Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენი აზრით ადამიანი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ადამიანის სიცოცხლე თუ ქვეყანა - სახელმწივო?

 

ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ დღეს და ბოლო 20 წლის მანძილზე ქართული სახემწიფო ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ფუძებმდებელ ღირებულებად არ აღიარებს. დეკლარირების დონზე რა და როგორ არ მაინტერესებს, მაგრამ სახელმწიფოს შინაარსისა და რაობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს დანიშნულებიდან გამომდნარე და ობიექტური რეალობის გათვალისწინებით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქის სიცოცხლისა და ჯამრთელობის, უფლებებისა და თავისუფლებების ძირითადი საფრთხე და მტერია..

 

ფაქტია ქართული სახელმწიფო არაადეკვატურ იდეოლოგიურ საფუძველზე დგას რის გამოც მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. ისიც ფაქტია რომ ქართული სახელმწიფო ისეა მოწყობილი რომ ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება სახელმწიფო პრიორიტეტებში არ შედის და როგორც შედეგი მოქალაქეს სრულიად მარტოს უწევს თავის დაცვა იგივე სახელმწიფოსგან და თვითგადარჩენისთვის ბრძოლა..

 

და თუ ეს ყველაფერი ფაქტია და თუ ის რასაც მე ვწერ მართალი, იქნებ მითხრათ იმსახურებს კი არსებობას ისეთი სახელმწიფო, რომელიც ძაღლად არ აგდებს საკუთარ მოქალაქეებს?

 

 

ერთსაც მივამატებ რომა თუ ფიქრობთ, რომ ასეთი ქვეყანა არსებობას იმსახურებს რით ამარლებთ ამ არსებობას და თუ ფიქრობთ, რომ არსებობას არ იმსახურებს, როგორ შეიძლება მისი ნეიტრალიზება და ახალ საძირკველზე ახალი სახელმწიფოს აშენება?

 

ერთ ერთი უმთავრესი კითხვა რომელიც ქართული საზოგადოების წინაშე დგას ალბათ ესეც არის..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 36
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ამ თემაზე პასუხი არ არსებობს.

ცალსახა და კონკრეტული პასუხი მაქვს მხედველობაში...

ასე რომ, ფილოსოფოსებს დავუტოვოთ ამაზე მსჯელობა და ჩვენ ჩვენი არჩევანი ყველამ სათითაოდ გავაკეთოთ.

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ამ თემაზე პასუხი არ არსებობს.

ჩემთვის პასუხი არსებობს. ადამიანი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სახელმწიფო და არცერთი ქვეყანა არ იმსახურებს ასებობას თუ ამ პრინციპს არ იზიარებს..

 

maka

 

არ მეთანხმები? :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა თავი უნდა გაწირონ რათა ქვეყანა შენარჩუნდეს.

ეს ავტომატურად გამორიცხავს იმას რომ ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია.

ავტომატურად ყველანაირ ძალადობასა და ომზე უარი უნდა სთქვა, ავტომატურად უნდა მაქსიმალურად აირიდო მსხვერპლი და თუნდაც დამპყრობელს არ უნდა შეეწინააღმდეგო...

მოკლედ არაა რა ეგრე მარტივად შენ როგორც წერ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

asds

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა თავი უნდა გაწირონ რათა ქვეყანა შენარჩუნდეს.

ეს ავტომატურად გამორიცხავს იმას რომ ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია.

არაა ეგრე დირე.. ადამიანები თავს წირავენ საკუთარი თავისა და ოჯახების, ახლობლების გადასარჩენად პირველ რიგში და თუ სახელმწიფო მათ გვერდით დგას, ანუ თუ სახელმწიფო სოციალურია და ადეკვატური მაშინ სახელმწიფოსთვისაც შეიძლება იგივეს გაკეთება.. სხვა შემთხვევაში თუ ადამიანი ადეკვატურია შეუძლებელია არაადეკვატური ნაბიჯი გადადგას და ისეთი ქვეყნისთვის მოკვდეს, რომელიც მისი როგორც ინდივიდის და როგორც ადამიანის მტერია..

 

მოკლედ არაა რა ეგრე მარტივად შენ როგორც წერ..

მარტივად და მარტივი არ არის, მაგრამ არა მგონია დღევანდელი თავიდან ბოლომდე არაადეკვატური სახელმწიფო საქართველო თუნდაც ერთი საქართველოს მოქალაქის ცრემლად ღირდეს არა თუ სიცოცხლედ..

 

რაღაცა ულტრამემარცხენეობისკენ მივდივარ ნაბიჯ ნაბიჯ ვგონებ :018:

 

maka

asds

გეთანხმები :)

:*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტივად და მარტივი არ არის, მაგრამ არა მგონია დღევანდელი თავიდან ბოლომდე არაადეკვატური სახელმწიფო საქართველო თუნდაც ერთი საქართველოს მოქალაქის ცრემლად ღირდეს არა თუ სიცოცხლედ..

არ გეთანხმები.

მე პირადად მზად ვარ, ჩემი ინტერესები დავთმო, თუნდაც ამ არაადეკვატური და იდიოტური წყობის, ღორების ხელში ჩავარდნილი ქვეყნის გულისთვის.

იმიტომ რომ, ასეთი ბევრი უნახია ამ ქვეყანას, მოუნელებია, გადაუღეჭია, ტრანსფორმაცია განუცდია მაგრამ გადარჩენილა. და ამ ქვეყანაში ჩემმა შვილებმა უნდა იცხოვრონ...

და მე თუ მათ არ მივეცი მაგალითი იმის, რომ ქვეყანა უნდა უყვარდეთ და თავგანწირვაც უნდა შეელოთ, ისინი იმქვეყანას რომელიც მე მინდა, ვერასოდეს მიიღებენ...

ამავე დროს შენიც მესმის და ძალიან ძლიერი არგუმენტები გაქვს.

ამიტომაც ვამბობ...

მე არ ვიცი ამაზე პასუხი.

და ამავე დროს არცერთი ადამიანისგან ამაზე პასუხი არ მიმიღია. რა არგუმენტიც არ უნდა ჰქონდეს, ძალიან ძლიერი კონტრარგუმენტებიც არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთსაც მივამატებ რომა თუ ფიქრობთ, რომ ასეთი ქვეყანა არსებობას იმსახურებს რით ამარლებთ ამ არსებობას და თუ ფიქრობთ, რომ არსებობას არ იმსახურებს, როგორ შეიძლება მისი ნეიტრალიზება და ახალ საძირკველზე ახალი სახელმწიფოს აშენება?

ქვეყნის არსებობა არა არსებობის კითხვის ქვეშ დაყენება არ მიმაჩნია მართებული, მართებული იქნება ჩემის აზრით ამ მოვლენისადმი ჩვენი, ანუ საზოგადოების დამოკიდებულება.

გამოსავალც მე პირადა ერთ რამეში ვხედავ(რაც უკვე არაერთხელ დავაფიქსირე), რომ თითეულმა ჩვენთანგანმა უნდა გაუფრთხილდეს სხვების(გარშემომყოფების) უფლებებს და სიცოცხლეს. სამწუხაროდ ჩვენთან ყველანი სუსტების დაძირვას ცდილობენ და "დაყავი დაქ იბატონეს" არ იყოს "ელიტა" ნახულობს ამით პირველ რიგში სარგებელს.

 

ხოლო ტავგანწირვას რაც შეეხება, საკუთარი ნებით(პრიციპების, საჭირეოების თუ სიყვარულის გამო) თავგანწირვას და ჩინოვნიკის მიერ ვინმეს (ან "ვინმეების") გაწირვას შორსი ძალიან დიდი განსხვავება არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმსახურებს თანამედროვე ქართული სახელმწიფო არსებობას?

საქართველო არა. სამხრეთ ოსეთი იმსახურებს.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

არ გეთანხმები.

მე პირადად მზად ვარ, ჩემი ინტერესები დავთმო, თუნდაც ამ არაადეკვატური და იდიოტური წყობის, ღორების ხელში ჩავარდნილი ქვეყნის გულისთვის.

იმიტომ რომ, ასეთი ბევრი უნახია ამ ქვეყანას, მოუნელებია, გადაუღეჭია, ტრანსფორმაცია განუცდია მაგრამ გადარჩენილა. და ამ ქვეყანაში ჩემმა შვილებმა უნდა იცხოვრონ...

ეგ სადღეგრძელოა და კარგად ჟრეღს, მაგრამ პრაგმატიზმს რომ დაუთმოთ მეტი დრო იქნებ ის მითხრა როგორი ქვეყანა გინდა შენი შვილებისთვის? სადაც არანაირი უფლებები არ ექნებათ თუ სადაც უსაფრთხო გარემოში თვითრეალიზებისა და წარმატების შესაძლებლობა ექნებათ?

 

იმიტომ აბოლებენ ხალხს ადვილად ქვეყანა და სამშობლო რომ ვერ გაურჩევია ბევრს ერთმანეთისგან.. სამშობლო უკვდავია კი ბატონო და უკვდავი ღირებულება და ჰამბები, რადგან ასეა და ამაზე არ ვკამათობ, მაგრამ ქვეყანა დეტალია მხოლოდ და მეტი არაფერი.. ადამიანის მხარდაჭერაზე და მხარდაჭერისთვის შექმნილი სოციალური სისტემის დეტალი.. ასე რომ შეიძლება კი არა და უნდა დაანგრიო თუ დასანგრევია, უნდა ააშენო ახლიდან როცა ახლიდან არის ასაშენებელი, უნდა მიდგა და უნდა მოდგა რომ მასზე დაკისრებული ამოცანა (ადამიანის ინტერესების სამსახური) ადეკვატუროად შეასრულოს..

 

და მე თუ მათ არ მივეცი მაგალითი იმის, რომ ქვეყანა უნდა უყვარდეთ და თავგანწირვაც უნდა შეელოთ, ისინი იმქვეყანას რომელიც მე მინდა, ვერასოდეს მიიღებენ...

სამშობლო გიყვარდეს მესმის, მაგრამ ქვეყანა გიყვარდეს? შეიძლება სიცოცხლეზე მეტად გიყვარდეს ნივთი? ქვეყანა ხომ სასარგებლო ნივთია, უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში და მეტი არაფერი?

 

 

 

ამავე დროს შენიც მესმის და ძალიან ძლიერი არგუმენტები გაქვს.

ამიტომაც ვამბობ...

მე არ ვიცი ამაზე პასუხი.

და ამავე დროს არცერთი ადამიანისგან ამაზე პასუხი არ მიმიღია. რა არგუმენტიც არ უნდა ჰქონდეს, ძალიან ძლიერი კონტრარგუმენტებიც არის.

ფილოსოფიაში გადავარდით თითქოს, მაგრამ საფანგეთი რომ მონარქიული სახელმწიფოდან რესპუბლიკად გადაიქცა, ანუ არსებითად შეიცვალა კი არა და ერთი ქვეყნის ნანგრევებზე მორე აღმოცენდა ეს ცუდი იყო თუ კარგი?

 

არ უნდა განადგურებულიყო მონარქიული საფრანგეთი? უნდა განადგურებულიყო, რადგან სხვაგვარად დღეს მეხუთე რესპუბლიკა, იგივე სოციალური სახელმწიფო საფრანგეთი არ იარსებებდა..

 

asesino_141

asds

შენ მარცხნივ კი არა, უკან მიდიხარ მეგობარო :)

დაბადებიდან მილიონ წრეზე უსწრებ გურჯისტანს თან იმენნოი ყველაფერში რაც ჩემთვის ღირებულია და იმის ფუფუნება ნამდვილად მაქვს ისე ვიარო როგორც გამისწორდება.. უკან და გინდაც ერთი ადგილის აღმაფრთოვანებელი ტკეპნისკენ კიდო თქვენ მიდიხარ ყველა, ან თითქმის ყველა და ისიც სადღეგრძელოების ფონზე..

 

ეხლა თავმდაბლობით რომ არ მოვკვდები ვიცი ხოდა ეგრეა რა .. :018:

 

 

უცხო_პლანეტელი

ქვეყნის არსებობა არა არსებობის კითხვის ქვეშ დაყენება არ მიმაჩნია მართებული, მართებული იქნება ჩემის აზრით ამ მოვლენისადმი ჩვენი, ანუ საზოგადოების დამოკიდებულება.

გამოსავალც მე პირადა ერთ რამეში ვხედავ(რაც უკვე არაერთხელ დავაფიქსირე), რომ თითეულმა ჩვენთანგანმა უნდა გაუფრთხილდეს სხვების(გარშემომყოფების) უფლებებს და სიცოცხლეს. სამწუხაროდ ჩვენთან ყველანი სუსტების დაძირვას ცდილობენ და "დაყავი დაქ იბატონეს" არ იყოს "ელიტა" ნახულობს ამით პირველ რიგში სარგებელს.

 

ხოლო ტავგანწირვას რაც შეეხება, საკუთარი ნებით(პრიციპების, საჭირეოების თუ სიყვარულის გამო) თავგანწირვას და ჩინოვნიკის მიერ ვინმეს (ან "ვინმეების") გაწირვას შორსი ძალიან დიდი განსხვავება არის.

ჩემო ძმაო როცა საზოგადოება უგზო უკვლოდ არის დეგრადირებული ერთადერთი შანსი მას სხვა ადამიანის პატიცისცემა კი არა და უფლებების აღიარება და მოფრთხილება აიძულო არის ძალა. მხოლოდ შიში შექიმნს სიყვარულსა, როცა საქმე ინსტიქტების დონეზე დასულ ბიოლოგიურ მასასთან გაქვს და ამდენად მხოლოდ და მხოლოდ მომავალი თაობების ინტერესებით ხელმძღვანელობა შეიძლება იყოს პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე, ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანებისთვის ძირითადი საყრდენი წერტილი..

 

ანუ ვგულისხმობ იმას რომა დღევანდელ გურჯებს შენ ვერ გამოასწორებ და ვერც იმაზე მეტად განავითარებ ვიდრე არიან, მაგრამ თუ ამ გურჯებს შიში ექნებათ იმისა რომ სხვა ადამიანს შემთხვევით თუ ფეხი დაადგეს ის ფეხი შეიძლება მოჭრან და უკან გაუკეთონ, მაშინ ძალიან ფრთხილად ივლიან კი არა იმენნოი ჭიანჭველასაც აღარ/ვეღარ აწყენინებენ..

 

ასეთი შიში რომ დანერგო სამართლებლივი სახემწიფო უნდა გქონდეს.. სამართლებლივი სახელმწიფოს აშენებას კი დღევანდელი ანომალიის საფუძვლიანი განადგურება და ახლის აშენება ჭირდება.. მე ხომ არ ვამბობ საქართველო როგორც სახელმწიფო საერთოდ არ უნდა არსებობდეს თქვა? ვამბობ რომ დღევანდელი არარაობა უნდა განადგურდეს და მის ადგილზე ახალი სახელმწიფო აშენდეს..

 

იტოგში ახალი სახელმწიფო, სამართლებლივი "ტერორი" (კანონის და სამართლის აბსოლიტურ უზენაესობას ვგულისხმობ და არა 37 წელს) და ფორსირებული ევოლუცია მომდევნო 20-40 წელი და ამ უსაზიზღრეს თაობებს ქე მივაბარებთ წარსულს და მერმე კიდო ახალ თაობებს კი უნდა ეყოთ ცოდნა განათლება და უნარები საიმისოდ რომა დემოკრატიული, კონფედერაციული, სოციალური სახელმწიფო საქართველო ხოშიანად რულონ..

 

 

 

მოკლედ უფრო გასაგებად და დიპლომატიურად დავწერდი მაგრამ მეზარება.. მაინც არავინ არაფერს ნახრენ არ/ვერ გაიგებს.. http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/D.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

საქართველო არა. სამხრეთ ოსეთი იმსახურებს.

სამხრეთ ოსეთი რა შუაშია? მამენტ თუ გინდა გეტყვი რომ სამხრეთ ოსეთის საზოგადოება უფრო იმსახურებს სახელმწიფოებრიობას ვიდრე დღევანდელი ქართული საზოგადოება და 110% მართალი ვიქნები, მაგრამ რა მერე? არც ერთს აქვს სახელმწიფო და არც მეორეს და ორივემ საკუთარ იდიოტიზმსა და არაადეკვატურობას დააბრალოს ყველაფერი..

 

ეხლა არ მითხრა ფსბ-ს აგენტი ხარ და ჰამბებიო.. აღარ ქაჩამს მაი ტექსტურა http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/D.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ეს არის შენეული სტრატეგია ჩემის აზრით

http://www.leifiphysik.de/web_ph11/musteraufgaben/02_newton/muenchhaus/muenchhausen.gif

 

არცერთი დიქტაორული რეჟიმი ვერ იქნება სამართლიანი, რადგან მინიმუმ ობიექტურიბას იქნება მოკლებული.

ერთადერთი გზა არის სწორედ საზოგადოების "ზრდა", მაგრამ ჩვენ ყველაფერი დღეს და ამ წუთს გვინდა, მოთმინება და მომავალზე ფიქრი უცხოა ჯერ-ჯერობით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამხრეთ ოსეთის საზოგადოება უფრო იმსახურებს სახელმწიფოებრიობას ვიდრე დღევანდელი ქართული საზოგადოება

კოსტა ხეთაგუროვი და სხვები :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...