Jump to content
Planeta.Ge

ალასანია ქულების დაგროვებას იწყებს


Recommended Posts

murTazi

ბატონო მურთაზი

1.პომპიერო კაცი არ არის ქალია.

2.სად ნახეთ ალასანიას მიმართ ღვარძლი და კბენა.იხილეთ რესპების საიტზე republicans.ge უსუფას განცხადება ამასთან დაკავშირებით.

3.იქნებ სხვების განცხადებებსაც მიადევნოთ თვალი, რეებს ამბობენ.

4.ასევე შეხედეთ თუ ხელისუფლების ნებით ვინ მიიღო თანამდებობები საკრებულოში, ეს არაფერს არ გეუნებათ. ეს არა პარტიის, არამედ ჩემი ჩემი პირადი აზრია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 89
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

murTazi

სიტყვიერი გაფრთილება თქვენი წინა პოსტის გამო. მეტი პატივი ვცეთ თანაფორუმელებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხს განსაკუთრებით არ მოწონს არაკულტურული და ღვარლიანი ქცევა.

კულტურით და სიყვარულით სავსე პოსტი გაქვთ, ვერაფერს ვიტყვი :D

ქალებივით კბენების

ესაც ძლიერი პასაჟია -- ტაქტიანი და მთავარია, დემაგოგიის ნასახი არაა შიგ :D

 

 

ერთმანეთის კრიტიკა თანაც საჯაროდ შეწყვიტოთ

მიეჩვიეთ პარტნიორობას

მომისმინე, ძვირფასო! როდესაც ლიდერს პრეტენზია აქვს, რომ ლიბერალურია და არა ავტორიტარული, კეთილი უნდა ინებოს და მანამდე განაგრძოს მოლაპარაკება პარტნიორებთან, სანამ კონსენსუსს არ მიაღწევს. სხვა შემთხვევაში პარტნიორი იტოვებს უფლებას, თავისი პოზიცია ქონდეს და საჯარო განცხადებაც გააკეთოს, თუ საჭიროდ ჩათვლის. მე ამაზე გამოვთქვი აზრი და ნაწილობრივ შენს პოზიციაზეც ვიყავი და ვარ, რომ ძალიან მკვეთრი იყო რესპების განცხადებები, რომ ასეთი კრიტიკა უბრალო მოკვდავებმა უნდა გამოვთქვათ ხოლმე აუცილებლად, მაგრამ არა ლიდერებმა. ეს სადღაც ამ ფორუმზეც დავწერე, ამაზე დავსვი წერტილი და ალასანიაზე არაფერი მითქვამს. მაგრამ ახლა ვიტყვი: როდესაც აცხადებს, რომ მე მივიღეო გადაწყვეტილება და ისე ვიქცევი, როგორც საჭიროდ ვთვლიო, უკვე ავტორიტარული და სულსწრაფი განწყობის გამოხატულება იყო. მმანამდეც ალასანია დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც პარტნიორებთან არ იყო შეთანხმებული და ზოგჯერ საერთოდ ინფორმირებულებიც არ იყვნენ.

 

ტაქტიანობა აქამდე ალასანიას ერთადერთი უპირატესობა იყო სხვა პოლიტიკოსებთან შედარებით, პატარა ნიუანსებს თუ არ ჩავთვლით, და ახლა ამასაც თუ დაკარგავს, ძალიან გული დამწყდება :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რესპები უნდა დაფიქრდნენ, რატომ არის რომ ვერცერთ პარტნიორთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ 20 წელიწადი

 

სერიოზულად ვიძახი, არ ხდება მასე, რომ ყველა ცუდია და მხოლოდ ისინი არიან კარგები

რესპებს სხვებთან შედარებით უფრო დიდი ხანია მკვეთრად აქვთ ჩამოყალიბებული თავიანთი ხედვა, ახსნა კი ნამდვილად უჭირთ. პირად საუბრებში, როდესაც რაღაც მიუღებლად მეჩვენება ხოლმე, უმეტესწილად ისეტ განმარტებას ვღებულობ, რაც სავსებით გასაგები და მისაღები ხდება ხოლმე. ყველაფერი არა, რა თქმა უნდა.

 

ვფიქრობ, პარტნიორებსაც იგივე პრობლემები ექნებათ.

 

კიდევ ვფიქრობ, რომ შეცდომები ყველამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს, არამარტო რესპებმა.:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

როგორც ვატყობ, ბევრს ცნებების აღრევა მოსვლია. ჯერ იყო და ბელადებს და ბელადომანიას ებრძოდნენ, ახლა კი რესპებს საყვედურობენ, ალასანიას ჭკუაზე ბრმად რატომ არ დადიოდითო.

 

 

ჭრელო პეპელაა, რაა

ამ ბევრში და ჭრელო პეპელაში მე ვიგულსხმები სავარაუდოთ :D

ვეცდები მეათეჯერ, გასაგებ ენაზე პასუხი გავცე.

თუმცაღა რესპუბლიეკელების ფანებისთვის როგორც წესი სხვა (არამათი)პოზიცია მუდამ გაუგებარი რჩება ხოლმე :))

ბელადომანია, და ბელადის ძიებაა ის რომ რესპუბლიკელები ერთმანეტს საჯაროდ არ აკრიტიკებენ?

არა ხო?

თუკი ეს არაა ბელადომანია, მაშინ რატომ იქნებოდა ბელადომანია ალასანიას საჯაროდ არკრიტიკა და შიდა სამზარეულოში მოხარშვა? :)

ძალიან მარტივი და გასაგები ენით არის ხომ? :))

დასკვნა? იმიტომ რომ, ეს ორი სხვა და სხვა და განსხვევაბული ძალაა, რომლის პოზიციებიც, ამბიციებიც და ხედვებიც იმდენად არ ემთხვევა ერთმანეთს რომ შიდა სამზარეულოდან უკვე საჯარო ველზე გადადის.

გარდა ამის :)) ჩემო პომპიერო :)) გუშინდელ ლევან ბერძენიშვილის პრესკონფერენციას თუ მოუსმინე, ეგ მაინტერესებს...

ერთი ძაააააალიან ნიშანდობლივი და ჭეშმარიტი რესპუბლიკური სულისკვეთებეით გამსჭვალული ფრაზა თქვა :)) გაფრთხილებული იყო, აშკარად, თავს იკავებდა მაგრამ ბუნებას სად გაექცევი? :D :D :D მაინც იტუნტრუცა :D :D :D

ჩვენო ვთვლიდითო რომ რესპუბლიკურ პარტიას უფრო მეტი გავლენა უნდა ჰქონოდა ალიანსშიო :), მათ ასე არ ცათვალესო :)

და მე შენ გეტყვი, ალიან სწორიც ქნეს.

მუდმივი ლუზერების გავლენა არ გაიშვას სადმე რა...

+ ამას, ალიანსი არ ნიშნავს რომ შენ უნდა შეიერთო სხვა პარტიები :)) ეს ნიშნავს რომ შენ მათტან უნდა ითანამშრმოლო. რაც რესპუბლიკელებს აშკარად არ გამოზდით :)

ალასანიამ ჩათვალა რომ მას შესწევს ძალა რომ დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას.

ვნახოთ.

გამარჯვებულებს არ სჯიან ;)

ისე კი, მე პირადად საერთოდ არ წარმომიდგენია რატომ უნდა გაუჩნდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას რესპებთან აწი კიდევ ერთ ალიანსში ყოფნა.

თანამშრომლობა? კი ბატონო.

ურთიერთობა და კოორდინაცია? აგრეთVე.

მაგრამ ეს ადამიანები, ჩემის აზრით, ნაცების მერე ყვეალზე ვერაგი და არასაიმედო ადამიანები არიან...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ბევრში და ჭრელო პეპელაში მე ვიგულსხმები სავარაუდოთ

კი :D მურთაზი არ გამხსენებია მაგ დროს, მაგრამ თავის თავზე მიიღო მაინც, ;) არცთუ უსაფუძვლოდ

ბელადის ძიებაა ის რომ რესპუბლიკელები ერთმანეთს საჯაროდ არ აკრიტიკებენ?

არა ხო?

მაგაზე ზემოთ დავწერე, როცა კონსენსუსი ვახსენე. თუ შეგიმჩნევია, ძუკუც და მეც ვწერთ ხოლმე, რომ საკუთარ მოსაზრებას გამოვთქვამთ და არა პარტიის პოზიციას. საჯარო კრიტიკა არც მე მიყვარს, ფორუმზეც დიდი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსივით ხშირად თავს ვიკავებ ხოლმე და ვცდილობ, კეთილგანწყობით გავაკრიტიკო. ნუ არ გამომდის ისე, რომ ვიღაცას სულ არ მოხვდეს გულზე.:)

ეს ორი სხვა და სხვა და განსხვევაბული ძალაა, რომლის პოზიციებიც, ამბიციებიც და ხედვებიც იმდენად არ ემთხვევა ერთმანეთს რომ შიდა სამზარეულოდან უკვე საჯარო ველზე გადადის.

