FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 ალექსანდრე ლომაია: "პირობის თანახმად, დღის ბოლომდე რუსულმა ჯარმა გორი უნდა დატოვოს, 5-6 დღეში კი საქართველო" რუსული საოკუპაციო ქვედანაყოფები მიუხედავად პოლიტიკური პირობისა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას არ ჩქარობენ, - განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კრესპონდენტთან საუბრისას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ. მისი თქმით, პირობის თანახმად, დღის ბოლომდე რუსულმა ჯარმა გორი უნდა დატოვოს, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე განაწილებული სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის გასვლა დაახლოებით 5-6 დღეში უნდა მოხდეს. ლომაიას თქმით, როკის გვირაბზე არსებული მდგომარეობაზე ქართული მხარე ინფორმირებული არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამკვირვებლების შესვლა რუსების მხრიდან იკრძალება. "რუსეთმა იმდენჯერ მოგვცა პირობა ჯარების საქართველოდან გაყვანის თაობაზე, რომ სანამ ჯავშანტექნიკის სრული გასვლა არ მოხდება არ უნდა ვთქვათ, რომ ტერიტორიას ტოვებენ. რუსული მხარისგან გასაკვირია განცხადება, რომ როკის გვირაბს მცირე გამტარიანობა აქვს და ტექნიკის გაყვანას დიდი ხანი დასჭირდება, მაშინ როდესაც რუსეთმა არსებული ტექნიკის საქართველოში შემოყვანა 36 საათში მოახერხა. რა მდგომარეობაა როკის გვირაბზე ამის თქმა გაგვიჭირდება რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსული მხარე დამკვირვებლებს არ უშვებს", - განაცხადა ალექსანდრე ლომაიამ. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.