Jump to content
Planeta.Ge

პოზიციების გამაგრება რუსეთის ოკუპაციური არმიის მიერ


Recommended Posts

რუსეთის ოკუპაციური არმია სამეგრელოს ტერიტორიის დატოვების ნაცვლად პოზიციებს ამაგრებს

 

რუსეთის საოკუპაციო ჯარი სამეგრელოს ტერიტორიაზე ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობში, სენაკსა და ფოთში პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აცნობეს.

 

"რუსი სამხედროები პოზიციებს კვლავ ინარჩუნებენ და შეინიშნება პატარ-პატარა გდაადგილებები თუმცა დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რომ ეს გასვლას უკავშირდება. აღსანიშნავია ის, რომ ზუგდიდში დაბანაკებულ რუსმა სამხედროებმა შტაბებში მძიმე ტექნიკის კონტიგენტი შეამცირეს", - განაცხადა აი-ტი-ენ ის კორესპონდენტთან საუბრისას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატრის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა.

 

ცნობისათვის, ზუგდიდში რუსი სამხედროები დაბანაკებულული არიან ადმინისტრაციულ შენობებში. წალენჯიხაში სოფელ ფოცხოში კაშხალის ტერიტორიაზე, ჩხოროწყუში სოფელ მუხურში და დაბა ჩხოროწყუში, სენაკში სოფელ თეკლათში, მენჯსა და სენაკის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ხობში სოფელ პირველ მაისში და ფოთის შესასვლელში.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...