planetanews Posted June 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2010 გაზიარება[ნინო თაბუაშვილი, 21:10 15-06-2010]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBe0KQC1iII/AAAAAAAADzY/0B2dOnmcUUg/s200/24325_1387271648898_1445260650_31009832_6723954_n.jpg14 ივნისს, 5–დან 6 საათამდე დროის მონაკვეთში, ილიას უნივერსიტეტის მეორე სართულზე სტუდენტებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს დაჭრეს ორი სტუდენტი, რომლებიც იყვნენ ამავე უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტები. უნივერსიტეტის რექტორატი, დეკანატი და დაცვის წევრები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტში მონაწილე ახალგაზრდები ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები არ ყოფილან. რექტორატის პოზიცია გაიზიარეს მედიასაშუალებებმაც, საზოგადოებას აუწყეს, რომ ახალგაზრდები უნივერსიტეტში სტუმრად იყვნენ მისულები.ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, კონფლიქტის ყველა მონაწილე, სწორედ, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ისინი მეორე კურსზე სწავლობენ. დეკანატში უარი გვითხრეს ამ ინფორმაციის გადამოწმებაზე.უნივერსიტეტში გავრცელდა ხმა, რომ ეს შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო.როგორც დავადგინეთ, აქვე, უნივერსიტეტში, რამდენიმე დღის წინ მოხდა ბიჭებს შორის შელაპარაკება, რის შედეგადაც ერთმა მეორეს ყური ჩამოათალა, ზუსტი მიზეზი დაუდგენელია. დაზარალებულმა გადაწყვიტა შურისძიება. 14 ივნისს უნივერსიტეტის მეორე სართულზე, დერეფანში, კამერების წინ დაჭრა ორი სტუდენტი. როგორც გავარკვიეთ, სტუდენტი, რომელმაც ყური ჩამოათალა ახალგაზრდას, ჩხუბში უვნებელი დარჩა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია საქმის კიდევ ერთი გარჩევა. ალბათ, ღირს უნივერსიტეტის რექტორატმა გადახედოს ვიდეოთვალით გადაღებულ კადრებს, რომელთა ნახვის შემდეგ გაირკვევა ინციდენტში მონაწილეთა ვინაობა.ყწარო: "ახალი 7 დღე"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts