FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 რას ფიქრობს ხალხი ქართულ მედიაზე ბლიც გამოკითხვა "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტებმა ქართული მედია საშუალებების ობიექტურობის საკითხთან დაკავშირებით თბილისის მასშტაბით საზოგადოებაში ბლიც-გამოკითხვა ჩაატარა. კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: რამდენად ხართ კმაყოფილი ქართული მედია საშუალებებით? საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე რამდენად ობოიექტურ და ამომწურავ ინფორაციას ფლობთ? ვრცლად გთავაზობთ გამოკითხვას. მარგარიტა ვოროვსკაია. 40 წლის. გამყიდველი.არცერთი ქართული მედია საშუალებით არ ვარ კმაყოფილი იმიტომ, რომ არაობიექტურები არიან. ლამარა სულაბერიძე. 50 წლის. გამყიდველი. არ ვარ კმაყოფილი. მედია საშუალებები ცალმხრივი არ უნა იყოს. ინფორმაცია უნდა იყოს სრულყოფილი შემდეგ კი ადამიანი თავისი აზროვნებით მიხვდება ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ჟუჟუნა გოგილაძე. 70 წლის. ინჟინერი. ყველა ტელევიზია ერთიდაიგივეს ლაპარაკობს, მხოლოდ კავკასიას შეიძლება მოუსმინო და გაიგო სწორი ინფორმაცია. ცენზურა უშლის ხელს ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას. მედია სადაც მთავრობა დადის მხოლოდ იქ, რომ არ დადიოდეს უკეთესი იქნებოდა. რ.ჩ. 70 წლის. ხელოვანი. არცერთი არხიდან ცხინვალთან დაკავშირებით არავითარ რეალურ ინფორმაციას არ ვიღებ. ძალიან უკმაყოფილო ვარ. გაზეთებით კი ნაკლებად ვსარგებლობ. სტანისლავ პადოვსკი. 35 წლის. მშენებელი.ცხინვალში განვითარებუილ მოვლენებს არასწორად აშუქებს როგორც რუსული ასევე ქართული მედია. ორივე მხარის მედია საშუალების ინფორმაციები არის დაბლოკილი და არასწორი. თამაზ მამარდაშვილი. 55 წლის. მშენებლი. უკმაყოფილო ვარ ქართული მედია საშუალებების ინფორმაციით. ომის დროს არის საიდუმლო ინფორმაციები რომლის გამჟღავნებაც შეიძლება. კ.მ. 22 წლის. მშენებელი. არცერთი ტელევიზია ობიექტურად არ აშუქებს და არ ვარ კამაყოფილი. ხოლო ბეჭდური მედიით კი მეტნაკლებად. ირაკლი ოქიტაშვილი. 20 წლის. ეკონომისტი. არ ვარ კმაყოფილი ყველა ერთნაირად და არაობიექტურად აშუქებს. ბექა სისაური. 22 წლის. ეკონომისტი. ყველა ტელევიზია არა ობიექტურად აშუქებს და ბევრი შეცდომაც დაუშვეს. ქეთი დოიაშვილი. 18 წლის. სტუდენტი.არ ვარ კმაყოფილი, არცერთი ტელევიზია ნორმალურად არ აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. გაზეთებით კი ნაკლებად ვსარგებლობ. შორენა გაბედაური. 18 წლის. სტუდენტი.ყველა ტელევიზია არასწორ ინფორმაციას აშუქებს განსაკუთრებით კი "რუსთავი 2" გამოირჩევა არა ობიექტური ინფორამციებით. დ.ც. 20 წლის. დისტრიბუტორი.ყველაფერს იტყუებიან. ცხინვალში არის უამრავი ადამიანი ჩახოცილი და ტელევიზიები კი იტყუებიან და არც ამბობენ სინამდვილეს. "რუსთავი 2"-ზე მაქვს ლაპარაკი სხვას არც ვუყურებ და არც ვკითხულობ. ანა ჭიაურელი. 50 წლის. ინჟინერი.კარგად აშუქებენ და ყველა ტელევიზია ობიექტურია. :sorry: http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.