Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - თბილისის ახალი საკრებულო


Recommended Posts

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა სამი საათი გრძელდებოდა. აირჩიეს კომისიის თამჯდომარე, ასევე ექვსი მუდმივმოქმედი და ექვსი დროებითი კომისიის წევრი.

 

საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ზაალ სამადაშვილი გახდა. კომისიის 50 წევრს შორის 11 კი ოპოზიციის წევრია.

 

”11 ოპოზიციონერი ძალიან სერიოზული ძალაა თბილისის საკრებულოში”, - ამბობს ინგა გრიგოლია, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი – “დემოკრატია ისაა, რომ აიტანო განსხვავებული აზრი.”

 

მის პირველ განსხვავებულ კითხვას ხმაურით შეხვდნენ სხდომის მსვლელობის დროს. გრიგოლიამ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის კომისიის წევრად არჩევის დროს იკითხა, თუ რა დამსახურება მიუძღოდა მას საკრებულოს წევრობისათვის.

 

”ეტყობა, მიეჩვივნენ განსხვავებული აზრის ვერატანას, ამიტომ უნდა შეეგუონ, რომ დღეიდან მუდმივად იქნება მწვავე დებატები თბილისის საკრებულოში”, - აღნიშნა გრიგოლიამ.

 

მისივე განცხადებით, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა ფრაქციის შექმნას აპირებს, რომელიც თბილისის საკრებულოში ერთადერთი პარტიული ფრაქცია იქნება.

 

ვიქტორ დოლიძე, რომელიც წარმოადგენს ალასანიას პარტიას და ჯანდაცვის კომისიის თავმჯომარედ აირჩიეს, ამბობს, რომ თბილისის ახლანდელი საკრებულო უფრო აქტიური იქნება.

 

ოპოზიციის მეორე წევრი - გიორგი ტყემალაძე მრეწველების პარტიის წარმომადგენელი, ურბანული დაგეგმარების და ძველი თბილისის განვითარების კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

 

კობა დავითაშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა კომისიის სხდომას, უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზოციური პარტიის წარმომადგენლები არ იკავებენ ”სერიოზულ თანამდებობებს.”

 

მისი აზრით, როცა საუბარია ოპოზიციის მიერ კონტროლის მექანიზმის შესაძლებლობაზე, მაშინ ოპოზიცია სარევიზიო კომისიაში უნდა იყოს წარმოდგენილი.

 

დავითაშვილი არ აპირებს ფრაქციის შექმნას. მისი თქმით, ოპოზიციური პარტია ძალიან მცირერიცხოვნადაა წარმოდგენილი და მას გარედან სჭირდება დახმარება.

 

”კომისიის ყოველი სხდომა ქუჩის აქციით გაგრძელდება”, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

თვით დავითაშვილი ქონების მართვის კომისიაში წევრადაა წარმოდგენილი.

 

დავითაშვილისაგან განსხვავებით, ინგა გრიგოლია ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერ ბერკეტი, რომელიც ოპოზიციას უკავია, ამ შემთხვევაში, გრიგოლია ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომრად ვიქტორ დოლიძის არჩევას გულისხმობს.

 

”როცა ჩვენ ვხვდებოდით ჩვენს ამომრჩევლებს, ასიდან ოთხმოცი სწორედ ჯანდაცვაზე საუბრობდა. თუ ჩვენ მართლა გვინდა ქალაქის პოლიტიკაში ბიუჯეტის ხარჯვის მიმართულებით რამე შევცვალოთ, შეუძლებელია უარი ვთქვათ რამე ბერკეტზე. რაც უფრო მეტ ბერკეტს ავიღებთ ხელში, მით უფრო გავაკონტროლებთ ნაციონალურ მოძრაობას”, - აღნიშნა გრიგოლიამ.

 

ინგა გრიგოლია ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრად აირჩიეს. მისი თმით, წინა საკრებულოსაგან განსხვავებით, ეს საკრებულო ძალიან აქტიური იქნება.

 

თბილისის საკრებულოს წელს მეოთხე მოწვევისაა. ახალი მოწვევის საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობას” 29, საარჩევნო ბლოკს "ალიანსი საქართველოსთვის” - 5, "ქრისტიან-დემოკრატებს” - 3, "ეროვნული საბჭოს”-2 და "მრეწველებს” - 1 წევრი ჰყავთ.

 

 

ქალაქ თბილისის საკრებულო ახორციელებს თვითმმართველობას ქალაქ თბილისში, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს ქალაქ თბილისის მთავრობის საქმიანობას. საკრებულოს უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...