Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ესპანეთი – შვეიცარია (პრევიუ)


Recommended Posts

http://imagecache.soccerway.com/new/teams/150x150/2137.gifVS http://imagecache.soccerway.com/new/teams/150x150/2201.gif

 

დღეს ასპარეზობაში პეპე რეინას და ფერნანდო ტორესის ესპანეთის ნაკრები ჩაერთვება, გთავაზობთ შეხვედრის პრევიუს.

 

დასაწყისი: 18:00

 

მსაჯი: ჰ.ვები(ინგლისი)

 

სტადიონი:მოსეს მაბჰიდა სტადიონი(დურბანი)

 

დღეს18:00 გაიმართება პირველი ტურის ერთერთი მთავარი მატჩი სადაც ოტმარ ჰიცბელდის შეგირდები შეეცდებიან ტორიადორობა იკისრონ და ესპანელი ხარები მოათვინიერონ.

 

შვეიცარიას საკმაოდ სიმპათიური გუნდი ჰყავს. ეს გუნდი ყოველთვის აოცებს მაყურებელს თავისი, როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური თამაშით. გუნდი შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში შევიდა, რადგან გუნდი მიუხედავად იმისა რომ 8/ფინალში გამოვარდა ბურთი არ გაუშვია. შვეიცარიის ნაკრები 2008 წელს მასპინძლობდა ევროპის ჩემპიონატს სადაც ყველა ფიქრობდა რომ გუნდი 4/ფინალში მაინც გავიდოდა.

 

შვეიცარიელებმა აქაც გააოცეს გულშემატკივრები, ჯერ

ჩეხეთთან და თურქეთთან წააგეს შემდეგ კი პორტუგალია დაამარცხეს. 2009 წელს კი შვეიცარიის საფეხბურთო ისტორიას დიდი ლაქა მოედო, რადგან გუნდმა ლუქსემბურგის ნაკრებთან საკუთარ მოედანზე დათმო შეხვედრა, მაგრამ გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ეს ამბავი გადაავიწყდათ. შვეიცარიას შესანიშნავად შეუძლია ითამაშოს მაღალი რანგის გუნდებთან ისეთი როგორც ესპანეთია. ამხანაგური შეხვედრები შვეიცარიამ საშინლად ჩაატარა მაგრამ იტალიის ნაკრებს ფრედ 0-0 ეთამაშა, რაც იმ სტატისტიკას ამყარებს რაც შვეიცარიას გრანდებთან გააჩნია. დღეს შვეიცარიას გუნდის სული და გული ა.ფრაი დააკლდება,

თითქმის გამორიცხულია გუნდის კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის ვ.ბეჰრამის თამაში.

 

მუნდიალზე ყველა ლაპარაკობს ესპანეთის ნაკრებზე, თითქმის ყველა ადამიანის სამ ფავორიტ ნაკრებში მაინც ესპანეთი მოიხსენიება, ეს აზრი მხოლოდ ჰაერიდან არ მოდის რადგან ესპანეთი მთავარი ფავორიტის ტიტულს ღირსეულად იცავს, მთავარი ფაქტორი კი მაინც 2008 წელს მიღწეული წარმატებაა. ესპანეთში მოთამაშე ვარსკვლავების უმრავლესობა ოქროს ბურთის კანდიდატია. გუნდის თითოეულ ფეხბურთელს მსოფლიო კარგად იცნობს, ესპანელებს მუნდიალზე მოხვედრა საერთოდ არ გაჭირვებიათ და ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო.

 

ესპანელები დღეს მინდორზე უდანაკარგოდ გამოვლენ მაგრამ მაინც საეჭვოა ა.ინიესტას თამაში რომელსაც სავარაუდოდ სესკ ფაბრეგასი შეცვლის. გუშინ დელბოსკემ განცხადება გააკეთა სადაც თქვა რომ ყველა ფეხბურთელი დაწყებული ტორესიდან და დამთავრებული ფაბრეგასით დღევანდელი მატჩისთვის მზად იქნება, დელბოსკემ აგრეთვე განაცხადა რომ ჯგუფში ყველაძე რთული შეხვედრა სწორედ დღეს ექნება მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა შეხვედრებს დაბალი პასუხისმგებლობით მოეკიდება. შვეიცარია კარგად არის დაცვით ფეხბურთზე აქცენტირებული, მაგრამ ესპანეთის ვარსკვლავური თავდასხმა შეეცდება შვეიცარიელებს ფლამენგო აცეკვოს.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...