FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 ყველაფერი სიმართლის გარდა - ჟურნალისტიკა ქართულად >>> დანტე თბილელი 8 აგვისტოს დაწყებული ტრაგედია ჯერ კიდევ არ გამხდარა საზოგადოების ფართო სპექტრის განსჯის საგანი. საქართველო იარებს იშუშებს. თუმცა ქართული მედიის მიერ 8-13 აგვისტოს განვითარებული მოვლენებისა და შემდეგი დღეების გაშუქებით თუ ვიმმსჯელებთ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ეს 5 დღიანი ეპიზოდი ყოველგვარი განხილვის გარეშე მიეცემა წარსულს. როგორც ჩანს ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობა იმის ძიებით უფროა დაკავებული, რამდენი შტეფსელი, უნიტაზი და ნახმარი ფეხსაცმელი მოიპარა რუსმა ჯარისკაცებმა, ვიდრე საზოგადოებისთვის ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის სრული სურათის აღწერით. რატომ არ იმუშავეს წლების განმავლობაში წარმატებულ პროექტებად მონათლულმა სახელმწიფო უწყებებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურმა, საგარეო დაზვერვამ, კონტრდაზვერვამ? რატომ აღმოჩნდა საქართველო და ქართული არმია დაუცველი საჰაერო თავდასმისაგან? რაზე იხარჯებოდა მილიარდობით ლარი და რატომ გადაწყვიტა "უმაღლესმა მთავარსარდალმა" მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციური წესრიგის დამყარება იქ და იმ დროს, როცა ქვეყანა, შეიარაღებული ძალები, ყველაზე ნაკლებად იყვნენ მზად რუსეთის არმიასთან გარდაუვალი შეტაკებისთვის? რეალურად რამდენი სიცოცხლე დაკარგა საქართველომ და ვინ აგებს პასუხს დანაშაულზე ერისა და ქვეყნის წინაშე? კიდევ ათასი პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებს საქართველოს არაერთ მოქალაქეს, რომელსაც სრული უფლება აქვს იცოდეს, ვინ და რატომ დაუშვა მომხდარიყო ის, რაც მოხდა და რა მოხდა? სამწუხაროა მაგრამ დიდხანს მოგვიწევს სიმართლის ლოდინი. რადგან… "პატრიოტობაზე თავგადაკლული" ქართული მედია კითხვებს არ სვამს. სავარაუდოდ, პასუხებსაც არავინ გაგვცემს და არც პასუხს აგებს ვინმე, არადა "ნაძირლებმა" ქვეყანა დააჩოქეს. ტელევიზიების მიერ ტირაჟირებული ოფიციალურ პირთა განცხადებები ცუდი ნუგეშია ათასობით ადამიანისთვის, რომელთაც ვერც ცოცხალი ნახეს ახლობელი და ვერც მკვდარი. ათიათასობით გუშინ წარმატებული ადამიანი დღეს სჰუმანიტარული დახმარების მოლოდინშია და ეს მაშინ, როცა მათი და ქვეყნის ტრაგედიის ყველა ავტორი თანამდებობას ინარჩუნებს. არც მეტი არც ნაკლები, ქართველი ხალხის სახელით საუბარი და ისიც გამარჯვებაზე, ქართულ მედიაში არც პროტესტს იწვევს და არც განსჯის საგანი ხდება. ყველაფერი სიმართლის გარდა - ეტყობა ეს უცნაური დევიზი შეიცნო ქართული მედიის ძირითადმა ნაწილმა. პროფესიონალიზმი საქართველოში კრიტერიუმი არ არის და, ამდენად, რა გასაკვირია, რომ ნაცნობ-მეგობრებით დაკომპლექტებული მედია ხელისუფლების პროპაგანდისტული კამპანიის იდეალურ ინსტრუმენტად იქცა. გადაწყვიტავს ხელისუფლება, რომ 8 აგვისტოს საქართველომ გაიმარჯვა, ქართული მედიაც შესაბამისს სურათს დახატავს. იქნება პირდაპირი ეთერები რუსთაველის გამზირიდან სადაც გამარჯვებისგან გონებადაბინდული ადამიანები ერთმანეთს რუსეთის ახლო განადგურებას ულოცავენ. გადაწყვიტავს ხელისუფლება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის სახელის ხმამაღლა ძახილი უშველის საქართველოს, არც ეს არის პრობლემა და ისიც პირდაპირ ეთერში. გადაწყვიტავს ხელისუფლება, რომ ხალხს ომის დროს დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის ცოდნა არ სჭირდება - პრობლემა არ არის, ქართული მედია არც თვითმხილველთა ნაამბობს დაგიდებს რამედ, არც დაჭრილებით გადატენილ საავადმყოფოებს დაინახავს. გადაწყვიტავს ხელისუფლება, რომ სიმართლე არ ვარგა და კრიტიკას ურა პატრიოტიზმი ჯობია, "ჟურნალისტებიც" დარაზმულად რუსეთის არმიის "ბომჟი" ჯარისკაცების მოპარული უნიტაზების რაოდენობას ითვლიან, ქართულ დემოკრატიას აღმერთებენ, ამერიკა რუსეთის ომს წინასწარმეტყველებენ, საქართველოს ნატო-ში გარდაუვალი გაწევრიანებით აკვირვებენ ნატოს უკვე წევრ ქვეყნებს. და თუ ხელისუფლებამ ისიც გადაწყვიტა, რომ თბილისის ქუჩები ვარდისფრად გადაღებოს, კითხვას არავინ დასვავს, რომ შემთხვევით ღმერთი არ გაუწყრეს და პატრონი არ გაუბრაზდეს. უკაცრავად... ხეწლისუფლებამ ეს ყველაფერი უკვე გადაწყვიტა. P.S. კითხვები აუცილებლად დაისმევა. კითხვები დაისმევა… და მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ კითხვის ავტორი აუცილებლად შეირაცხება ხელისუფლებისა და პატრონმორჩილი "ქართული მედიის" მიერ რუსეთის აგენტად, მოღალატედ, არანორმალირად ან ნორმალურად ბრჭყალებში. კითხვები დაისმევა, რადგან ყოველთვის ხალხის სამსახური სჯობია ტელეკომპანია BBC-ის ეთერში ჰალსტუხის ჭამას. ყოველთვის ხალხის სამსახური სჯობია. ჟურნალისტი. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ketusa Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 რაც წავიკითხე ვაი რომ მართალია ობიექტური მედია გვყავს უდაოდ ვაი აღარ ჩანს მზე ცის კაბადონზე სამწუხაროდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted August 22, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 მზე სადღაც იქაა, მაგრამ არა აქ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ketusa Posted August 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2008 მზე სადღაც იქაა, მაგრამ არა აქ...ბნელა ვაი ბნელა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნოდარი664 Posted November 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2009 სამწუხაროა რო ასე ფიქრობ ქართულ ჟჲრნალისტიკაზე თუმცა მიუხადავად იმისა რო რაგაცაში გეთანხმები მე მაინც ერთი აზრი გამიჩნდა რომ ეს მხოლოდ განაწყენებული სტუდენტის აზრებია რომელსაც სამსახურზე უარი უთხრეს.........მაპატიე ეს ჩემი აზრია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2009 ნოდარი664 გამიჩნდა რომ ეს მხოლოდ განაწყენებული სტუდენტის აზრებია რომელსაც სამსახურზე უარი უთხრეს.შეიძLება მარა ძველი თემაა ))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2009 საინტერესო წერილია!პრობლემა მე მგონი ორ უკიდურესობაშია, ან 100% პრო-პოზიციური სტატიებია ანაც 100% პრო-ოპო, სიმართლე როგროც უმრავლეს შემთხვევაში საღაც შუაშია. ისე მადერიას და კალაძის კონფლიკტი გამახსენადა და წარმომიდგნენია პოლიტიკურ თემაზე რაიმე კრტიკულის დამწერს რა დაემართება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.