planetanews Posted June 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/d87c570ce40b0ec45e616140c62fdcb4-300x225.jpgყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში 24 წლის გიორგი მაზმიშვილის გარდაცვალების მიზეზი მეხის დაცემა გახდა. ამისდიო შესახებ ”ჯეოტოპნიუსს” თვითმხილველებზე დაყრდნობით, რადიო “ჰერეთიდან” აცნობეს. თვითმხილველების თქმით, გიორგი მაზმიშვილი ორ მეგობართან ერთად საზამთროს ბაღში მუშაობდა და საღამოს საჭმელად ბაღშივე მოწყობილ ოთახში შევიდნენ. “რამდენიმე წუთში წვიმა ქარი და ჭექა-ქუხილი დაიწყო, მეხიც სწორედ ამ დროს ჩამოვარდა. გიორგი მაზმიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, თანმხლები ორი ახალგაზრდა კი მძიმედ დაიწვა. მათ ცეცხლი ტანსაცმელზე ეკიდათ – ქამარიც კი დამწვარი იყო“, – განუცხადა რადიო „ჰერეთ“ მთის ძირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა მალხაზ გალაიჯიშვილმა. წყაროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული ბესიკ გოლეთიანი და გოჩა მუსაშვილი ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რწმუნებული თქმით, ბესიკ გოლეთიანი თვალს, გოჩა მუსაშვილი კი კიდურს იტკიებს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts