FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 გორში წითელი ჯვრის ფილიალი გაიხსნება წითელი ჯვრის კომიტეტი საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების პროცესში აქტიურად ჩაერთო. წითელი ჯვრის კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზაციამ ადგილობრივი მოსახლეობისა და დაჭრილებისთვის დახმარების გაწევის მიზნით ცხინვალის რეგიონში ოფისი გახსნა. ღეგიონალურ ოფისში მოხალისეები არიან მობილიზებულნი და საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას დაუყოვნებლივ აღმოუჩენენ. ანალოგიური ოფისის გახსნა უახლოეს დღეებში გორშიც იგეგმება. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან დევნილ 10 000-მდე ადამიანს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები, საბნები და მშრალი საკვები დაურიგდათ და ეს პროცესი გაგრძელდება. დევნილებს არ ურიგდებათ საწოლები, ვინაიდან საწოლებით უზრუნველყოფა წითელი ჯვრის პროგრამაში არ შედის. პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კომიტეტი გორის, ქარელისა და ქუთაისის საავადმყოფოებს სამედიცინო საშუალებებით უწევს დახმარებას. გორის საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა კი გამართულია და პერსონალიც მობილიზებული, ამიტომ მხოლოდ სამედიცინო საშუალებებით დახმარებას საჭიროებს. წითელი ჯვრის მიერ ჩამოყვანილი სამხედრო ექიმების დახმარებაზე უარი თვითონ საავადმყოფოების ადმინისტრაციებმა განაცხადეს. წითელი ჯვრის კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თქმით, კომიტეტი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შემდეგ აქტიურად მიიღებს მონაწილეობას დაჭრილების გადმოყვანისა და მიცვალებულების გადმოსვენების პროცესში. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.