მოდი, რესპები თუ სუსტი ძალაა, სხვები, ნაცმოძრაობის გარდა, ჯერ ძალა საერთოდ არაა :D

პრესკონფერენციას თუ მოუსმინე, ეგ მაინტერესებს...

არ მომისმენია და ცოტა მეზარება კიდეც, მაგრამ შენი ხათრით მოვუსმენ

ჩვენო ვთვლიდითო რომ რესპუბლიკურ პარტიას უფრო მეტი გავლენა უნდა ჰქონოდა ალიანსშიო

:D :D :D მაგას მეც ვთვლი.

 

სტრატეგიული საკითხები რესპების მომწონს, დიპლომატიურობა და ტაქტიანობა ალასანიასი, პიარტექნოლოგიებში ახლები არიან გამოცდილი, სალომეს თვალდახუჭული ვენდობი, რომ ქართული ორიენტაციისაა. არავინ მიმაჩნია :) უნივერსალურად

 

მაგრამ ეს ადამიანები, ჩემის აზრით, ნაცების მერე ყვეალზე ვერაგი და არასაიმედო ადამიანები არიან...

უი, არა ნამდვილად. ბევრი ეშლებათ თუ ცოტა, ეგეთები ნამდვილად არ არიან. ამიტომ ვიტან მოთმინებით, როცა რამეში სხვა აზრის ვარ :D

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

საეროდ წაიკითხე რაც დავწერე?

აი, მინუსი არავისთვის არ დამიწერია და ახლა ღირსი არა ხარ?

 

წავედი, არ მცალია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

აი, მინუსი არავისთვის არ დამიწერია და ახლა ღირსი არა ხარ?

:D :D :D შეხედე ჩემს რეპუტაციას და მერე გააკეთე დასკვნა შესძლებ თუ არა მაგით ჩემს შეშინებას :D :D :D

 

მოკლედ.

1. მოგიყვანე არგუმენტი თუ რატომ არიან რესპები არაკორექტული და კოოპერირებული მუშაობისადმი უუნაროები.

2. გითხარი რომ, თუკი ადამიანი თვლის რომ მას შესწევს ძალა, შემაფერხებელი ფაქტორები მოიცილოს, მან ეს უნდა გააკეთოს.

3. გითხარი რომ თუკი ალასანია, მეტ ხმას მიიღებს რესპების გარეშე ( და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ასეც იქნება ), ეს იქნება მისი წარმატება და რესპების წარუმატებლობა.

4. მე გითხარი რომ ჩემი აზრით რესპებთან ყოფნა ალიანსში არის შეუძლებელი, ვინაიდან ისინი ყოველთვის და მხოლოდ საკუთარ გაძლიერებაზე ფიქრობენ.რომ განვმარტო, ეს თავის მხრივ არ არის დასაძრახი პოლიტიკა თუკი მას შედეგები მოაქვს. მაგრამ როდესაც წლიდან წლამდე ადამიანებს ამოზდით ყელში შენი დესტრუქციულობა, ან უნდა შეიცვალო ( რებრენდინგი კი არა, ძირფესვიანი ცვლილება უნდა მოახდინო, განვითარდე, ევოლუციის ახალ ეტაპზე გადახვიდე თუ ასე უფრო გასაგებია ) ან უნდა დაიხურო ქუდი და დაამთავრო არსებობა.

 

შენ კი რა მიპასუხე იქნებ გადაიკითხო... :D

 

ეხლა მითხარით სადაა აქ ბელადები და ჭრელი პეპლები თორემ მინუსები წერა მეც ისეთი ვიცი რომააა :D :D :D აგერ სატურნს ჰკითხეთ თუ გინდათ :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანია ქულების დაგროვებას იწყებს

ვინმე ღვთისნიერი არ მეტყვით რამდენი ქულა აქვს ალასანიას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანია ქულების დაგროვებას იწყებს

ჩრდილოეთ კორეას უფრო მეტი შანსი აქვს მუნდიალზე ქულების დაგროვების,ვიდრე იკაკოს საქართველოში.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანია ქულების დაგროვებას იწყებს

 

 

ჩრდილოეთ კორეას უფრო მეტი შანსი აქვს მუნდიალზე ქულების დაგროვების,ვიდრე იკაკოს საქართველოში

სხვა მერობის ოპო კანდიდატებზე მეტი ქულა კი დააგროვა და :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

ქალებივით კბენების

წესიტ მურტაზი ამას რომ დაწერს არ უნდა გაგიკვირდეს ხომ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...