Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge პუტინის ახალი პროფილი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/newsweek.jpg

ოუენ მეთიუსი, ანა ნემცოვა  

 

სულ რაღაც სამი წლის წინ ვლადიმერ პუტინი განრისხებული იყო იმაზე, რომ ამერიკა ცდილობდა „მსოფლიოს ერთადერთი ბატონ–პატრონი“ გამხდარიყო და ნატოს იმაში ადანაშაულებდა, რომ ის „რუსეთის საზღვრებთან მოახლოებას“ ცდილობდა; მან ბრძანება გასცა რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოები გადაეწერათ, რათა სტალინის როლი პოზიტიურად წარმოჩენილიყო – მინიშნება, რამაც საბჭოთა დიქტატორის შესაძლო რეაბილიტაციაზე მსოფლიო შეაშფოთა. თუმცა, დღეს რუსეთის ლიდერის ტონი სერიოზულად შეიცვალა. დასავლეთის ლანძღვის ნაცვლად, პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი ევროპასთან და ამერიკასთან სავაჭრო შეთანხმებებზე, კრედიტებზე და ეკონომიკურ ზონებზე საუბრობს.

 

გასული თვის დასაწყისში პუტინმა სტალინის განდიდების ნაცვლად ღიად აღიარა მისი „ტოტალიტარული რეჟიმის“ სისასტიკე, პოლონეთის პრემიერ–მინისტრის გვერდით დადგა კატინის ტყეში, სადაც 1940 წელს საბჭოთა ჯარისკაცებმა 20 000 პოლონელი ოფიცერი დახვრიტეს. წელს, პუტინის მთავარ პროექტად ევროკავშირთან პარტნიორობაზე ახალი მასშტაბური ხელშეკრულების მომზადება იქცა, რომელიც მოიცავს უამრავ სფეროს ვაჭრობიდან – უვიზო რეჟიმამდე. ხოლო რუსეთის ახალი საგარეოპოლიტიკური დოქტრინა, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში მზადდებოდა, ისეთი მსოფლიოს შექმნის დეტალურ გეგმას მოიცავს, რომელშიც რუსეთი და სხვა მსხვილი სახელმწიფოები ერთმანეთზე თანაბრად იქნებიან დამოკიდებულები, დოკუმენტი ევროკავშირს და აშშ–ს ყველაზე სასურველ პარტნიორებს უწოდებს.     

 

პუტინის შერბილებული ტონი მისი მთავარი მიზნის (რუსეთისთვის ზესახელმწიფოს სტატუსის დაბრუნება) შერბილებას არ ნიშნავს. იმ ადამიანების აზრით, ვინც მას იცნობს, გულის სიღრმეში პუტინი „ტიპურ ძალოვნად“ რჩება – ასე უწოდებენ ყოფილი აგენტებისგან შემდგარი პოლიტიკური „ქორების“ გუნდს, რომლებიც რუსულ ელიტაში დღემდე დომინირებენ. „თქვენ ცდებით, თუკი ფიქრობთ, რომ პუტინი ოდესმე რუსეთის დასუსტებას დაუშვებს“, – ამბობს მოსკოვის დემოგრაფიის, მიგრაციის და რეგიონალური განვითარების ინსტიტუტის დირექტორი და პუტინთან დაახლოებული პირი იური კრუპნოვი. შეიცვალა მხოლოდ ის (პირველად ათი წლის განმავლობაში), რომ ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც პუტინს სჭირდება, ამიტომ პრემიერ–მინისტრს შეუძლია ოდნავ მოდუნდეს. 2000–2008 წლებში პრეზიდენტობის დროს, პუტინი, ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიმეტრზე, მისი აზრით, რუსეთის კანონიერი გავლენის სფეროსთვის იბრძოდა. პოლონეთს სურდა ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზა გამხდარიყო. უკრაინა ნატოში გაწევრიანებას გეგმავდა. იგივეს გაკეთებას აპირებდა საქართველო, რომელიც იმავდროულად მისი ორი სეპარატისტული რეგიონიდან (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) რუსეთის არმიის გაძევებას იმედოვნებდა. ახლა კი ობამას ადმინისტრაციამ უარი თქვა პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმებზე, უკრაინის ნატოში გაწევრიანება, მას შემდეგ რაც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პრომოსკოვურმა კანდიდატმა გაიმარჯვა, დღის წესრიგში აღარ დგას, ხოლო 2008 წლის ინტერვენციის შედეგად რუსეთმა საქართველოს ჩრდილოეთ ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია მოახდინა. ნატო წინადადებითაც კი გამოვიდა, რომ რუსეთი ევროპული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის გეგმებში ჩაერთოს. და ბოლოს, გასულ თვეში პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დავის საგანი იყო, იჯარის ვადის გაგრძელებას. პუტინმა განამტკიცა ასევე რუსეთის ენერგეტიკული ბატონობა ევროპაში, ხელი მოაწერა რა მთელ რიგ შეთანხმებებს მილსადენის პროექტ „სამხრეთ ნაკადზე“, რომელიც რუსულ გაზს უშუალოდ ბულგარეთს და ცენტრალურ ევროპას მიაწვდის.        

 

თავის მხრივ ამერიკა, რუსული ინტერესების აშკარა საფრთხედ აღარ გამოიყურება. მართალია, პუტინმა და ჯორჯ ბუშმა 2001 წელს ურთიერთობა კარგად დაიწყეს, როდესაც აშშ–ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან შეძლო პუტინის გულში ჩაეხედა, თუმცა ურთიერთობა სწრაფად გაფუჭდა მას შემდეგ, რაც რუსებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამერიკამ „ფერადი რევოლუციების“ პროვოცირება მოახდინა, რომლებმაც საქართველოში, უკრაინაში, სერბეთსა და ყირგიზეთში პუტინთან დამეგობრებული რეჟიმები დაამხო. ახლა, როდესაც ბუში წავიდა და მისი „თავისუფლების პროგრამა“ აქტუალური აღარ არის, პუტინს შეუძლია თავს უფლება მისცეს, ბარაკ ობამას წინადადება მიიღოს და ქვეყნებს შორის ურთიერთობები „გადატვირთოს“. ობამა, რომელსაც ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა „ახალგაზრდა, თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი“ უწოდა, ცდილობს გაფანტოს რუსეთის შფოთი იმასთან დაკავშირებით, თითქოს აშშ ცდილობს რუსეთი ძველი მოკავშირეების გარეშე დატოვოს. მას შემდეგ, რაც გეოპოლიტიკური ბაგირის გადაქაჩვა წარსულს ჩაბარდა, პუტინს კვლავ შეუძლია დასავლეთთან მეგობრობა დაამყაროს, როგორც ამას მისი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში აკეთებდა, როდესაც რუსეთმა მხარი დაუჭირა ბუშს ავღანეთის ომში.

 

პუტინის მხრიდან დასავლეთთან კავშირების აღდგენის მცდელობას საფუძვლად ის ფაქტი უდევს, რომ რუსეთს უცხოური ინვესტიციები უკიდურესად სჭირდება. რა თქმა უნდა, პუტინის ეკონომიკური ბუმი ნავთობის ფულს ეფუძნებოდა. თუმცა სინამდვილეში რუსული კომპანიების დიდი ნაწილი ფაქტობრივად, იაფი დასავლური კრედიტების ხარჯზე იზრდებოდა. სესხების მოცულობა 450 მილიარდ დოლარს აღწევდა. ახლა ეს წყარო ამოიწურა. ამ წლის დასაწყისში რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დათვალა, რომ 2013 წლამდე პერიოდში რუსეთს დაახლოებით ტრილიონი დოლარი დასჭრიდება მისი ამბიციური გეგმების განხორციელებისთვის, კერძოდ ნახევრად დანგრეული საბჭოთა ინსფრასტრუქტურის (რკინიგზის, სკოლების, საავადმყოფოების) აღდგენისთვის. ბიუჯეტი ხარჯების მესამედზე მეტს ვერ დაფარავს. მოქუფრულ წლებში შექმნილი 150 მილიარდიანი სტაბილიზაციის ფონდი 2011 წელს იწურება. შედეგად, კრემლმა, რომელმაც ყველაფერი დაითვალა, მიხვდა, რომ მოდერნიზაციას (ან უბრალოდ გადარჩენას) უცხოური ინვესტიციების, თანაც საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციების გარეშე ვერ შეძლებს. „კრიზისმა ცხადყო, რომ რუსეთი დამოუკიდებლად ვერ განვითარდება – ვიღაცასთან მეგობრობა მაინც მოგვიწევს“, – გვითხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთმა მაღალჩინოსანმა.

