Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

"ალიანსი საქართველოსთვის" დაიშალა

22:45 15-06-2010

"ალიანსი საქართველოსთვის" შემავალი პარტიები ურთიერთობის ახალ რეჟიმზე გადადიან .

ამის შესახებ "ალიანსის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში, გადაცემა "ბარიერში" განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ "ალიანსში" შემავალი პარტიები ერთმანეთთან ალიანსურ ურთიერთობაში აღარ იქნებიან.

მისი თქმით, ალიანსში შემავალმა პარტიებმა საინტერესო ერთი წელი განვლეს და პირადად ირაკლი ალასანიასთვის ეს ერთი წელი, დიდი გამოცდილების შემძენი იყო. ალასანიას განცხადებით, ალიანსში შემავალმა პარტიებმა შეაფასეს განვლილი ერთი წელი და შეაფასეს ის პრობლემებიც, რამაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეტი წარმატება ვერ მოუტანა.

"ყველაზე მეტად პრობლემატური საკითხი იყო ის, რომ პოლიტიკური მანქანა ისეთი ვერ ჩამოყალიბდა, როგორიც გვინდოდა", – განაცხადა ალასანიამ და ხაზი გაუსვა, რომ ალიანსში შემავალმა პარტიებმა საკუთარი პარტიული რესურსების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს.

მისივე განცხადებით, ალიანსში შემავალი პარტიები ურთიერთობის ახალ რეჟიმზე გადადიან და არსებული ფორმით ურთიერთობის გაგრძელებას აღარ აპირებენ. ალასანიას თქმითვე, აღნიშნული პარტიები ერთმანეთთან კორდინაციაში იქნებიან, მაგრამ აღარ იქნებიან მჭიდრო ალიანსურ რეჟიმში, შემდეგი არჩევნებისთვის კი ეს ოთხი პარტია, ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერი ტრაგიკული. რეალურად ერთმანეთს ძირავდნენ და ჯობდა ამ ეტაპზე გათიშვა.

რაც თქვა ...10000000000000000000პრ ვეთანხმები. პარტიას უნდა მიხედონ პარტიას ...ან პარტიულ ერთობაში გაერთიანდნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადლობა ნაცებს, რომ არ მიცეათ ამ ხალხს გამარჯვების საშუალება.

 

მოსაბეზრებელია ეს მოკლევადიანი და მოკლე აზრიანი "ალიანსები"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოსაბეზრებელია ეს მოკლევადიანი და მოკლე აზრიანი "ალიანსები"

აირჩია პარტიული გზა და ეს სწორია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აირჩია პარტიული გზა და ეს სწორია

კი, ნამგალივით :)

 

 

იმედია პრეზიდენტობის ამბიცია აღარ ექნება და რაიმე ხეირიანზე იფიქრებს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რავა ყველაფერი ამ ქვეყნის საზიანოდ უნდა გაკეთდეს

არ არის ეს ქვეყნის საზიანო, მე ასე ვფიქრობ...

 

და არჩევნებს რაც შეეხება, ძალიან სწორი თქვა:

 

1.გარემოს შეცვლა

 

2. მხოლოდ ამის შემდეგ გამარჯვება.

 

ხოლო გარემოს შეცვლას დასავლეთ აიძულებს, რატომ? ,არტივია, ფლი რომარ მოგვცენ 5 თვეში დეფოლტი გვაქვს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ალიანსი საქართველოსთვის" დაიშალა

 

 

თავიდანვე შეცდომა იყო და იხილეთ ჩემი იმ დროინდელი პოსტები. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაიშლებოდნენ აბა რას იზამდნენ, საჯარო სამსახური ეგ არ არის ხელფასებისტვის რომ დარჩენილიყვნენ ალიანსში,

ახლა ყველა პარტიამ ტვიტონ უნდა იშოვოს საწევროებით ფული, ან სხვა რამით :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიცია იმდენად უაზროდ იქცევა, რომ მათი ქმედებები უკვე ფანდურზე მლკიდია. Edited by დრაკულა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დრაკულა

ოპოზიცია იმდენად უაზროდ იქცევა, რომ მათი ქმედებები უკვე ფანდურზე მლკიდია.

ხელისუფლებ აიქცევა აზრიანად რო? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...