Jump to content
Planeta.Ge

„რადიო ფრანსის“ ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე მოწამლეს


Recommended Posts

„პარასკევს ნატოს მინისტერიალის დროს მოხდა ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი. რასმუსენის პრესკონფერენციის წინ თავი ვიგრძენი ცუდად. უცნაური გემო მქონდა პირში და თავბრუ მეხვეოდა. წინა ღამის უძილობას დავაბრალე და ყურადღება არ მივაქციე. ეს არის დაახლოებით 13:30. ნატოში მივედი. 8:30 წუთზე. დავლიე ყავა, ვიყიდე „კოკა კოლა“, დავდე ჩემს სამუშაო მაგიდასთან და გავედი მოსაწევად.

 

ველაპარაკე თამუნა ბაღაშვილს და ქეთი ქარდავას. შევბრუნდი პრესცენტრში. დავრეკე თამუნა რუხაძესთან და „მაესტროსთვის“ გადავუგორე ვიდეო. შემდეგ ვიყავი ბაჩო ახალაიას პრეს კონფერენციაზე. ესეც გადავუგზავნე თამუნას და ამ დროს თავი ვიგრძენი ძალიან ცუდად.

 

იწყებოდა რასმუსენის პრესკონფერენცია და „რადიო ფრანსისთვის“ უნდა გამაკეთებინა აუცილებლად რეპორტაჟი. ჩავწერე პრესკონფერენცია და ნახევრად მძინარე მდგომარეობაში გავაკეთე რეპორტაჟი. თვალები მეხუჭებოდა, ყველაფერი იყო გაორებული, მქონდა თავბრუსხვევა და პირში საძინლად მწარე გემო და პირის ღრუ მშრალი.

 

წამოვედი სახლში, მაგრამ მანქანის მართვა პრაქტიკულად არ შემეძლო. რამდენიმეჯერ გავაჩერე მანქანა და გადმოვედი ჰაერზე. მოკლედ 80 კილომეტრის გავლას მოვუნდი 3 საათი. ეს იყო პარასკევს ღამე.

შაბათს პრაქტიკულად ვერ გამაღვიძეს ჩემმა მეგობრებმა და გამოუძახეს სასწრაფო დახმარების მანქანას. ჰოსპიტალში მითხრეს რომ, სისხლში აღმოაჩინეს „ფენობარბეტალი“ და „ბენზოდიაზეპინი“.

 

ისმის კითხვა, რა მოხდა? არანაირ მედიკამენტს არ ვღებულობ და მითუმეტეს საძილეებსა და „ტრანკვილიზატორებს“. ეს - ერთი. მეორე - ნატოს ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არ არის დაკავებული ჟურნალისტებისათვის „ფენობარბეტალიანი“ „კოკა კოლის“ და ყავის მიცემით და მესამე - დავიჯერო, რომ უფალმა დაუშვა ასეთი სასწაული და თვითონ ყველასაგან დაუხმარებლად „ბენზოდიაზეპინი“ და „ფენობარბეტალი“ ჩემს ყავის ჭიქაში აღმოჩნდა? რაღაც არა მგონია.

 

უფრო მისაღები ვერსია ისაა რომ „ვიღაცას“ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა არ მოსწონს. „კონტექსტში არ ვჯდები“ (როგორც თვითონ ამბობენ ხოლმე). ჰოო და აგეე მოიფიქრეს გენიოსებმა. ფოფხაძემ 80 კილომეტრი უნდა გაიაროს მანქანით და ერთი პატარა ავტოავარიის პროვოცირება არავის ხელს არ შეუშლის (გადაღლილზე ჩაეძინა, და საჭე ვერ დაიმორჩილა. ასეთია ამ საქმის ლოგიკა. ასე ფიქრობენ ექიმებიც). მოკლედ ამათ გულის გასახეთქად გადავრჩი და საკმაოდ დიდ სკანდალს ვუწინასწარმეტყველებ.

 

ერთი კვირა უნდა ვიწვე სახლში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. უბრალოდ ჰოსპიტალში ვეღარ გავჩერდი და გამოვეწერე. იმ გადასხმებს სახლშიც გამიკეთებენ.

 

სერიოზულად და პროფესიონალურად იმუშვეს. ისე, რომ თითს ვერავის ვერ დაადებ, რომ უჩივლო. ეს ჩვენ ვიცით, საიდან რა მოხდა, თორემ ეს რომ მოუყვე აქაურ პოლიციას, ვერ გაიგებენ და ელემენტარულად არც დაგელაპარაკებიან. პროფესიონალურადაა გაკეთებული.

 

თუ მე სკანდალი ავწიე (და ამას 200% გავაკეთებ) ამათი კონტრნაბიჯი რა იქნება, იცით? „რეალ ტივი“ გააკეთებს ჩემზე რეპორტაჟს როგორი წყალწაღებული ნარკომანი ვყოფილვარ თურმე. იპოვიან ვინმე 20 ლარიან პრაშმანას, რომელიც ხმამაღლა და გამოთქმით მოყვება, როგორ იჩხირავდა ჩემთან ერთად, როცა ბელგიაში ცხოვრობდა; მარააა 120 კილოიანი წყალწაღებული ნარკომანი არსებობს ბუნებაში?

 

ისე გააკეთეს ეს ყველაფერი, ხელს ოფიციალურ დონეზე ვერავის ვერ დაადებ. „ნეპოიმანნი ნე ვორ“. ჩემი ანალიზების პასუხზე შეუძლიათ გითხრან რომ, რასა ბრძანებთ, ბატონო, ამ ფოფხაძემ თვითონ მიიღო რაღაც პრეპარატები და ახლა ახურებსო. მე ხვალ-ზეგ ვნახავ ნატოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს და ვთხოვ თუ პრესცენტრის დარბაზში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, ამოიღონ 11 ივნისის ვიდეოჩანაწერი და იქ გამოჩნდება, ვინ მივიდა ჩემს მაგიდასთან ჩემი აქ არყოფნის დროს. თორემ სხვანაირად ეს არის დაუმტკიცებელი ამბავი. ყოველ შემთხვევაში ბელგიის ფედერალური პოლიციის წარმომადგენლებსაც დაველაპარაკები არაფორმალურ გარემოში და მოვუყვები, რაც მოხდა“.

 

http://www.republicans.ge/index.php?module=A-newsletter&func=display&sid=1739

 

პ.ს. მდააა...ეხლა შემოვა სატურნი და იტყვის რატომ უნდა დავუჯეროთ ამ ადამიანსო? მე ასე გეტყოდი, თუ სკანდალი ატეხა, გამოძიება დააწყებია შესაბამის სტრუქტურებს, მაშინ დაეჯერება, და როგორც ჩანს სკანდალის ატეხვას მართლაც აპირებს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი ასე დავიწოთ.

ვის აწყობს? სხვა სიტყვებით, ა კამუ ონ ნა ხუი ნუჟენ? ვინაა საერთოდ? რას წარმოადგენს? რას აკეთებს? რამე გავლენა გააჩნია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. მდააა...ეხლა შემოვა სატურნი და იტყვის რატომ უნდა დავუჯეროთ ამ ადამიანსო?

 

 

 

მე ვიტყვი სატურნამდე და ესე ჰაერზე დაჯერებაც არ შეიძლება.ვნახოთ რა სკანდალს და რა ფაქტებს დადებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მე ვიტყვი სატურნამდე და ესე ჰაერზე დაჯერებაც არ შეიძლება.ვნახოთ რა სკანდალს და რა ფაქტებს დადებს.

არა მგონია ფრანგული რადიოს ჟUრნალისტმა კარიერა გარისკოს და ასეთი ტყუილები აბრეხვოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა მგონია ფრანგული რადიოს ჟUრნალისტმა კარიერა გარისკოს და ასეთი ტყუილები აბრეხვოს

 

 

ბიჯო დეპრეს,პრეზიდენტები იტყუებიან და ეგ ვინ არის? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიჯო დეპრეს,პრეზიდენტები იტყუებიან და ეგ ვინ არის? :givi:

 

რაცხა ნაბეტანი რბილათ იწამლებიან ამ ბოლო დროს.

 

საქარღველოში რამე ჯიგრული საწამლავი არ იშოვება? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისეთი კომენტარები წავიკითხე, უცებ ფორუმგეზე მეგონა თავი:))

 

თუ სკანდალის აწევა უნდა მაშინ ანალიზების პასუხებიც უნდა მოაყოლოს, ბელგიელები კი ტყუილად არ გასცემენ , თუ მართლა არ იყო მოწამლული.

ასე რომ - გაირკვევა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი ასე დავიწოთ.

ვის აწყობს? სხვა სიტყვებით, ა კამუ ონ ნა ხუი ნუჟენ? ვინაა საერთოდ? რას წარმოადგენს? რას აკეთებს? რამე გავლენა გააჩნია?

კარგა ხნის წინ ჩემი სტუდენტობისას AP-ს კავკასიის თუ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელობდა, წლები გავიდა ზუსტად აღარ მახსოვს. ასე თუ ისე ცნობილი ჟურნალისტია, მრავალწლიანი გამოცდილებით, მაგრამ ვის რაში შეუშალა ხელი ან ვის რატომ არ აწყობს მისი არსებობა არ ვიცი..

 

მერეა და რუხაძესთან რა აკავშირებს? საერთოდ რა აკავშირებს მაესტროსთან? რა მიზნები დგას მაესტროს პროექტის უკან? მოკლედ ეგ ჰამბები არ ვიცი, მაგრამ თუ რამე მოხდა შეიძლება ღირდეს რომა მოტივები სადღაც დაახლოებით ამ მიმართულებით ვეძიოთ.. ხრენ ეგო ზნაეტ..

 

არც იმას გამოვრიცხავ მაესტროს იგივე პონტში პიარს ქონდეს უახლოეს მომავალში ადგილი, რაც რუსთავი ორის ამოსაქაჩათ ედიკამ გააკეთა თავის დროზე შუსუსუ რომ შეიყვანა ერორში.. დიდი ინტელექტის პატრონები ეგენი ვერ არიან და საკმაოდ ხშირად მეორდებიან..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვის რაში შეუშალა ხელი ან ვის რატომ არ აწყობს მისი არსებობა არ ვიცი..

რას ქვია, ამასწინ დაწერა სტატია 6 ტვის ხვეწნის მერე როგორ მიიღო სარკოზიმ ჩვენი მიშიკო, პრესკონფერენციაც რომ არ გაუმართა ისე.

ეგ ისეთი ბოღმაა, დღეს ატეხა წივილ კივილი, რას ქვია ვიღაც არქიტექტორმა ჩემი შუშის ხიდი გაბედა და გააკრიტიკაო, კაი ხანია ასეტი

ისტერიკები არ მოუწყვია, არჩევნები ხომ დამთავრდა და....

ეგ ფოფხაძე კიდევ შვეიცარიაში თუ ავსტრიაში აწყობდა რაღაც ინფორმაციულ კონფერენციებს, თემა აღარ მახსოვს, მიშიკოსკენ რომ არ არის, ცხადია.

ხოდა, მადლობელი იყოს მხოლოდ დიაზეპამი რომ ჩაუყარეს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეგობრებო, შეიძლება იტყუება, შეიძლება სიმართლეს ამბობს,

ერთ რამეს შეგახსენებთ,

არჩევნების დროს დამკვირვებლების მსუბუქად მოწამვლის ფაქტებს, ნუ ფაქტები ნამეტნავია

მაგრამ ეგეც ხომ ითქვა :yes:

 

ნაცმო ამას იკადრებდა ასპროცენტიანი, ეს მათი მეთოდია :yes:

მაგრამ ეხლა, შეიძლება სიაფანდობს ან რაცხა იმისა არ იყოს ერთად ვიჩხირავდით :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...