planetanews Posted June 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg დევიდ იგნატიუსი ყირგიზეთში ამ მძიმე სიტუაციის ფონზე „ცივი ომის“ რეფლექსი ამუშავდება ხოლმე, და უნებურად თავში მოგდის ისეთი შესაძლებლობა, როგორიცაა ახალი დაძაბულობის კერა შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა: ცენტრალური აზიის ამ შორეული და სუსტი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემები მოსკოვს და ვაშინგტონს შორის პარტნიორული თანამშრომლობის მორიგი შესაძლებლობაა. „ჩვენ ამ სიტუაციას არ ვუდგებით, როგორც „თამაშს ნულოვანი თანხით“, – განაცხადა სამშაბათს ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, „პირიქით, ჩვენ მოსკოვთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში ვართ“. ამ დღეებში დაღუპულთა რიცხვმა ასობით ადამიანს მიაღწია, მაგრამ როგორც ჩანს ძალადობის ტალღა კლებისკენ წავიდა და ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა გამოითხოვს თხოვნას საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ქვეყანაში შეყვანის შესახებ. თუმცა, ამერიკის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები ამბობენ, რომ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სწრაფად აღდგება სტაბილურობა. თავდაპირველად, ყირგიზეთის მთავრობამ ჩარევაზე თხოვნით რუსეთს მიმართა, მაგრამ მოსკოვმა ბიშკეკს აგრძნობინა, რომ მხოლოდ საკუთარ ჯარს არ გაუგზავნის. მაგრამ სიურპრიზი ის არის, რომ აშშ–ს ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ თუკი არეულობა გაგრძელდება, რუსეთმა იქ ჯარები სხვა რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად უნდა შეიყვანოს. პარტნიორები შეიძლება იყვნენ უსაფრთხოების კოლექტიური შეთანხმების ორგანიზაციიდან – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კავშირი. ან ეს შეიძლება იყოს „ნებაყოფლობითი კოალიცია“, სადაც წარმოდგენილები იქნებიან მაგალითად თურქეთის ჯარები რუსეთის, ყაზახეთის და სხვა მეზობელი ქვეყნების ჯარებთან ერთად. შეერთებული შტატები და რუსეთი გასული კვირის ბოლოს ყირგიზეთის კრიზისის დაწყების დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ. ორშაბათს, საღამოს ორი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები გაეროში სიტუაციის წარდგენაზე ერთობლივად მუშაობდნენ, რამაც საფუძველი ჩაუყარა კოლექტიურ ქმედებებს, თუკი მათი აუცილებლობა დადგება. ამერიკამ ჰუმანიტარული დახმარება უკვე გააგზავნა, და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამ გაკეთდება. ორშაბათს და სამშაბათს განსაკუთრებულ სიტუაციებისთვის დაახლოებით მილიონი დოლარის ღირებულების გადაუდებელი დამხარების საშუალებები და მედიკამენტები გაიგზავნა და კიდევ უფრო დიდი 10 მილიონი დოლარის პაკეტი გაიგზავნება ახალი ამერიკული „კომპლექსური კრიზისული ფონდიდან“. მართალია შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარებაზე თხოვნა არ მიუღიათ, თუმცა მათ ჰაერიდან სიტუაციაზე თვალთვალის და აშშ–ს სამხედრო თვითმფრინავებით ჯარების ან მატერიალური რესურსების გადატანის შესაძლებლობა განიხილეს. უსაფრთხოების პრობლემებისადმი აშშ–ს და რუსეთის ამ ერთობლივ მიდგომაში ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ მათ გვერდზე გადადეს ცენტრალურ აზიაში გავლენისთვის „დიდი თამაშის“ შესახებ არსებული არასწორი წარმოდგენები. XIX საუკუნის წარმოდგენები კონკურენციის გარდაუვალობაზე 1990–იანი წლების ამერიკელი ანალიტიკოსების უმრავლესობაში ჭარბობდა, რასაც აშშ–ს გავლენის გავრცელებასა და რუსეთთან წინააღმდეგობაზე გაუაზრებელი სტრატეგიების გამოყენება მოჰყვა. გაცილებით ადექვატურია ის მოსაზრება, რომ რუსეთი და ამერიკა, ცენტრალურ აზიაში ბუნებრივი პარტნიორები არიან. მათ ხომ ერთი და იგივე მტრი ჰყავთ – ისლამისტ მებრძოლთა დაჯგუფებები და კრიმინალური ბანდები, რომლებიც რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. პრეზიდენტი ამ კურსს პრეზიდენტად გახდომის დღიდან მისდევს, და ამერიკის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ის ყირგიზეთის და იქ კონფრონტაციის თავიდან აცილების აუცილებლობის საკითხს, დიმიტრი მედვედევთან თითქმის ყველა შეხვედრის დროს განიხილავდა. გასულ კვირაში ძალადობის ტალღა იმ მომწამვლელი პრობლემების საფუძველზე აღმოცენდა, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობას ახასიათებს: ეკონომიკური უთანასწორობის, რეგიონალური პოლიტიკური კონკურენციისა და ნაციონალური შუღლის ერთობლიობა. მოსკოვის დელიკატური დახმარებით აპრილში ახალმა დროებითმა მთავრობამ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ყირგიზეთის უმრავლესობა მოვიდა. მოკოვისთვის და ვაშინგტონისთვისაც (რომელიც გადატრიალებას შეურიგდა) მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ახალმა მთავრობამ ვერ შეაჩერა ყირგიზთა მასების მხრიდან უზბეკურ უმცირესობაზე ძალადობა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, რომელსაც იმის გამო ვერ იტანდნენ, რომ მას დიდი ეკონომიკური გავლენა გააჩნდა. როდესაც გასულ კვირაში ოშსა და ჯალალაბადში ამ „ეთნიკურმა წმენდამ“ შემაშფოთებელი მასშტაბები მიიღო, შეშინებული უზბეკები (დაახლოებით 80 000 ადამიანი) საზღვრიდან უზბეკეთში გაიქცნენ. ყირგიზეთი შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან იქ მათი მანასის სამხედრო–საჰაერო ბაზაა განთავსებული, რომელიც ავღანეთში ჯარების გადაყვანის და იქ ოპერაციების უზრუნველყოფისთვის მთავარ გარდამავალ პუნქტად იქცა. დღეს ეს „ჩრდილოეთის გამანაწილებელი ქსელი“, როგორც ცნობილია, სამხედრო ზონაში ყველა ტვირთის გადაზიდვის დაახლოებით 70%–ს უზრუნველყოფს; მანასში ამერიკული პერსონალიდან დაახლოებით 1 300 ადამიანი მუშაობს. რუსეთს მანასის ბაზა ყოველთვის ეკალივით ერჭობოდა. მაგრამ „პრაგმატული პარტნიორობის“ ახალ კონექსტში, როგორც ამას გენერალი დევიდ პეტრიუსიც ადასტურებს (აშშ–ს ცენტრალური შტაბის მეთაური, რომელმაც მომარაგების ჩრდილოეთის მარშრუტის გახსნისთვის ბევრი რამ გააკეთა), რუსეთმა დაასკვნა, რომ ამერიკული აქციის წარმატება ავღანეთში მის ინტერესებში შედის. ბუნებრივია, რუსებს ისლამური ბუნტის ჩრდილოეთით გავრცელება, არ სჭირდებათ. ცენტრალურ აზიაში „დიდი თამაშის ხელოვნების“ ნაცვლად თანამშრომლობის დამკვიდრება მხოლოდ მისასალემებელია. თუკი რუსულ–ამერიკული თანამშრომლობის ეს მოდელი ირანის მიმართულებით გადამწყვეტ ქმედებებზეც გავრცელდება, ჩვენ შეიძლება ისეთ სისტემასაც მივუახლოვდეთ, რომელიც იმსახურებს სახელწოდებას „კოლექტიური უსაფრთხოება“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts