FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 ენერგოუსაფრთხოების საკითხის განსხილველად, საქართველოში ამერიკელი სენატორი ჩამოვა შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჩარდ ლუგარი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოში შეჭრის შემდეგ, მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში გაემგზავრება, სადაც ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და ახალი მილსადენების გაყვანის, მათ შორის გაზსადენ "ნაბუკოს" საკითხს განიხილავს. ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ორი კვირის განმავლობაში, ლუგარი საფრანგეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთს, რუმინეთს, ვენგრიას, უკრაინას, გერმანიას და ბელგიას ეწვევა. ლუგარი 23 აგვისტოს პარიზში, საერთაშორისო ენერგეტიკული კომიტეტის გენერალურ შტაბს ეწვევა და იმავე დღეს საქართველოში გამოფრინდება, სადაც ოფიციალურ პირებს შეხვდება. 3-4 სექტემბერს, სენატორი ნატოს ოფიციალურ პირებს შეხვდება, სადაც თემების "საქართველო, ენერგეტიკა, ატლანტიკური ალიანსი, კლიმატის ცვლილება" განიხილავენ. 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ლუგარი მეოთხე ამერიკელი სენატორია, რომელის საქართველოში ჩამოვიდა. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.