FIORENTINO Posted August 21, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2008 რუსულმა კასეტურმა ბომბებმა სამოქალაქო პირები იმსხვერპლეს "Human Rights Watch" მოუწოდებს საქართველოსა და რუსეთს რუსული თავდასხმების შედეგად დატოვებული აუფეთქებელი ნაღმებისგან საქართველოს სოფლების მოსახლეობის დასაცავად ზომები მიიღონ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დოკუმენტურად დააფიქსირეს საქართველოში კონფლიქტის მიმდინარეობისას დამატებითი რუსული კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტი. "Human Rights Watch"-ის წარმომადგენლებმა გორის რაიონის სოფელ შინდისსა და მის შემოგარენში კასეტური ბომბების აუფეთქებელი ნაწილები ფოტოებზე დააფიქსირეს. "საქართველოში უამრავი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების გამო, თუმცა მოსკოვი უარყოფს აღნიშნული იარაღის გამოყენების ფაქტებს. მსხვერპლი გაიზრდება, თუ რუსეთი დაუყოვნებლივ არ მისცემს საშუალებას ადგილზე პროფესიულ გამნაღმველ ორგანიზაციებს გაწმინდონ დანაღმული ტერიტორიები", - განაცხადა "Human Rights Watch"-ის ხელმძღვანელმა, სამხედრო ანალიტიკოსმა მარკ გარლასკომ. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულ საჰაერო იერიშებს ქართულ შეიარაებულ შენაერთებზე სოფელ შინდისთან და ფხვენისთან კასეტური ბომბებით ინტენსიური დაბომბვამოჰყვა, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი მშვიდობიანი მოსახლე. ამის შემდეგ აუფეთქებელი ბომბების გამო დაიღუპა კიდევ 2 და დაიჭრა 5 მოქალაქე. ანალოგიურ შემთხვევას ადგილი ქონდა 10 დღის შემდეგ. 20 აგვისტოსთვის შინდისი და ფხვენისი რუსული კონტროლის ქვეშ რჩებიან . "Human Rights Watch"-მა მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებივ შეწყვიტოს კასეტური იარაღის გამოყენება. "Human Rights Watch"-მა აგრეთვე მოსთხოვა რუსეთს წარმოადგინონ ზუსტი მონაცემები კასეტური იარაღით განხორციელებული თავდასხმების შესახებ, რათა მოხდეს ამ ზონების გაწმენდა. ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დაუყოვენბლივ განუმარტოს თავის მოსახლეობას რადიო და სატელევიზიო გადაცემების მეშვეობით ამ იარაღთან დაკავშირებული საშიშროების შესახებ. საერთაშორისო ჰუმანური სამართლის მიხედვით, მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში აკრძალულია კასეტური თავადსხმები, თუ მიზნობრივად არ ხდება სამხედრო ობიექტების განადგურება. აღსანიშნავია, რომ არც რუსეთს და არც საქართველოს არ მიუღიათ მონაწილოება ოსლოს პროცესში, რომელიც 2007 წლის თებერვლში დაიწყო და მიზნად ისახავდა საკასეტო ბომბების აკრძალვის ახალი საერთაშორისო ხელშეკრულების შემუშავებას. 2008 წლის მაისში 107 სახელმწიფომ მიიღო კონვენცია საკასეტო ბომბების მუნიციების შესახებ, რომელიც კრძალავს მათ გამოყენებას, წარმოებას, გაყიდვას და შენახვას. კონვენციაზე ახალი სახელმწიფოების მიერთება 3 დეკემბერს ოსლოში განიხილება. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.