planetanews Posted June 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/24117_116687648352434_100000335978642_184533_3633650_n.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” დაიშალა. პოლიტიკური გაერთიანება ირაკლი ალასანიას გუნდმა დატოვა. ამ წუთებში პარტიის ოფისში საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ალასანიას გუნდის წევრები არიან შეკრებილები. ყოფილი “ალიანსელები” გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დრო მოვიდა, როცა პარტიამ თავისი დამოუკიდებელი გზით უნდა იაროს. ”ალიანსის” დაშლის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა თავად გაერთიანების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მისი განცხადებით, დრო მოვიდა, როცა პარტიამ თავისი გზით უნდა იაროს. ”ალიანსის” ყოფილმა ლიდერმა სხვა ოპოზიციურ პარტიებს ურთიერთთანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აუცილებელია ოპოზიციამ კოორდინირებულად და ერთობლივად იმოქმედოს, რათა მიზანი მიღწეული იყოს. ”ალიანსი საქართველოსთვის” რიგები პირველად პარტიის თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, შემდეგ კოკა გუნცაძემ და ირაკლი ბათიაშვილმა დატოვეს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts