Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- სოსო ცინცაძე: “ახლა ალასანიას საკმარისი დრო აქვს, საკუთარი პარტია გააძლიეროს”


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/soso-300x222.jpgპოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს პარტია “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ე.წ. რადიკალებთან ვერ წარმოუდგენია. როგორც  ცინცაძემ განაცხადა, “ალასანია ახალი გენერაციის პოლიტიკოსია, ქუჩის აქციებს არასდროს მიემხრობა და არც რადიკალებთან იქნება, რაც მისი პლუსია”.

 

“ადრე თუ გვიან, ალიანსის დაშლა მოხდებოდა და მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ახლა ალასანიას საკმარისი დრო აქვს, საკუთარი პარტია გააძლიეროს. რაც შეეხება ალიანსის დაშლის მიზეზებს, ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ალასანიასა და “რესპუბლიკელების” პრინციპული შეუთანხმებლობა იქნებოდა. “რესპუბლიკელები” რთული საკონტაქტოები არიან, ლიდერთა პარტიას წარმოადგენენ და კარგი გაგებით, სხვა ლიდერის ატანა გაუჭირდებოდათ. მე მათ ერთობას ყოველთვის ეჭვით ვუყურებდი”, – აცხადებს ცინცაძე.

 

შეგახსენებთ, რომ “ალიანსი საქართველოსთვის” დაიშალა. როგორც ირაკლი ალასანია აცხადებს, ალიანსში შემავალი პოლიტიკური ძალები – “ახალი მემარჯვენეები”, “რესპუბლიკელები”, “საქართველოს გზა” და თავად ალასანიას პარტია – “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” კოორდინაციის რეჟიმში დარჩებიან, თუმცა პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობას დამოუკიდებლად გააგრძელებენ და საკუთარი თავის გაძლიერებას შეეცდებიან.

 

პირWელი

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...