planetanews Posted June 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg პეტრე სმოლიარი შეერთებული შტატები და რუსეთი ინტენსიური დიალოგის ფაზაში არიან, მას შემდეგ რაც ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოსკოვთან ურთიერთობების გადახედვა გადაწყვიტა. გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების მიუხედავად, ეს ორი ქვეყანა იზიარებს ისეთ პრობლემებზე წუხილს, როგორებიცაა ირანის ბირთვული პროგრამა და ყირგიზეთის სამხრეთში აფეთქებული ეთნიკური ძალადობა. ორივეს ცენტრალური აზიის ამ პატარა სტრატეგიულ ქვეყანაში სამხედრო ბაზა აქვს. 14 ივნისს, პარიზში გავლით მყოფმა რუსეთის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა (1998 წლის სექტემბრიდან – 1999 წლის მაისამდე) ევგენი პრიმაკოვმა, რომელსაც მის ქვეყანაში საგარეო პოლიტიკის ექსპერტად მიიჩნევენ, Monde–თან საუბარში ბარაკ ობამას დიპლომატიური ღიაობა მოიწონა. რატომ აცხადებს რუსეთი უარს ქვეყნის სამხრეთში დაწყებული ძალადობის (რომელმაც 170–ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა) პირისპირ მყოფი ბიშკეკის დროებითი ხელისუფლებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე? რუსეთი მათ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. ყირგიზეთის ხელისუფლებამ სამხედრო დახმარება სთხოვა კოლექტიური თანამეგობრობის ორგანიზაციას. ეს დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის სამხედრო გაერთიანებაა და მისი მიზანია წევრი–სახელწმიფოს დახმარება საგარეო საფრთხეების განეიტრალების საქმეში. დღეს საქმე საშინაო პრობლემასთან გვაქვს, ხელშეკრულება ამ სფეროში ჩარევას არ ითვალისწინებს. საქმე ძალიან სერიოზულ კრიზისთან გვაქვს. პრობლემა ხელისუფლების სისუსტიდან გამომდინარეობს. ის ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. თუ მედიის ცნობებს დავუჯერებთ, ეს ეთნიკური ხასიათის დაპირისპირებაა, რაც რეგიონის ეთნიკური უმცირესობის, უზბეკების წინააღმდეგაა მიმართული. გამოცდილება ცხადყოფს, რომ ასეთ ვითარებაში ყოველთვის აქტიურდებიან კრიმინალური ელემენტები. ემხრობით თუ არა საგარეო პოლიტიკის ახალ დოქტრინას, ვგულისხმობ მოსკოვის მოსაზრებას ევროკავშირსა და აშშ–სთან დაახლოებაზე? რა თქმა უნდა. ხშირად ასეთი საკითხები იქამდე დაგვყავს, თუ რომელი ლიდერია ინიციატორი. ეს არასწორია. საქმე ზოგადად სახელმწიფოს პოზიციას ეხება. ეს შესაძლებლობა ობამას პრეზიდენტობის დროს გაჩნდა. მას უარი არ უთქვამს ამერიკის ლიდერობაზე, მაგრამ იმავდროულად, მის გამოსვლებსა და ქმედებებში, მან უარი განაცხადა ცალმხრივობის (უნილატერალიზმის) დოქტრინაზე, რომლის თანამხადაც ამერიკელები ერთპიროვნულად წყვეტდნენ როგორ უნდა ემოქმედათ და ვისთვის დაერტყათ. უმცროსი ბუშისგან განსხვავებით, ბატონ ობამას ესმის, რომ საჭიროა კოლექტიური მოქმედება, მათ შორის იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს ქმნიან შეერთებული შტატებისთვის. რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების განახლება, ჩვენ ამ მიმართულებით წინსვლის საშუალებას გვაძლევს. ჩვენი ახალი კურსის საფუძველი მხოლოდ ეკონომიკა არ არის. ჩვენ საერთო ინტერესები გაგვაჩნია ისეთ თანამედროვე საფრთხეებთან მიმართებაში, როგორიც ტერორიზმია. როგორ ფიქრობთ, რატომ ვუთმობთ ჩვენს საჰაერო სივრცეს ამერიკულ თვითმფრინავებს, რომლებიც ავღანეთიკენ მიემართებიან? ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ალიანსმა გაიმარჯვოს ტერორიზმის წინააღმდეგ ომში. ასევე ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის შეიარაღების შემცირების საკითხები. ეკონომიკაში, რუსეთი სერიოზულ მოდერნიზაციას გეგმავს, და მას სჭირდება შეერთებულ სტატებთან თანამშრომლობის განვითარება, განსაკუთრებით ტექნოლოგიების დარგში. ავღანეთი ახსენეთ. ფიქრობთ თუ არა, რომ 2001 წლის შემდეგ იქ ვითარება გამოსწორდა? თქვენმა შეკითხვამ ომზე ერთი ანეგდოტი გამახსენა. ამერიკელი ოფიცერი თმის შესაჭრელად დალაქთან მიდის, რომელიც ოფიცერს ეკითხება: როგორ მიდის საქმე ვიეტნამში? იქ ყველაფერი სტაბილურადაა, პასუხობს ოფიცერი. რამდენიმე წუთში დალაქი კვლავ იმეორებს შეკითხვას, ოფიცერი პასუხობს, რომ იქ ყველაფერი სტაბილურადაა. დალაქი მესამედ სვამს იგივე კითხვას, ჯარისკაცი წუხდება და მაშინ დალაქს თავად ეკითხება ამ ჩაიჯინების მიზეზს. „როდესაც პასუხს მცემთ, თმა ყალყზე გიდგებათ და თქვენი თმის შეჭრა მარტივი ხდება“, – პასუხობს დალაქი. ეს ანეგდოტი ავღანეთსაც მიესადაგება. ვითარება იქ ძალიან რთულია. ამ პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელია. ამის გამოცდილება ყველას გვაქვს. არსებობს საშიშროება, რომ თალიბები ხელისუფლებაში მოვლენ იმ მოლაპარაკებების წყალობით, რომელშიც ქაბულის ხელისუფლება ჩაება. მათ შეიძლება სერიოზული მოთხოვნები გაუჩნდეთ. რაც შეხება იმას, თუ რამდენად მზადაა რუსეთი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციების გამკაცრების მხარდასაჭერად, რუსეთი სანქციების უკიდურესად გამკაცრების მომხრე არ არის. ამბობენ, რომ რუსეთი მისი ეკონომიკური ინტერესებისთვის იბრძვის, რადგან ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად განვითარდა. იმასაც ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს სანქციები აარიდოს მშვიდობიან მოსახლეობას და ორივე ეს მოსაზრება სწორია. არსებობს მესამე მოსაზრებაც. სანქციები ძალიან დელიკატური თემაა. არ არის აუცილებელი „ჯოხის უკიდურესად გადაღუნვა“, რომ უარესი შედეგები არ მივიღოთ. სწორედ ამიტომ დათანხმდა რუსეთი და ჩინეთი ბოლო სანქციებს. მაგრამ მათ წინასწარ დიდი სამუშაო გასწიეს, რომ მრავალი არასასურველი ასპექტი გამოერიცხათ. ირანმა უნდა გაიგოს, რომ მას დროის მოგება სულ უფრო გაუჭირდება. მაგრამ, კატეგორიულად ვემიჯნები ირანთან სამხედრო დაპირისპირებას, რადგან ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვება. ჩემი აზრით, ისინი კორეული მოდელის გათამაშებას შეეცდებიან: პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე, ბომბის შექმნისთვის ბაზას მოამზადებენ. რუსეთის გავლენის სფეროზე, წინააღმდეგობრივი ანალიზი კეთდება. როგორ ფიქრობთ, ეს გავლენა შემცირდა თუ იზრდება?ამ გავლენის შესაფასებლად – მატულობს ის, თუ მცირდება – მათემატიკური ფორმულირება არ არსებობს. ყირგიზეთში, როდესაც პრეზიდენტს (ყურმანბექ ბაკიევს) ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, ჩვენს მიმართ რადიკალურად მტრულად განწყობილმა ძალებმა, ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულეს. მათ აპრილის მოვლენების უკან მოსკოვის ხელი დაინახეს, თუმცა სინამდვილეში იქ არც მოსკოვის და არც შეერთებული შტატების ხელი არ ერია. მოვლენები, ავტონომიურ რეჟიმში განვითარდა. უფრო ფართო კონტექსტში კი, რუსეთს შესანიშნავი ურთიერთობები აქვს ყაზახეთთან და ტაჯიკეთთან, ასევე ნორმალური კავშირები გვაქვს თურქმენეთთან. რუსეთის გავლენის შემცირების პრობლემას ვერ ვხედავ. ცხადია, რუსეთი ამ ქვეყნებთან ურთიერთობებში, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირში შედიოდნენ, დაინტერესებულია. ძლიერია, ხალხებს შორის კავშირი, არსებობს საერთო ისტორია, ძველი ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რასაც ამ ქვეყნებში მდებარე საწარმოებს შორის არსებული კავშირები ქმნიდა. როგორია რუსეთის პოზიცია უკრაინის მიმართ, სადაც იანვარში „ნარინჯისფრებმა“ ხელისუფლება დაკარგეს, და საქართველოსთან მიმართებაში, სადაც 30 მაისის ადგილობრივმა არჩევნებმა მიხეილ სააკაშვილის ძალაუფლება განამტკიცა? უკრაინაში ყველაფერი ცხადია. ხელისუფლებაში მოვიდნენ ისინი, ვინც მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა მოიპოვა. მათ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. ეს სურვილი ორმხრივია. საქართველოში ჩატარებულმა ბოლო არჩევნებმა, განსაკუთრებით თბილისში, აჩვენა, რომ სააკაშვილი გარკვეული პოპულარობით სარგებლობს. ოპოზიციამ ძალების გაერთიანება ვერ შეძლო. ჩვენ გვსურს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება. მაგრამ ამისთვის მან პირველ რიგში სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარი უნდა თქვას. ჩვენ მათ მრავალი ვარიანტი შევთავაზეთ, რომელიც აუცილებლად ხელშეკრულების გაფორმებას არ გულისხმობდა, საუბარი იყო მარტივ დეკლარაციებზე. თბილისმა ყველაფერზე უარი განაცხადა. მაგრამ მოსკოვი ყველა პირდაპირ კავშირზე უარს ამბობს… სააკაშვილმა (2008 წლის აგვისტოში) სამხრეთ ოსეთში ჩვენი მშვიდობისმყოფელების სწინაარმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. მათ თანამეგობრობის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღეს. მე მესმის განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. მაგრამ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ნიკოლა სარკოზის და ბატონი მედვედევის სამშვიდობო გეგმის მეექვსე პუნქტი, მომავალში ამ რეგიონების სტატუსის განსაზღვრას ითვალისწინებდა, რაც მოლაპარაკებების პერსპექტივას ქმნიდა. მაგრამ სააკაშვილმა ეს პუნქტი თავად დაბლოკა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts