planetanews Posted June 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2010 2009 წლის თებერვალში შექმნილი ალიანსი, რომელმაც მოღვაწეობა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით დაიწყო და 2010 წლის თვითთმართველობის არჩევნებში წინასწარი მონაცემებით ხმების 9.19 % მოიპოვა, დაიშალა. ყოფილი მოძრაობა ”ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერმა დაშლის შესახებ განცხადება 15 ივნისს გააკეთა. ალიანსის დაშლაზე ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსში შემავალმა პარტიებმა განვლილი პერიოდი და ის პრობლემები შეაფასეს, რამაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეტი წარმატება ვერ მოუტანა. "ყველაზე მეტად პრობლემატური საკითხი იყო ის, რომ პოლიტიკური მანქანა ისეთი ვერ ჩამოყალიბდა, როგორიც გვინდოდა", – განაცხადა ალასანიამ და ხაზი გაუსვა, რომ ალიანსში შემავალმა პარტიებმა საკუთარი პარტიული რესურსების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს. ორი პოლიტიკური პარტია (რესპუბლიკური პარტია და ახალი მემარჯვენეები) და ირაკლი ალასანიას გუნდი (რომელიც შემდგომში პარტიად „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ ჩამოყალიბდა) 2009 წლის თებერვალში გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ”ალიანსი - საქართველოსათვის”. ”ალიანსი - საქართველოსთვის” თავმჯდომარე ირაკლი ალასანია გახდა, ხოლო თანათავმჯდომარეები - ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე და რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი. მოგვიანებით მათ ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც შეუერთდა, რომელიც ასევე იყო ალიანსის თანათავმჯდომარე. გაერთიანებამ ვერ მიაღწია ქვეყანაში ვერც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას და ვერც ”ცვლილებებს”. 2010 წლის 30 მაისის არჩევნებზე ალიანსის სლოგანი ”ჩვენ შევცვლით” იყო. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი ალიანსმა შექმნისთანავე დაიწყო და საპრეზიდენტო კანდიდატად ირაკლი ალასანია დაასახელა. ”ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს არ ყოფნის პოლიტიკური ნება მიიღოს შექმნილი ვითარების ადეკვატური გადაწყვეტილება და გადადგეს თანამდებობიდან, ჩვენ მას ვაძლევთ 10-დღიან ვადას დანიშნოს რეფერენდუმი და ქართველოს ხალხს მისცეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება,”- განაცხადა ალასანიამ 2010 წლსი 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. ალიანსმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, თუმცა მისი ლიდერები აცხადებდნენ რომ მათ მიზანს არ წარმოადგენდა 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რომელიც კონსტიტუციის თანახმად საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ პრეზიდენტს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე რეფერენდუმის საკითხი განეხილა. ალიანსის ლიდერები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ ხელმოწერების ნაცვლად უფრო ეფექტური გზა ამომრჩევლებთან შეხვედრა, საპროტესტო აქციები და პიკეტირებები იქნებოდა. თუმცა ალიანსმა თავიდანვე უარყო ხელისუფლების შეცვლის რევოლუციური გზა. მას შემდეგ რაც რეფერენდუმის დანიშვნის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ალიანსმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. შექმნიდან ზუსტად ერთ წელიწადში, 2010 წლის თებერვალში ირაკლი ალასანიამ გადაწყვიტა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას ალიანსი საქართველოსთვის დამოუკიდებლად მიაღწევდა. ამ დროს უკვე არსებობდა ალიანსის ფორმულა ”ყველა მინუს ნოღაიდელი”, ამიტომაც ალასანიას ამ განცხადების შემდეგ ალიანსის სხვა ლიდერები ამბობდნენ, რომ თუკი გაერთიანების ლიდერის გადაწყვეტილება საბოლოო იქნებოდა, მათი გზები გაიყრებოდა. საბოლოოდ, ირაკლი ალასანია ალიანსის პოზიციებს დაუბრუნდა, რასაც სუბარის ”გამარჯვების ფორმულის” ძიება მოყვა. ალიანსმა ”გამარჯვების ფორმულა” ვერ იპოვა. ოპოზიციურმა პარტიებმა წინასაარჩევნოდ მერობის ვერც ერთიან კანდიდატზე მიაღწიეს შეთანხმებას და ვერც გამარჯვებისთვის ბრძოლის ერთიან ტაქტიკაზე. სუბარმა ალიანსი არჩევნების მეორე დღესვე, 2010 წლის 31 მაისს დატოვა და განაცხადა, რომ ალიანსს ჰქონდა გამარჯვების სანსი, თუმცა იგი არ გამოიყენა. არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით ირაკლი ალასანიამ თბილისის მერის არჩევნებში ხმების 19.05 % მოაგროვა, ხოლო წინასწარი მონაცემებით, ალიანსმა პროპორციულ არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით ხმების 9.19% მიიღო. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით არჩევნებში ალიანსმა 5 მანდატი მოიპოვა. შესაბამისად, წარდგენილი სიის მიხედვით საკრებულოს წევრები გახდნენ: თინათინ ხიდაშელი (”რესპუბლიკური პარტია”), დავით საგანელიძე (”ახალი მემარჯვენეები”), ნათელა მაჭავარიანი (”საქართველოს გზა”) ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე („ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“). ესაა ალიანსის დათვლადი შედეგი თბილისში ერთი წლის, სამი თვისა და ათი დღის მოღვაწეობის შემდეგ, რის მერეც ალიანსისში შემავალი პარტიების გზები ისევ გაიყო. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts