planetanews Posted June 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/sakvarelidze_ramaz_701601492-300x268.jpgპოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, “ალიანსის საქართველოსთვის” დაშლის სავარაუდო მიზეზი არჩევნებზე მიღებული შედეგია. როგორც “პირWელს” საყვარელიძემ განუცხადა, “30 მაისის არჩევნების შემდეგ ალიანსმა თავი გამარჯვულად გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებულები არ იშლებიან”. “როდესაც რომელიმე ალიანსში გადაწყვეტილებას რამდენიმე სუბიექტი იღებს, მისი დაშლის მიზეზის დადგენა მარტივი არ არის. ალბათ, ისინი ერთმანეთში საარჩევნო მარცხის მიზეზების ძიებას დაიწყებდნენ, რაც დაპირისპირებას გამოიწვევდა”, – აცხადებს პოლიტოლოგი. რაც შეეხება ალიანსის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას სამომავლო პერსპექტივებს, საყვარელიძის აზრით, “ყველა პოლიტიკური ძალის და მათ შორის ალასანიას მომავალიც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა სიახლეს შესთავაზებს იგი საზოგადოებას”. შეგახსენებთ, რომ “ალიანსი საქართველოსთვის” დაიშალა. როგორც ირაკლი ალასანია აცხადებს, ალიანსში შემავალი პოლიტიკური ძალები – “ახალი მემარჯვენეები”, “რესპუბლიკელები”, “საქართველოს გზა” და თავად ალასანიას პარტია – ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” კოორდინაციის რეჟიმში დარჩებიან, თუმცა პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობას დამოუკიდებლად გააგრძელებენ და საკუთარი თავის გაძლიერებას შეეცდებიან. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts