Jump to content
Planeta.Ge

უგულავას 120 დღიანი გეგმა


Recommended Posts

14:39 17.06.10 - თბილისის მერმა გიგი უგულავამ 120-დღიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა

 

[ინტერპრესნიუსი]

თბილისის მერმა გიგი უგულავამ 120-დღიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა.

 

უგულავას განცხადებით, უახლოესი 120 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტი იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა და თბილისელების დასაქმება.

 

გარდა ამისა, სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მერია განახორციელებს დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების პროგრამებს, კერძოდ, გაგრძელდება ინგლისურისა და კომპიუტერის უფასო სწავლების პროგრამა; მოხდება თბილისში მცხოვრები დევნილების ჩართვა სხვადასხვა პროგრამებში.

 

დედაქალაქის არჩეული მერი თბილისის მოსახლეობას უწყვეტ სასმელ წყალსაც დაპირდა.

 

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში სხვადასხვა ბანკების დახმარებით, კერძოდ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მოხდება სხვადასხვა პროექტების განხორციელება. კერძოდ ვეფხვისა და მოყმის ძეგლთან იგეგმება ახალი ხიდის მშენებლობა, ასევე, მტკვრის მარცხვენა სანაპიროზე - გვირაბის მშენებლობა, რკინიგზის გადატან დედაქალაქიდან გარეუბანში, რეკრეაციული ზონის მოწყობა თბილისის ზღვაზე.

 

ამასთან, უგულავამ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობის შესახებაც განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ყველა იმ საკითხზე ოპოზიციასთან ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მათი წინადადებები ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება.

 

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ 120-დღიანი სამოქმედო გეგმა ახალი საკრებულოს პირველი სხდომის დაწყებამდე წარადგინა.

 

კიდევ ერთი ზღაპარი. მერიაში 120 დღიან გულაობა იწყება:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რკინიგზის გარეუბანში გადატანა რას ნიშნავს, ინვესტიციებს მოიზიდავს გლდანში თუ რა პრინციპია ჩადებული? დაგუგლონ მაინც იმ შეჩვნებულებმა, რომელ ევროპის ქალაქში ნახეს რკინიგზა გარეუბანში...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chipi

კიდევ ერთი ზღაპარი

რა გეჩვენება მაქედან ზღაპრად?

 

აი ის გვირაბი რომ წერია მარცხენა სანაპიროზეო, ეგაა პირველ რიგში დასამთავრებელი. ერთი რიგი გარემონტებულია, ცენტრიდან ორთაჭალისკენ რომ მიდიხარ მარცხენა სანაპიროსკენ და პირიქით გზა დაკეტილია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აი მაგ გვირაბის გარდა (თუ დასამთავრებელია და ახალი არაა ასაშენებელი) ყველაფერი ზღაპარია და მაიმუნობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რკინიგზის გარეუბანში გადატანა რას ნიშნავს, ინვესტიციებს მოიზიდავს გლდანში თუ რა პრინციპია ჩადებული? დაგუგლონ მაინც იმ შეჩვნებულებმა, რომელ ევროპის ქალაქში ნახეს რკინიგზა გარეუბანში...

სამაგიეროდ ჩვენ ვიქნებით პიონერები :)

 

რადროს გვირაბები და ხიდეებია, წარმოებას მიხედონ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

აი მაგ გვირაბის გარდა (თუ დასამთავრებელია და ახალი არაა ასაშენებელი) ყველაფერი ზღაპარია და მაიმუნობა

ცდები. ეგ პროექტები სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ფინანსდება და ნამდვილად გაკეთდება.

 

ეს რკინიგზის გარეუბანში გადატანა რას ნიშნავს

დასავლეთისკენ მომავალი მატარებლები გავლენ დიდუბედან. აღმოსავლეთისკენ მიმავალი - სამგორიდან. და ამ სადგურებს შორის რკინიგზა აღარ იქნება. შემოვლითი გზა გაკეთდებაო :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რა გეჩვენება მაქედან ზღაპრად?

ზღაპრად კი არა რკინიგზის თბილისის ზღვის იქითა ნაპირზე გადატანა სრული სისულელეა.სწორია ბატონი ჯონატანი, სად ნახეს რკინიგზის სადგური გარეუბანიც არ ქვია მაგას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

რკინიგზის თბილისის ზღვის იქითა ნაპირზე გადატანა სრული სისულელეა

ზღვის იქით შემოვლითი გზა უნდა იყოს. და სარკინიგზო სადგური მგზავრებისთვის კი დიდუბეში. მე ასე ვიცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დასავლეთისკენ მომავალი მატარებლები გავლენ დიდუბედან. აღმოსავლეთისკენ მიმავალი - სამგორიდან. და ამ სადგურებს შორის რკინიგზა აღარ იქნება. შემოვლითი გზა გაკეთდებაო

ეს რაღაც ახალია, ადრე როგორც დავწერე, თბილისის ზღვის იქითა მხარეზე გადაჰქონდათ.თუმცა არც ესაა დიდი სიჭკვიანე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არა, რომ გაკეთდება მაგაში ეჭვი არ მეპარება, მიზანში, მნიშვნელობასა და მართებულობაში მეპარება ეჭვი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chipi

 

რა გეჩვენება მაქედან ზღაპრად?

 

განსაკუთრებით დასაქმების პრიორიტეტულობა და მცირე ბიძზესის ხელშეწყობა :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chipi

 

რა გეჩვენება მაქედან ზღაპრად?

 

აი ის გვირაბი რომ წერია მარცხენა სანაპიროზეო, ეგაა პირველ რიგში დასამთავრებელი. ერთი რიგი გარემონტებულია, ცენტრიდან ორთაჭალისკენ რომ მიდიხარ მარცხენა სანაპიროსკენ და პირიქით გზა დაკეტილია.

 

ის რომ მიშასაც ეს 120 დღიანი საქართველოს გაბედნიერების პროგრამ ჰქონდა.

ხო და გაბედნიერდი? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინტერესებს ასევე რა დაგვიჯდება 120 დღიანი გეგმის შესრულება... თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მხოლოდ ერთი ცნობილი შუშის ხიდი ოფიციალური მონაცემებით 12 მილიონი და არაოფიციალური მონაცმებით 40 მილიონი დაჯდა, კაი ძვირი დაგვოჯდება უგულავას 120 დღიანი "გულაობა".
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის რომ მიშასაც ეს 120 დღიანი საქართველოს გაბედნიერების პროგრამ ჰქონდა.

ხო და გაბედნიერდი?

 

მე რაღაც ვერ ვგრძნობ ბედნიერებას ვერ ჩემ გარშემომყოფებს ვატყობ რატომღაც არადა ბრმაც არ უნდა ვიყო ... ამიტომ მგონია რომ ესეც მორიგი ზღაპარია...შეიძლება რეალობადაც აქციაონ, მაგრამ არ მინდა ისვე ჩვენ ხარჯზე და ჩვენი ჯიბიდან აშენდეს ეს გვირაბი და არცთუ ძალიან საჭირო ხიდი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ზღააპრი ნომერ ერთი

 

უგულავას განცხადებით, უახლოესი 120 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტი იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა და თბილისელების დასაქმება

გამორიცხულია 6 თVეში ამის გაკეთება. რაიმე მაგალითი, სადაც 6 თVეში ინესტიციების მოიდვა და ხალხის დასაქმება განხორციელებულა და მე ვჩუმდები.

 

ზღაპარი ნომერ ორი

დედაქალაქის არჩეული მერი თბილისის მოსახლეობას უწყვეტ სასმელ წყალსაც დაპირდა

მინიმუმ 2 წელი სჭირდება ამ პროექტს. მინიმუმ!!!! და ეს უქყვეტი დაფინანსების პირობებში.

 

 

აგერ შენ ორი ზღაპარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...