Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - 10 მილიარდი წუთი სოციალიზაციაში


Recommended Posts

თვეში მომხმარებლების მიერ ინტერნეტში დახარჯული დროის 22 % სოციალურია - აცხადებს მარკეტინგული კვლევის კომპანია Nielsen-ი. სოციალურ ქსელ facebook-ზე 400 ათასამდე მომხმარებელია დარეგისტრირებული საქართველოდან.

 

კომპანია Nielsen -მა 15 ივნისს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტში ”ტვიტერინგს”, კომენტირებას, ბლოგინგს, გაზიარებასა და ლინკირებას ინტერნეტში გატარებული დროის 22% მიაქვს.

 

ვების მომხმარებლები თვიურად ჯამში 110 მილიარდ წუთს ატარებენ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე.

 

Nielsen -ის კვლევის მიხედვით, სოციალური ქსელებისა და ბლოგების მონახულება გასულ წელთან შედარებით 20% –ით გაიზარდა და გლობალური ქსელის მომხმარებელთა სამი მეოთხედი შეადგინა.

 

გარდა ამისა, 2010 წელს მომხმარებლები დღეში საშუალოდ 6 საათს ატარებენ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში, მაშინ, როცა წინა წელს ეს ციფრი სამს შეადგენდა.

 

Nielsen -ის სტატისტიკის მიხედვით, დღეში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი 6 საათს ატარებს facebook-ზე. კვლევის მიხედვით, ეს სოციალური ქსელი ყველაზე პოპულარული იტალიაშია - ინტერნეტის მომხმარებელთა ორი მესამედი სტუმრობს ქსელს ყოველთვიურად.

 

ყველაზე ”სოციალურები” ბრაზილიელები არიან - ამ ქვეყნის ინტერენტის მომხმარებელთა 86% სტუმრობს სოციალურ ქსელებს და 5 საათს მაინც ატარებს. მომხმარებლები ავსტრალიიდან კი ქსელებზე 7 საათს ატარებენ.

 

მარკეტინგული კვლევის კომპანიის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული სოციალური გვერდები Facebook და YouTube - ია. ბრაზილიაში ამ ბრენდებს google-ს ქსელი Orkut-ი ემატება.

 

ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი საქართველოში Facebook - ია, სადაც საქარტველოდან ამ დროისთვის 380,680 მომხმარებელია დარეგისტრირებული. Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში აპრილის შემდეგ დაახლოებით 40 ათასი მომხმარებლით გაიზარდა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...