Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ობამას ჩაურევლობის პოლიტიკა რუსეთს უბრალოდ მეტ ძალაუფლებას ანიჭებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/fox.jpg

 

ენდრიუ ლუის ტეილორი

 

გასულ კვირას უკრაინის პარლამენტმა ხმა მისცა და კანონს გარეშე გამოაცხადა ნატოში  გაწევრიანების თავისივე შანსები – ამიერიდან და სამუდამოდ. ეს აღმოსავლეთ ევროპიდან პრეზიდენტ ობამას ჩუმი უკან დახევისა და რეგიონზე რუსეთის ძალაუფლების   დადასტურებისკენ მიმავალი კიდევ ერთი ნაბიჯი იყო.  დასავლეთის სუსტმა წინააღმდეგობამ დრამატულად მწვავე ხასიათი მიიღო, როდესაც აპრილში  უკრაინის პარლამენტში   კვერცხებითა და მხრჩოლავი ყუმბარებით ორთაბრძოლამ იფეთქა.

 

ეს ბრძოლა ნამდვილად მეორე მოსფლიო ამბავი იყო  და საკვები პროდუქტების ხელგაშილილი  გამოყენების მაგალითიც, თუმცა მენიუ  ლიმიტირებული გამოდგა – მხოლოდ ჭარხალი და კვერცხი. და კიდევ ეს ბრძოლა ცალმხრივიც იყო. კვერცხით შეიარაღებული მხოლოდ ოფისიდან ახლად გამოძევებული უკრაინული ოპოზიცია გამოცხადდა. მიზანში ისინი ყავდათ ამოღებული, ვისაც სამხრეთ უკრაინაში საბჭოთა ეპოქიდან შემორჩენილი რუსული საზღვაო ბაზისთვის 25 წლით ვადის გაზრდა უნდოდა, ანუ  იმ ხელშეკრულების რატიფიცირება, რომელსაც ერთ კვირაზე ცოტა ხნის ადრე მოეწერა ხელი.

 

ხელშეკრულების გაგრძერლება სადავო იყო. შეეძლო კი უკრაინას თავისი ძალაუფლების მოყვარე მეზობლისთვის მართლა მოეთხოვა თავისი გემების აბარგება და შინ დაბრუნება? მოსკოვი დარჩენას დაიჟინებდა?

 

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვა ქოლგებით მოუხდათ, პრო-რუსმა პარლამენტარებმა მაინც იცოდნენ, რომ გამარჯვება მათ დარჩებოდათ.  აურზაური ატყდა, მაგრამ შეთანხმებას მაინც მოეწერა ხელი. არავინ ელოდა, რომ აშშ წინააღმდეგობას გაუწევდა პრო-რუსული  მთავრობის ზეწოლას  და მას არც გაუწევია.  სევდიანია, მაგრამ კიდევ ერთი თავისუფალი არჩვენებიც რომ ჩატარდეს, უკრაინა მალე ვეღარ მოესწრება ისეთსავე  თავისუფლებას, როგორიც მაშინ მიეცა, როდესაც 2005 წელს ხელისუფლებაში დემოკრატები მოვიდნენ.

 

შედეგი იმედგამაცრუებელი იყო.  სხვა რომ არაფერი, მოსკოვმა დასავლეთს, 2008 წლის რუსულ-ქართულ ომში თავი აღარ მოატყუებინა და ნატოს კიდევი ერთი პროდასავლელი კანდიდატი მიწასთან გაასწორა.

 

საქართველოს ომი იმ დროს  ლოგიკური არ ჩანდა. ოფიციალურ ისტორიის თანახმად,  სწორედ საქართველოს არანორმალურმა პრეზიდენტმა  მოახდინა  წინდაუხედავად  რუსების პროვოცირება და იმ ხანმოკლე ომს შეუნთო ცეცხლი, რომელშიც მისივე ქვეყანა დაამცირეს. (საქმეს არც იმან უშველა, რომ სპორტულ კოსტიუმიანი სააკაშვილი ხშირად ისეთ თავშეკავებას ამჟღავნდებდა, როგორც “Grand Theft Auto”-ის ავატარი).

 

სხვა თუ არაფერი, საქართველოს ლიდერი ფაქტობრივად ეს კაცი იყო – ”ელცინი ღარიბებისთვის” (poor man’s Yeltsin). უფრო მეტიც მას შემდეგ, რაც 2003 წელს საქართველოს პრო-დემოკრატიულმა მოძრაობამ აქაური მაგარი კაცის ძალაუფლება დაამხო, საქართველო და ამერიკა ახლობლებად იქცნენ. საქართველომ ერაყში 2000 სამხედრო გააგზავნა, ავღანეთში კიდევ უფრო მეტი. თბილისი  გულთბილ საპრეზიდენტო ვიზიტებს მასპინძლობდა და ნატოში გასაწევრიანებლად ნატოს მხარდაჭერა მიიღო. სააკშვილისა და მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველო და აშშ ძმაკაცები იყვნენ.

 

სამწუხაროდ, როდესაც 2008 წლის ომი დაიწყო, ვლადიმერ პუტინი პეკინის ოლიმპიადიდან  დაუყოვნებლივ დაბრუნდა შინ მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ბუში იქ საცურაოდ დარჩა.  ამაზე კარგად მსოფლიოს ვერაფერი ანიშნებდა, რომ რუსეთი თავისუფალია და   შეუძლია  კომუნისტურ სამყაროში ვესტერნიზაცია უკან გადაახვიოს. ასე რომ რუსეთი – წინ მიიწევს.

 

ავტოკრატულ რუსეთს არასდროს უყვარდა უძრაობა. მისი საზღვრები ყოველთვის მოძრაობაში იყო და  იმისდა მიხედვით რა სახის წინააღმდეგობას გადააწყდებოდა,  ან ფართოვდებოდა, ან იკვეცებოდა.  ამ გადაადგილებათა უმეტესობა რეალურ გავლენას რუსეთის ურთიერთობებზე გარე სამყაროსთან ვერ ახდენს. თუ დასავლეთი უკან იხევდა, რუსეთი წინ მიიწევდა. მაგრამ რუსეთი გარესამყაროზე საპასუხოდ თბილად არ ირეაგირებს და არც თავისი ახალი  საზღვრების გაფართოებას შეაჩერებს. რუსეთი დასავლეთის უარს ქმედებებზე   დათმობად კი არ განიხილავს, არამედ  უფლებად.

 

მე რომ პოლონელი ვიყო, შევშფოთდებოდი. საზღვარი ლიბერალურ დასავლეთსა და ავტოკრატულ აღმოსავლეთს შორის, თუ აშშ-ს დიპლომატიურ დათმობებს მხედველობაში მივიღებთ, ევროპას კვეთს, უკან მიღოღავს და რუსეთის ძველ ვასალებს ერთი მეორეს მიყოლებით  აქცევს  ჩრდილში. ამას უკვე დიდი ძალაც აღარ სჭირდება.

 

ნაწილობრივ, აშშ დათმობებზე იმიტომ მიდის, რომ საშინლად სჭირდება რუსეთის მხარდაჭერა გაეროში ირანის სანქციებთან დაკავშირებით.  ეს სავსებით გასაგებია, მაგრამ სანაცვლოდ რუსეთი იღებს ყველაფერს, რასაც კი მოისურვებს, მართლა ასეა, დათმობათა მთელ დასტაა: ადამიანის უფლებებთან, საქართველოში დისლოცირებულ ჯართან, უკრაინაში განთავსებულ  გემებთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე კიბერშეტევებთან დაკავშირებით. არავითარი სახმელეთო სარაკეტო თავდაცვითი ფარები პოლონეთში ან ჩეხეთის რესპუბლიკაში აღარ იქნება, ხოლო ყირგიზეთს კიდევ უფრო  მეგობრული მთავრობა ეყოლება.

 

პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის ჩაურევლობის პოლიტიკა საქართველოს ომის დროს აირჩია და ოვერდრაივში გადააგდო. არაა გასაოცარი, რომ მას დღეს კრემლთან, ირანის  ბირთვული პროგრამის ძველ მხარდამჭერთან, ბირთვული თანამშრომლობის განმტკიცება სურს.  მას მოვლენებზე  თვალი უჭირავს და არაფერი გამოეპარება.

 

მაგრამ სათვალთვალო აღარაფერია. თუ თქვენ რაციონალური და ფხიზელი რუსეთი ხართ, ირანის ბირთვული საფრთხე სულაც არაა საკმარისი საიმისოდ, რომ ის ბატები დახოცოთ, რომლებსაც ოქროს კვერცხები მოაქვთ. თუ შენ აშშ-სთან ყველა დავას ირანის ბირთვული პროგრამის ხარჯზე იგებ, შეშლილი უნდა იყო, რომ ეს პროგრამა დაასრულო. ბირთვულად ძლიერი ირანი კრემლისთვის საფრთხეს წარმოადგენს?  რა თქმა უნდა. მაგრამ არის ის ისეთივე სახიფათოა კრემლისთვის, როგორც სიცოცხლისუნარიანი ნატო და აქტიური პრო-დემოკრატიული მოძრაობა რუსეთში? რატომღაც ეჭვი მეპარება.

 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის აღმოსავლეთ ევროპაშიც  სჯეროდეთ. ისინი რუსეთის მარწუხებს ასობით წელია შესცქერიან და ხსნას ელიან. ისინი რომანტიკულები არიან და ხსნის იდეაც რომატნიკული რამაა. მაგრამ ისინი რეალისტებიც არიან. ამ თვალსაზრისით, კვერცხები,  მხრჩოლავი ყუმბარები და საბოლოო მორჩილება, მათი რეალობაა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...