Jump to content
Planeta.Ge

ნატოში გამორიცხავენ საქართვეოსთვის მაპის მინიჭებას


Recommended Posts

ნატო-ში საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების შესაძლებლობას გამორიცხავენ

 

"ევროპული ქვეყნები რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო დაპირისპირებაში არ ჩაერთვებიან და ამიტომ, ნატოს წევრი ქვეყნების ერთმა ნაწილმა დაბლოკა ამერიკის შეერთებული შტატების სურვილი საქართველოსთვის დეკემბერში მაპ-ის გადაცემის შესახებ", - განაცხადა გაზეთ "ნიუ იორკ თაიმს"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ალიანსის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში იღებდა მონაწილეობას.

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის სხდომის დასრულების შემდეგ მიღებულ დოკუმენტში დაფიქსირებულია მტკიცე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, ამის რეალური შანსები ნულის ტოლია.

 

"ევროპელები საქართველოს ნატო-ში მიღებით რუსეთის ფედერაციის "გაბრაზებას" არ აპირებენ. თუმცა, ამისთვის არსებობს სრულიად კანონიერი მიზეზი - ალაინსში არ ღებულობენ ქვეყანას, რომელსაც დაურეგულირებელი ტერიტორიული პრობლემები გააჩნია", - განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა.

 

"ნიუ იორკ თაიმსი" აქვეყნებს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერნარ კუშნერის განცხადებას, რომელიც მან ნატო-ს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

"რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საბოლოოდ გაფუჭება არ შეიძლება. ყველა ხვდება, რომ ჩვენ ომში ჩართვას არ ვაპირებთ", - აცხადებს ფრანგი დიპლომატი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...