FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 ბორჯომ-ხარაგაულში ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკრაინელებიც ჩაერთვნენ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში უკრაინელებიც ჩაერთვნენ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსები დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უკრაინიდან საქართველოს დასახმარებლად ერთი მილიონი ლარის ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით 2 სახანძრო მანქანა ჩამოვიდა. პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ტყე-პარკში ცეცხლი ლოკალიზებულია და დარჩენილი კერების სრული ლიკვიიდაცია დღეს მოხერხდება. ხანძრის ჩაქრობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული სამაშველო ჯგუფიც აქტიურად მონაწილეობს, მათ გარდა ეკოლოგიურ კატასტროფას საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, გარემოს დაცვის ინსპექცია, საქართველოს სახანძრო სამსახური ებრძვის. რაც შეეხება უკრაინისა და აზერბაიჯანის დამხმარე ძალას, მათი ჩამოყვანა რუსული მხარის მიერ ჩაკეტილი სატრანსპორტო გზისა და საჰაერო სივრცის გამო თავის დროზე ვერ მოხერხდა. გარემოს დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უკანასკნელი მომაცემებით, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე, რუსული საავიაციო ძალების მიერ ჩამოყრილი ცეცხლგამჩენი ჭურვების შედეგად გაჩენილმა ხანძარმა 300 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.