FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 მამუკა არეშიძე: რუსეთი ფოთის პორტს ვერ შეელევა ვიდრე საქართველოში ამერიკული ინტერესი იქნება რუსეთი საქართველოს "თავს არ დაანებებს". განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ. მისი აზრით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ქართლიდან სამხრეთ ოსეთის მიმართულებით გადაადგილებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ თუმცა ფოთის პორტს ვერ შეელევიან. "საქართველო რუსულ-ამერიკული დაპირისპირების სივრცეა. დაპირისპირება იმისთვის არის, რომ მხარეებმა საკუთარი ძალების დემონსტრირება მოახდინონ. ეს არის პირველი, რის გამოც რუსეთი იგნორირებას უკეთებს დასავლეთის ზეწოლას და ეს მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუ ომში თავიდან საქართვერლო იქნა ჩათრეული, ახლა რუსეთია ჩათრეული კონფლიქტში, რაც მის სახელს სერიოზულ დარტყმას აყენებს. აქედან გამომდინარე ის კონფლიქტიდან უნდა გამოვიდეს ან გამარჯვებული, ან ისე უნდა მოიქცეს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღოს. რუსეთი შეეცდება შიდა ქართლში განმუხტოს ვითარება, ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. და მოაცილოს იქაურობას უამრავი მიცვალებული, რადგან ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დასწევს რუსეთის ავორეტეტს", - მიიჩნევს მამუკა არეშიძე. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.