ფრანკოს დროს დაზრდილი ჯიგარსონები დემოკრატები თუ დემოკრატიას უწუნებთ ესპანელებს?

 

ფრანკოს დედაც მამენტ, მაგრამ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენა და დიდი ოქტომბრისას ავრორას გასროლა სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის დასაწყისს არ მოასწავებდა შემთხვევით? ანომალია და მონსტრი რომ შეიქმნა ეგ სხვა თემაა მაგრამ..

შედეგი ყოველთვის შემსრულებლებზეა დამოკიდებული და არა იდეაზე.მაგ შემსრულებლებს წარმოშობს საზოგადოება, ხოლო იდეთ ხდება მათი ამორჩევა.

 

 

 

ადამიანს უნდა ქონდეს სამართლიანობის განცდა, რასაც ორმაგი სტანდარტები და რეჟიმის ბლატავი გამორიცხავს. კანონის წინაშე ყველა ერთი უნდა იყოს და სააკაშვილის რეჟიმს რომ ეს გაეცნობიერებინა სულ სხვა შედეგებამდე მივიდოდა რეჟიმიც, საზოგადოებაც და ქვეყანაც.. Posted Image

კარგი მთავრობა რომ გყოლოდა კარგი მთავრობა გვეყოლებოდა.

 

ამიტომაც არის რომ არ გააჩნია დღევანდელ საზოგადოებას ზრდის პოტენციალი, რადგან არ ფლობს დზმაო შესაბამის მორალურ და ზნეობრივ ღირებულებებს

დიქტატურა ამას ვერ, უფრო სწორედ არ შეცვლის.

 

ამისთვის სხვა გზების ძიება არის საჭირო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

დიქტატურა ამას ვერ, უფრო სწორედ არ შეცვლის.

 

ამისთვის სხვა გზების ძიება არის საჭირო

რას ჩააცივდი ამ დიქტატურას?

 

თემა იმაზეა დღევანდელი ქვეყანა რამდენად იმსახურებს ან არ იმსახურებს არსებობას და რამდენად არის ან არ არის ახალი ქვეყნის მშენებლობა საჭირო, პლუს რა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყანა თუ ადამიანი..

 

ხოდა მე ვფიქრობ დღევანდელი საქართველო ანომალიაა, ქვეყანას არ წარმოადენს და ამდენად ახალი ქვეყანაა ასაშენებელი. პლუს ვფიქრობ იძულებითი ევოლუციის გზით უნდა განვითარდეს ახალი საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა, რადგან ნებაყოფლობითი/ბუნებრივი ევოლუცია დღევანდელ ქართულ საზოგადოებას არ შეუძლია..

 

ხოდა ეხლა ეს იძულება დიქტატის ფორმას შეიცავს რათქმაუნდა, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ვიღაც ტირანებმა უნდა რულონ თავის ჭკუაზე ქვეყანა, არა ბატონო, ადეკვატური ადამიანები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში და ადეკვატური რეფორმები გაატარონ, რეფორმების დასრულებამდე კი მორატორიუმი გამოცხადდეს არჩევნებზე, რაც ავტომატურად დიქტატორულად გარდაქმნის რეჟიმს, მაგრამ ავტომატურად დიქტატორებად არ აქცევს რეჟიმის ხელმძღვანელებს..

 

ეგ არის და გორის ციხე http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/yes.gif

 

ჩატარდება ლუსტრაცია, დედა მოეხნებათ მედროვეებს და კანონი როცა სათანადო ადგილს დაიკავებს და სამართალიც დაიბუდებს ქვეყანაში, არჩევნებიც ჩატარდება და მერმე იმის იქით გზასაც დაულოცავენ დემოკრატებს და ასპარეზსა და ძალაუფლებასაც გადაულოცავენ ახალი საქართველოს ფუძემდებელი მამები http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/D.gif

 

ერთ ერთი მამა მე ვიქნები, ვიქნები რა.. უკვე ვარ, უბრალოდ ჯერ ეგ არ იცით http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/lol.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

 

რას ჩააცივდი ამ დიქტატურას?

 

თემა იმაზეა დღევანდელი ქვეყანა რამდენად იმსახურებს ან არ იმსახურებს არსებობას და რამდენად არის ან არ არის ახალი ქვეყნის მშენებლობა საჭირო, პლუს რა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყანა თუ ადამიანი..

 

 

მანდ სადმე ზეცაში ფორუმი არაა?

ვინ გვეკითხება ჩვენ იმსახურებ თუ არ იმსახურებს არსებობას. ეს ღმერტის პრერეგატივაა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

maka

asds

გაბრაზებენ? :bushti:

კი http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/user.gif

 

babuagiorgi

მანდ სადმე ზეცაში ფორუმი არაა?

ვინ გვეკითხება ჩვენ იმსახურებ თუ არ იმსახურებს არსებობას. ეს ღმერტის პრერეგატივაა. :)

რა ღმერთის პრეროგატივა კაცო, ქვეყანაზე ვლაპარაკობ, ქვეყანაზე რომელიც ჩვენ რომ გვემსახუროს და ცხოვრება გაგვიადვილოს იმიტომ არსებობს და არა ღმერთის გულის მოსაგებად..

 

მერეა და დღევანდელი ქვეყანა არ უნდა არსებობდეს ნიშნავს იმას რომ ახალი ქვეყანა უნდა აშენდეს ესეიგი და არა იმას რომ ქვეყანა საერთოდ არ უნდა არსებობდეს..

 

იავნად არასწორი ქართულით ვწერ ტო, ჩემი ნათქვამი არასდროს არავის არ ესმის http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/vis.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა ეხლა ეს იძულება დიქტატის ფორმას შეიცავს რათქმაუნდა, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ვიღაც ტირანებმა უნდა რულონ თავის ჭკუაზე ქვეყანა, არა ბატონო, ადეკვატური ადამიანები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში და ადეკვატური რეფორმები გაატარონ, რეფორმების დასრულებამდე კი მორატორიუმი გამოცხადდეს არჩევნებზე, რაც ავტომატურად დიქტატორულად გარდაქმნის რეჟიმს, მაგრამ ავტომატურად დიქტატორებად არ აქცევს რეჟიმის ხელმძრვანელებს..

შენ მე მგონი პრინციპულობას და კანონის უზენასობას დიქტატურას ეძახი, რეალურად კიდევ ორი სხვადასხვა სამყაროა.

 

საძირკვლად მე საზოგადოება მიმაჩნია, თუ ის არ იქნება მყარი, მასზე აშენებული სახლი ყოველთვის იყანყალებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

[/img][/url]

 

babuagiorgi

 

რა ღმერთის პრეროგატივა კაცო, ქვეყანაზე ვლაპარაკობ, ქვეყანაზე რომელიც ჩვენ რომ გვემსახუროს და ცხოვრება გაგვიადვილოს იმიტომ არსებობს და არა ღმერთის გულის მოსაგებად..

 

მერეა და დღევანდელი ქვეყანა არ უნდა არსებობდეს ნიშნავს იმას რომ ახალი ქვეყანა უნდა აშენდეს ესეიგი და არა იმას რომ ქვეყანა საერთოდ არ უნდა არსებობდეს..

 

იავნად არასწორი ქართულით ვწერ ტო, ჩემი ნათქვამი არასდროს არავის არ ესმის http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/vis.gif

რევოლუცია :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...