Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ოსურმა მხარემ ქართულ სოფლებს წყლის მიწოდება აღუდგინა


Recommended Posts

ცხინვალიდან ხუთ კილომეტრში მდებარე სამ ქართულ სოფელს ოსურმა მხარემ წყლის მიწოდება აღუდგინა. ამის შესახებ ნეტგაზეთს სოფელ სოფელ ქორდის მკვიდრმა გია ჯალაბაძემ განუცხადა.

 

წყლის მიწოდება ოსურმა მხარემ სოფელ ქორდის 2008 წლის ომის შემდეგ შეუწყვიტა. მოსახლეობა წყალს სამი კილომეტრის მანძილიდან ეზიდებოდა. შემდეგ სოფელში 150 მეტრის სიღრის ჭაბურღილები გააკეთეს და სასმელი წყლის პრობლემაც მოიხსნა.

 

”მაგრამ მოსავლის მორწყვა დღემდე ვერ ხერხდებოდა. შარშან ამინდმა უშველა და მოსავალი მეტნაკლებად მოვიდა” - ამბობს ჯალაბაძე.

 

მისივე თქმით, სოფლებს წყლის მიწოდება რამოდენიმე დღეა აღუდგა:

 

„რუსებთან ბაზაზე ავიდნენ სოფლელები. ხმებოდა მოსავალი, ზოგს 5 ათასი ძირი პომიდორი აქვს დარგული, ისინი ამით ცხოვრობენ. სოფელი ქორდი ცხინვალიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. სოფელთან ხუთას მეტრში რუსული ბაზებია. ასევე უწყლოდ იყო სოფლები არბო და დიცი. ტყვიავი და სხვა ქვემოთა სოფლები ისედაც ირწვებოდა. ჩვენგან კი ძალიან დაბლაა ლიახვი, გამორიცხული იყო რომ სარწყავად გამოგვეყენებინა.“

 

სოფელ ქორდის მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ქართულმა მხარემ წყლის სანაცვლოდ შესაძლოა ახალგორს გაზი მიაწოდოს: ”მაგრამ თუ გაზი არ მისცეს, მაშინ იქნებ ჩვენი მოსავალი სჭირდებათ, რომ შემოდგომისთვის მოვიყვანოთო, ასე ამბობს ხალხი. ტყუილად რუსი არაფერს არ აკეთებს, ტყუილად წყალს არ მოგვცემდნენო“,- უთხრა ნეტგაზეთს გია ჯალაბაძემ.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...