 

ამგვარად პუტინის მეგობრული ტონი აუცილებლობით აიხსნება. ნავთობით ბაქიბუქი, რაც პუტინის აგრესულ განწყობას ამყარებდა ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც კრემლი ფულში ბანაობდა დღევანდელთან შედარებით ნავთობზე ორჯერ უფრო მაღალი ფასებით, რაც ბარელზე 146 დოლარს აღწევდა, გაქრა. „ეკონომიკურმა კრიზისმა ბოლო მოუღო პუტინის პრეზიდენტობის ბოლო წლების ქედმაღლობას“, – მიაჩნია მოსკოვის კარნეგი ცენტრის თანამშრომელ დიმიტრი ტრენინს. „თუკი შენ აღიარებ, რომ მოდერნიზაციის გარეშე მარგინალიზაცია გელის, და რომ მარტო ამ მოდერნიზაციის წარმოება არ შეგიძლია… შენი საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად ცხადია – უნდა ითანამშრომლო განვითარებულ ქვეყნებთან, რომლებსაც აუცილებელი რესურსები გააჩნიათ“. პუტინმა, როგორც ჩანს ყველაფერი გააცნობიერა და ახლა დროის დიდ ნაწილს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უთმობს – კერძოდ ახალი რუსული „ინოვაციური ქალაქის“ პროექტს სკოლკოვოში, მოსკოვის შემოგარენში. სახელმწიფო დუმას დეპუტატი სერგეი მარკოვი, რომელიც ათ წელზე მეტია, პუტინის გუნდის წევრია, ამბობს „პუტინში არაფერი შეცვლილა – ის ყოველთვის უკიდურესად ვესტერნიზებული იყო“, ყოველ შემთხვევაში ძალოვნების ნაციონალისტურ ფრთასთან შედარებით. მხოლოდ ის შეიცვალა, რომ აშშ „რუსეთს იდიოტივით აღარ ეპყრობა“, – ამბობს მარკოვი და დასძენს, რომ „პუტინის 90%–ით დასავლეთისკენ გადახრა იმას უკავშირდება, რომ რუსეთი მოდერნიზაციას დასავლელი სპეციალისტების და დასავლური ტექნოლოგიების გარეშე ვერ შეძლებს“. აქ 10% წილი კი იმას უკავია, რომ „პუტინს დასავლეთი რადიკალურ ისლამიზმთან ბრძოლისთვის სჭირდება, რასაც რუსეთი შეეჯახა“ როგორც საკუთარი ქვეყნის ფარგლებში, რაც ჩრდილოეთ კავკასის აჯანყებულთა მოძრაობაში გამოიხატება, ასევე შუა აზიაში.

 

ამგვარ გადაფასებას სერიოზული შედეგები მოჰყვა. რუსეთის ახალი საგარეოპოლიტიკური დოქტრინის თანახმად, რომელიც რუსულმა Newsweek–მა მოიპოვა, რუსული საგარეო პოლიტიკის საფუძვლად უნდა იქცეს ისეთი მსოფლიოს კონცეფცია, სადაც  არც მტრები და არც მეგობრები არაინ, არამედ მხოლოდ ინტერესები. საქართველოსთან კონფრონტაციის, ნატოს მხრიდან საფრთხის არსებობასა და ამერიკელების „ანტისარაკეტო ფარის“ გეგმებზე საუბრის ნაცვლად, აქცენტი „რუსეთის ეკონომიკურ და კულტურულ დაახლოებაზე“ გაკეთდება ისეთ მეზობლებთან, როგორებიც არიან ევროკავშირი და ჩინეთი. წითელ მოედანზე ჩატარებული გამარჯვების დღის აღლუმი, რომელშიც რუსი ჯარისკაცების (და რუსული ბირთვული რაკეტების) გვერდით ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი და პოლონელი ჯარისკაცების მონაწილეობდნენ, აშკარად ამ ახალი სულის სიმბოლო გახლდათ. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის ახალ გეგმებზე კონსულტაციებში რუსეთის ჩართვის ინიციატივით გამოვიდა. ამ წლის დასაწყისში რუსეთმა ამერიკასთან დიდი ხნის ნანატრ სტრატეგიულ შეიარაღებაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი. იმასაც ამბობენ, რომ შეერთებული შტატები ახლა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებას ლობირებს, რომლითაც დასავლეთი რუსეთს 1993 წლიდან აქეზებდა. „როდესაც ბრიუსელში ჩავედი, ასეთ დათბობაზე ვერც კი ვიოცნებებდი“, – ამტკიცებს როგოზინი, ნაციონალისტური განწყობების პოლიტიკოსი, რომელსაც მკვეთრი გამონათქვამები ახასიათებს და ნატოში რუსეთის ინტერესების წარმოსადგენად ორი წლის წინ დაინიშნა. ოდესღაც მან ალიანსს „დაბრმავებული მარტორქა“ უწოდა, ახლა ის „შესაძლებლობების სარკმელზე“ და „მთელი ნაგვის გატანის“ ერთობლივ მცდელობებზე საუბრობს, იმ ნაგვის, რომელიც ხელს უშლის ურთიერთობების გაუმჯობესებას.

 

ნაწილობრივ, ამ ტენდენციას შემთხვევითმა მოვლენებმაც შეუწყო ხელი. დღეს ნედლეულის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე ის სკეპტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს 2008 წლის ფინანსური კოლაფსის დროს. ეს, თანდათან ამოწურვად რუსეთის ნავთობის მასტაბილიზირებელ ფონდთან ერთად, პუტინს ქვეყანაზე კონტროლის შენარჩუნებაში დაეხმარა ფულადი ნაკადების წყალობით, რომლითაც ის აღელვებულ მუშახელს ამშვიდებდა. უკრაინაში პროდასავლელმა პოლიტიკოსებმა დაუსრულებელი კინკლაობით ხელისუფლებისკენ გზა გაუხსნეს მოსკოვის კაცს – ვიქტორ იანუკოვიჩს. პოლონეთთან ურთიერთობა მკვეთრად გაუმჯობესდა ავიაკატასტროფაში პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაღუპვის შემდეგ. იმ დღეს კაჩინსკი კატინის ტრაგედიის წლისთავის აღსანიშნავად ერთობლივ რუსულ–პოლონურ ღონისძიებაზე მიემგზავრებოდა. რუსეთმა არამხოლოდ სწრაფად გამოიძია მომხდარი კატასტროფა – პუტინმა ღიად აღიარა, რომ კატინის მსხვერპლნი „სტალინის რეპრესიების ცეცხლში დაიწვნენ“. ყოველთვის, კატინი  რუსეთის მხრიდან მეზობლებთან წესიერი დამოკიდებულების საზომად ითვლებოდა: 1990 წელს მიხეილ გორბაჩოვის მიერ იმ ფაქტის აღიარებამ, რომ ხოცვა–ჟლეტა საბჭოთა კავშირის და არა ნაცისტების ორგანიზებული იყო, აღმოსავლეთ ევროპაში ბევრს საბჭოთა ეპოქაზე სიმართლის თხრობისკენ უბიძგა.

 

თუმცა, დიდიწლად დათბობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. პუტინიც და პრეზიდენტი მედვედევიც ბოლო დროს აქტიურად თამაშობენ რუსეთის მაღალი რანგის სავაჭრო წარმომადგენლების როლს. დღეს, რუსეთის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტების სია უკვე მნიშვნელოვნად გრძელია. მხოლოდ ცალკე აღებულ გერმანიასთან პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის მონაწილეობას ახალი თვითმფრინავის Airbus A350–ის შემუშავებასა და წარმოებაზე, Deutsche Bahn–თან და Siemens–თან ჩქაროსნული რკინიგზის განვითარებაზე, და ხელშეკრულებას რუსეთში Volkswagen–ის, Daimler–ის და BMW–ქსელის გახსნის შესახებ – აღარაფერს ვამბობთ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადზე“, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე აშენდება. ამ თვის დასაწყისში მედვედევი, სკანდინავიიდან ინვესტიციების მოზიდვის სურვილით, დანიას და ნორვეგიას ეწვია. მან ხელი მოაწერა შეთანხმებებს ბარენცის ზღვის რესურსების განაწილებაზე, ერთობლივ გემთსამშენებლო პროექტებზე, ენერგომომარაგების, ნანოტექნოლოგიების და კომუნიკაციების სფეროს პროექტებზე, ასევე შეძლო ნორვეგიასთან საზღვართან დაკავშირებული ძველი დავის დასრულება. რუსეთმა მსოფლიოზე გაბრაზება უნდა შეწყვიტოს და გაიღიმოს, განაცხადა მედვედევმა.    

 

რუსეთში რეფორმების მომხრეთა საუბედუროდ, თავად ქვეყანაზე დათბობა არ ვრცელდება. მედვედევის ლიბერალური განცხადებების მიუხედავად იმის შესახებ, რომ ოპოზიციურ პარტიებს მეტი ადგილი უნდა მიეცეთ, სინამდვილეში კრემლი ოპოზიციას სასტიკად ავიწროვებს, მას „ტერორიზმში“ ადანაშაულებს და ცდილობს მიიღოს კანონი, რომელიც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს ადამინების სასამართლოს გარეშე დაპატიმრების უფლებას მისცემს. კრემლს რეალური რეფორმების ეშინია, რადგან „ლიბერალიზმი მის კორუმპირებულ სისტემას დაანგრევს“, – ამტკიცებს ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი – ყოფილი ვიცე–პრემიერი ბორის ნემცოვი. თუმცა, არცერთ დასავლურ მთავრობას დათბობის საფრთხის ქვეშ დაყენება არ სურს და კრემლს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო არ აკრიტიკებს. „დასავლეთი კრემლს ფაქტობრივად არ აკრიტიკებს“, – აცხადებს მოსკოვის კარნეგი ცენტრის თანამშრომელი მაშა ლიპმანი. „იმავდროულად რუსეთის საშინაო პოლიტიკა ისეთივე ავტორიტარულია, როგორიც ადრე იყო, და შესაძლოა უარესიც კი გახდა“.

 

შესაძლოა რუსეთის დემოკრატია გაიყინა, თუმცა პუტინის გარდაქმნა ამერიკის მკაცრი კრიტიკოსისგან რუსული ბიზნესის მეგობრულად განწყობილ სავაჭრო წარმომადგენლად, აღსანიშნავი და მისასალმებელია. დათბობის საცდელ ქვა   გახდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების პრობლემა, რაც დასავლეთს რუსეთთან ვაჭრობასა და ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებაში ხელს უშლის. გასულ ივნისში, პუტინმა მსო–ს საკითხზე მოლაპარაკებები ყველასთვის მოულოდნელად მიატოვა და სანაცვლოდ ბელორუსთან და ყაზახეთთან საბაჟო კავშირის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. დღეს ეს კავშირი ნამდვილად არ ყვავის და რუსეთი მსო–ზე მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს ივნისში, ევროკავშირთან სამიტის და მედვედევი–ობამას დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ. ნიშანდობლივია ასევე აშშ–სთან ბირთვულ სფეროში კომერციულ თანამშრომლობაზე შეთანხმებების (რომლებიც შეწყდა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ) შესაძლო აღორძინება, რაც რუსეთს ამერიკული ბირთვული საწვავის გადამუშავებისა და ერთობლივ კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. ეს შეთანხმებები დასავლეთისთვის სასარგებლოა, რადგან ისინი იმის პერპექტივას ამცირებს, რომ პუტინი წარსულ აგრესიულობას დაუბრუნდება.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...