Jump to content
Planeta.Ge

კადრი ფილმიდან "გაუპრავებელი არჩევნები"


Recommended Posts

არ შეიძლება ასე ვაპატიოთ წარსული . მისი რესურსები კარგად ვიცი

 

 

თუ მიშას და მის კამანდას ვპატიობთ,ნოღაიდელი რა არის რომ? ისე ნაპატიებია ეგთაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ალასანიას არჩევნებში მონაწილეობა არ იყო შეცდომა, ეს იყო მთელი ოპოზიციის შეცდომა, რომელმაც საერთო ენა ვერ იპოვა.

 

მაგრამ .............. ალასანიას არჩევნების შემდეგი მიმართვები შეცდომა იყო და გაპრავება ამ რეჟიმისა.

არ იყო შეცდომა.

დარღვევების ფაქტები არ იყო იმ მასშტაბის დოკუმენტურად მოპოვებული, რომ აშკარა ყოფილიყო, რომ რეალურად მან მოიგო.

ეს რომ ცხადი ყოფილიყო, მაშინ სხვა საქმეა იბრძოლო რეალური გამარჯვების დასაცავად. მიუხედავად ამისა, 200-ზე მეტი საჩივარი გვაქვს შეტანილიო ხომ თქვა ერთერთ გამოსვლაში. ანუ იურიდიული ბრძოლა თავის პროცენტების ნაწილობრივ დასაბრუნებლად პროცესშია.

რომ არ ეღიარებინა დამარცხება, მაშინ უნდა გასულიყო ქუჩაში. რაც განვითარდებოდა ორი შესაძლო სცენარით: ბოიკოტისტები, რომელთა მთავარი მიზანი და იმედი ალასანაის დამარცხება და შემდეგ მისი დისკრედიტაცია იყო, არც ქუჩაში მიეხმარებოდნენ, ალასანაის ხალხს დაალეწავდნენ ცხვირ-პირს, შედეგი დადგებოდა ცუდი და თან ნოლი.

ვარიანტი მეორე - შეუერთდებოდნენ დიდსულოვნად ბოიკოტისტები და წავიდოდა მესამე იგივე წრე ბესელიას კივილით და გუბაზის ბრექვით, გრეჩიხას "ჯიგრობით".

არსებობს მესამე ვარიანტიც - გაბრაზებულ ალასანაის გადმოეღო თავისი პანკისური არსენალი და მოეწყო შეიარაღებული აჯანყება , - ნუ ეს ხუმრობით დავწერე რათქმაუნდა.

მან მიიღო ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება : ამ სეტში თავის დამარცხებულად ცნობა და სწრაფი ტემპით მზადება შემდეგი შეტევისთვის.

ამჟამად სიტუაცია იცით როგორი იყო? - იმასაც კი, ვისაც მისი მოგება უნდოდა, არჩევნებზე წასვლა დაეზარა ხშირ შემთხვევაში. იფიქრეს სხვა წავაო.

 

ვარიანტი მეორე - შეუერთდებოდნენ დიდსულოვნად ბოიკოტისტები და წავიდოდა მესამე იგივე წრე ბესელიას კივილით და გუბაზის ბრექვით, გრეჩიხას "ჯიგრობით".

აი მა ვარიანტს რაც შეეხება, რომც რამე გამოსვლოდათ, ამათ რა უნდა ჩააბარო? გულისამრევი ხალხია პროდაჟნიე ონი ვსე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი, არასწორი მიდგომაა მგონი ოპოზიიც დახარიხება როდესაც საერთო საქმეზეა საუბარი.

ნოღაიდელი არც მე მომწონს, მაგრამ ძლიერი რესურსები აქვს და უარის თქმა მგონი შეცდომაა.

პლოიტიკა თამაშია ეს დალოცვილი და არა რქებით მიწოლა.

დამიჯერე, თვითონ ნოღაიდელს, თვითონ ბურჯანაძეს და ა.შ არ უნდათ გაერთიანება. ზოგი დავალებას ასრულებს და ზოგს პრეზიდენტობა უნდა და მორჩა!წინასწარ თუ არ აღიარებ, წყალს არ მოგაწვდის რომ კვდებოდე.

ხოდა ბურჯანაძეს ვინც პრეზიდენტად აღიარებს, მე იმას პატივს არ ვცემ და ტქვენი არ ვიცი. მე ამ არჩევნებში მონაწილეობის მთავარ სიკეთედ სწორედ რომ ამ ნაგავი ხალხის აშკარა გამიჯვნა მიმაჩნია ალასანიასგან. მანამდე პატივის ცემა "ევალებოდა" ახალბედას "ვტერანების".

პოლიტიკოსი იმისთვისაა რომ შეცვალოს ეს "გარდაუვალი" და არა იმისთვის რომ მორჩილად მიყვეს დინებას.

ცვლილებას დრო უნდა, ხოლო იმაში, რომ ალასანია დინებას მიყვება, ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით. ფაქტების მიხედვით ყველაზე ნაკლებ კონფორმისტი აღმოჩნდა, არავის არ წაუხარა თავი სინამდვილეში, არც ხალხის ისტერიას აყვა არასდროს "ხმას აუწიოს!" "გააკრიტიკოს!" "ასე თქვას, ისე ქნას".

მასზე გავლენას როგორც ჩანს, იოლად არაფერი ახდენს. მანამდე ბერიძესაც უთხრა გადაცემაში ხმამაღალი ლაპარაკი ვიცი უყვართო, მაგრამ მე თუ ნებას მომცემთ ხმადაბლა ვილაპარაკებ, მაგრამ შევცვლიო.

ალასანია საინტერესო კაცია აშკარად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მან მიიღო ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება : ამ სეტში თავის დამარცხებულად ცნობა და სწრაფი ტემპით მზადება შემდეგი შეტევისთვის.

აქამდე ეს სვლა არავის გაუკეთებია ქართულ პოლიტიკაში. ამან გამოიწვია უნდობლობა .ერთადერთი მიმაჩნია უგულავასთან შეხვედრა არ უნდა ეჩქარა. დანარჩენი ...სპეციალურად გადავხედე მის ტექსტებს...

არსად გამარჯვების მილოცვა არ ყოფილა. ნაცებმა ტექნიკურად "შეტენეს" და რათქმაუნდა ოპოების დიდმა ნაწილმაც თავი დაუქნიეს.

ის არ წყინთ რომ ნაცების არგუმენტებს უკრიტიკოდ იღებენ. ალასანიამ ზუსტად ის გზა აირჩია , რომელიც მე მიმაჩნდა მიზანშეწონილად-ძლიერი პარტიის შექმნა. ამაზე სამი წელია ვპოსტავ..... :( ქვეყანას ესაჭიროება ცენტრისტული პარტია. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

გეთანხმებით სრულიად. მეც მისი "დამოუკიდებლობის" მომხრე ვიყავი სულ.

ახლა კი მთელი ძალით მოუწევს მუშაობა. მოდუნების საშუალება წუთი არ უნდა ქონდეს.

უგულავასთან შეხვედრა ცხადზე უცხადესი იყო, რომ ცუდად უნდა შეებრუნებინათ, ამ აჟიოტაჟის ფონზე, რომ არჩევნები მოიგო ხელისუფლებამ, ხალხი გამწარებულია, ცხადია ჯობდა არ მომხდარიყო შეხვედრა, თუმცა ისიც არ ივარგებდა, როცა გეუბნებიან შენი პროგრამიდან რამეს შევასრულებ ისეთი კარგი ვარო და შენ რომ უკრძალავ არ შეასრულოო. ვაიდა არ ტყუის და მართლა ასრულებს? (ამის რათქმაუნდა არ მჯერა)

ეჰ... ძნელია კიდევ დროში გაჭიმვის წარმოდგენა, რათქმაუნდა დღესვე მერჩივნა ყველა შედეგი, მაგრამ სადაც ამდენი წელი, დავიციდ და ერთხელ მაინც გაკეთდეს, მაგრამ საფუძველში გაკეთდეს სწორი ნაბიჯები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

murTazi

ეჰ... ძნელია კიდევ დროში გაჭიმვის წარმოდგენა, რათქმაუნდა დღესვე მერჩივნა ყველა შედეგი, მაგრამ სადაც ამდენი წელი, დავიციდ

ვინაა შემცვლელი თორემ შეცვალონ... :D

ჰა გავყვებით ბატონო :yes: ტაშს არ დავუკრავთ ,მაგრამ ხელსაც ვინ უშლის.

ალასანიას გზა მესმის მტკივნეულად ხვდება ყურს ,თუმცა სხვა გამოსავალი მე პირადად მიჭირს მოვიფიქრო . :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისა და ... ზუსტად ეგრე არ მოხდა ყველაფერი რო? :)

გარდა მეორე აბზაცისა, კერძოდ "ნოღაიდელის ჯგუფის მიერ ჩატარებული მიტინგი კვლავინდებურად დაირბა, მაგრამ პოლიცია აკონტროლებს სიმშვიდეს".

ასე რომ ეს

http://i50.tinypic.com/zwn58n.jpg

არ არის საჭირო :)

 

როდესაც აქ უცხოელი დამკვირვებლები თუ შუამავლები ჩამოდიან ან ადგილობრივი ელჩები ხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს ვის ელაპარაკებიან ხოლმე?

ჩამოვთვალოთ, OK?

 

ალასანიას,

რესპებს,

ახლებს,

ბურჯანაძეს,

სალომეს,

კონსერვებს,

ლეიბებს,

გრეჩიხას,

ფორუმს,

მრეწველებს,

ქმდ-ს.

 

გამომრჩა ვინმე? მგონი არა. ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება რომელიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა სადაც მაგალითად თორთლაძე, მე თვითონ, ედპ და მსგავსი ხარახურები მიეწვიოთ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები

 

ეხლა ხელახლა გადავავლოთ თვალი ჩემს მიერ ჩამოთვლილ სიას:

 

ფორუმმა, გრეჩიხა, ლეიბებმა და ბურჯანაძემ არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში.

ალასანია,რესპები,ახლები და სალომე ბლოკში იყვნენ და პირველებმა განაცხადეს რომ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას და ალასანიას ასახელებდნენ იმდენად უალტერნატივო კანდიდატად რომ მისი ჩანაცვლება არანაირად და არაფრის ფასად არ განიხილებოდა. შესაბამისად თავისთავად ცხადი გახდა, რომ ქდმ და მრეწველებიც დააყენებდნენ საკუთარ კანდიდატებს. ანუ 11 ოპოზიციური სუბიექტიდან 6 იღებდა უკვე მონაწილეობას და გაპრავება ზედ იყო უკვე. ანუ ალიანსს რომ თავიდანვე უარი ეთქვა რჩებოდა 2 სუბიექტი: მრეწველები და ქდმ. ვინც რა არ უნდა მიმტკიცოს, 3000%-ით ვიცი (არ მგონია და არც ვასკვნი, ვიცი), რომ ოპოზიციური ერთობის შემთხვევაში მრეწველები მზად იყვნენ ამ ერთობას დათანხმებოდნენ იქნებოდა ეს ერთიანი კანდიდატი თუ ბოიკოტი. ასე რომ დარჩებოდა ერთი ქდმ.

მოკლედ ეს ერთი ქდმ ერთი მერცხლის ჭიკჭიკისა არ იყოს ვერ გაუპრავებდა არჩევნებს და გარდა ამისა მათთან ხელისკვრის ნაცვლად აქტიური მუშაობის შემთხვევაში არ იყო გამორიცხული, მათაც ბოიკოტი გამოეცხადებინათ არჩევნებისთვის, თუნდაც 50%-ნი ბარიერის არმიღების გამო.

 

ყველაზე მთავარი გარემოებები კი ის არის, რომ ძალიან ბევრი დრო, ფინანსები, ნდობა, განწყობა და იმედი დაიკარგა ამ დემოკრატიულობანას თამაშით, მაშინ როცა ეს დრო, ფინანსები, ნდობა, განწყობა და იმედი სწორი მიმართულებით რომ მიემართათ ან ძაღლი მოკვდებოდა ან ძაღლის პატრონი ანუ ხელისუფლებას თუ ვერ მოაშორებდნენ მნიშვნელოვნად დაასუსტებდნენ მაინც და ესე კი ქალაქის გასაღები თავისი ხელით მიართვეს ყაენს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

სმკს ყავს სათანადო მხარდამჭერები რომ მოსახლეობის ნაწილი გამოეყვანათ არჩევნებზე ....ამომრჩეველტა ნაწილი პასუხისმგებლობის გრძნობის მოსახდელად მივიდოდა . არანაირი შანსი ჩაეშალათ არჩევნები ოპოებს არ ქონდათ :no: ნუ ქმნით მითებს "დაუმორჩილებლობაზე" და მგონი უკვე იჯერებთ .აწმყოზე იფიქრეთ ჯობია.

საქმეც იმაშია ბოიკოტის შემთხვევაში იქმნებოდა რაღაცრაღაც ილუზიები. დღეს ეს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

 

http://i50.tinypic.com/zwn58n.jpg

ჰა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

ლაშა ილუზიებში შენ ცხოვრობ ჩემდა გასაკვირად. დიდი ხანია უკვე სიზმარში ხარ და ვერ გაგაღვიძეს. ერთი ჩაინიკი ცივი წყალი გიშველის შენ კისერში. ზუსტადაც რომ ტრაკის თამაშად მიმაჩნია ამ საქართველოში არჩევნებში მონაწილეობა და "კონსტრუქციულობის" იმიჯი, რადგან ეგრე 100-დან 100-ვე შემთხვევაში შედეგი უარყოფითი დადგება, თანაც ყოველ მომდევნოზე გაცილებით მძიმე.

სულ რაღაც 2 წლით უკან მაინც გაიხედე, მოგებული საპრეზიდენტო არჩევნები წაგებულად გამოგვიცხადეს იმ დონეზე გააყალბეს და იმის ნაცვლად გადაგვეყოლებინა ეს ვირიშვილები, წამოგვიკიდეს და საპარლამენტო არჩევნებზე დაგვითანხმეს, თან ისე დაგვითანხმეს და ისე გამოიყვანეს ვითომდა ისინი დაგვთანხმდნენ და დაგვითმეს. :) აქაც ისეთი გააყალბეს ნაცებმა მიმიქარავს მოქკავშირი. ესეც შევარჩინეთ და გავაპრავეთ. ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს ამ ჩემისებმა და მესამედაც გავიდნენ.

ამ დუნდულების ტყლაშა-ტყლუშს რა აზრი აქვს გამაგებინეთ, შეიძლება შენი საფეხბურთო გუნდით, მოწინააღმდეგეს ისეთ საფეხბურთო მატჩში მონაწილეობაზე დათანხმდე, სადაც ის 11 კაცითაა, შენ 5-ით, იმათ ხელითაც აქვთ თამაშის უფლება, სულ რომ ფეხები გადაგიმტვრიონ კოჭებში ჯარიმა არ დაინიშნება და მსაჯიც იმათი ფანკლუბის აქტიური წევრია??? ზუსტად ეს გააკეთა ალიანსმა როცა ამ საარჩევნო გარემოში გავიდა ამ შემდაგენლობით და გულშემატკივრებს მოუწოდებდა თქვენ თუ მხარს დაგვიჭერთ ჩვენ ისეთი მაგრები ვართ 10 თავით ვჯობივართ ამათ და მაინც მოვუგებთო.

ჰოდა:

http://i50.tinypic.com/zwn58n.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ვრწმუნდები რომ ჩემი პირველი პოსტი ათიანში არის გარტყმული. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

ეეჰ, მე კიდე იმაში ვრწმუნდები რო მართლა გძინავს და სიზმარში ხარ ამდენი ხანი.

ურტყი ათიანში თუ ასე გგონია და იყავი მაშინ. :) ...ოღონდ კარგად დააკვრდი მაგ ათიანს მინუს ნიშანი ხომ არ უწერია მარცხნიდან :D

 

P.S. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ვინმემ შეცდომა დაუშვა (იმედს ვიტოვებ შეცდომა დაუშვა და არა გამიზნულად დააშავა) და თანაც დიდი, ეს ალასანია იყო და შეცდომებს მინიმუმ აღიარება და მონანიება უნდა რათა ხალხმა დაგიჯეროთ ჩემო კარგო და სამომავლოდ ამ შეცდომებზე სწავლა და არგამეორება სჭირდება კიდევ. შენ კიდევ ამ პოსტით იმას გვეუბნები ერთადერთი სწორი საქციელი ის იყო რაც გააკეთა ალასანიამ და ყველა დანარჩენი შეცდნენ და დააშავესო, თანაც ოლოლოო მოგვძახი. აბა რა გითხრა, გაღმა-გამოღმა ვდგავართ მე და შენ და მე ცურვა არ ვიცი, გადმოდი თუ გინდა აქეთ :givi:

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომღაც მიშისტების "ომი გარდაუვალი იყო" გამახსენდა. პოლიტიკოსი იმისთვისაა რომ შეცვალოს ეს "გარდაუვალი" და არა იმისთვის რომ მორჩილად მიყვეს დინებას.

 

ფაქტია რომ 2007 წლის შემდეგ და განსაკუთრებით, აგვისტოს ომის შემდეგ ხალხის უმეტესობის სურვილი (როგორც თბილისში, ისე რეგიონებში) იყო ხელისუფლების შეცვლა. ისიც ფაქტია, რომ ოპოზიციამ ვერ გამოიყენა ეს მომენტი და ხალხის ნება ვერ შეასრულა. პირიქით, უაზრო მოქმედებებით ისე დაღალეს ხალხი, რომ ამ ხალხის გაციცოდეიდებამდე მიიყვანეს საქმე. მე ხალხს კი არ ვამართლებ (რა უნდა მოხდეს რომ ციცო დეიდები გავამართლო :D ), უბრალოდ ფაქტი ფაქტია.

 

ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან. არჩევნების წინ ხალხის დაკვეთა იყო ოპოზიციის გაერთიანება. კაი, ნოღაიდელთან გაერთიანება მეც წარმოუდგენლად მიმაჩნია (თუმცა ოპოზიციის ლიდერი როცა ხარ, ყველაფერი უნდა მოახერხო), მაგრამ ამ არჩევნების მერე იმ გაერთიანების დაშლა რაც იყო, არის ისეთი უგუნურება, მეტი რომ არ შეიძლება.

ასეთი მაგალითი უამრავია. ამიტომ ნაციონალების უგუნურებისა არ იყოს, ამათშიც მეპარება ეჭვი მართლა უგუნურება იყო ეს ყველაფერი, თუ წინასწარდაგეგმილი სქემა.

 

ეს არის ალიანსის ამომრჩევლის შეურაცხყოფა, კი ბატონო გადავიტანთ მაგრამ

რატომ არ გვიფრთხილდებიან,

მართალი გითხრა, ასეთი გრძნობა როგორიცაა გამიტყდა პოლიტიკასთან დაკავშირებით აღარ მაქვს,

ეტყობა იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...