planetanews Posted June 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2010 http://www3.pictures.zimbio.com/gi/Liverpool+v+Reading+FA+Cup+3rd+Round+Replay+VAp2fCOOX8cl.jpg გთავაზობთ ვრცელ, საინტერესო ინტერვიუს, რის შემდეგაც გაიცანობთ მაქსი როდრიგესს სხვა კუთხით… – შენს გატანილ გოლებს შორის რომელს გამოარჩევდი? ალბათ მექსიკის წინააღმდეგ მატჩში გატანილ გოლს, არა? – ეს მართლაც შესანიშნავი გოლი იყო! – გოლი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება – 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატში, მარადონამ ინგლისის წინააღმდეგ ლამაზი გოლი გაიტანა. – როდესმე დაგიგეგმავს თუ როგორ აღგენიშნა შენი გატანილი გოლი? – არა, გოლის აღნიშვნა სპონტანურად ხდება ხოლმე… – როგორ ატარებ შენს თავისუფალ დროს? – როგორც წესი, თავისუფალ დროს ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ. ჩვენ ხშირად ვიკრიბებით, ვაწყობთ არგენტინული ჩაის საღამოებს, ვსაუბრობთ და ვერთობით… – როდესმე დაინტერესებულხარ სხვა, რომელიმე სპორტის სახეობით? – ზაფხულის განმავლობაში, მე მეგობრებთან ერთად ხშირად ვთამაშობ ჩოგბურთს. – არჩევანის შემთხვევაში, ვისგან აიღებდი ინტერვიუს? – ნიკოლ კიდმანისგან და კიმ ბესინჯერისგან, მაგრამ არ ვიცი რას ვკითხავდი… – ჩვეულებრივ, რამდენ ხანს გრძელდება ხოლმე შენი მგზავრობა ევროპიდან არგენტინამდე? – დაახლოებით 20 საათი, ეს მგზავრობა კოშმარს ჰგავს ხოლმე! – ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატზე მოგიწევს კირიაკოსის წინააღმდეგ თამაში. ალბათ საუბრობდით ამ მატჩის შესახებ… – ჩვენ ხშირად ვხუმრობით ამ მატჩის გამო. ორივემ კარგად ვიცით, რომ ამ წყვილში ფავორიტი არც ერთი არაა. – ვინ არის ის საუკეთესო თავდამსხმელი, რომელთან ერთადაც გითამაშია? – ლიონელ მესი – შენთვის ვინაა მესის შემდგომ მდგომი? – მხოლოდ და მხოლოდ ლიონელ მესი!.. – დამისახელე საჭმელი, რომელიც ესპანური სამზარეულოს სავიზიტო ბარათია… – ტრადიციული საჭმელია, პაელას მსგავსი. ასევე დამამახსოვრდა არგენტინულად შემწვარი მწვადი. – ყველაზე უცნაური საკვები, რომელსაც ინგლისელები მიირთმევენ… – ვფიქრობ, ყველაფერი კარგია. აქამდე არ შემხვედრია რაიმე უცნაური ინგლისურ სამზარეულოში. – თავად თუ შეგიძლია რაიმეს მომზადება? – მეტ ნაკლებად. მიყვარს როცა სამზარეულოში სისუფთავე სუფევს. – ზინედინ ზიდანი თუ დიეგო არმანდო მარადონა? – ზიდანი მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ დიეგო არმანდო მარადონა სულ სხვა… არგენტინელებისთვის ის მუდამ იყო არის და იქნება ყოველთვის… წყარო: liverpoolfc.tv View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts