Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ბარსას ტორესი სურს!


Recommended Posts

http://a.pix.ge/r/xr4ob.jpgბარსელონა კვლავ იწყებს აქტირობას და მზადაა, ამ ზაფხულს ლივერპულს £70 მილიონი შესთავაზოს ტორესის სანაცვლოდ.

The Mirror”-ის ცნობით კატალონიელთა პრეზიდენტს, სადრო როსელს სურს, ფერნანდო ტორესი შეუწყვილოს ვალენსიადან ახლახან ნაყიდ დავიდ ვილას. ასევე ჩელსიც და მანჩესტერ სიტიც, მზად არიან ჩაებან 26 წლის სუპერვარსკვლავისთვის ბრძოლაში, რომელიც წინა სეზონში ტრამვებმა გააწამეს ენფილდზე.

 

ნებისმიერმა კატალონიელთა მცდელობამ ტორესის ხელში ჩასაგდებად, შეიძლება ხელი შეუშალოს ცესკ ფაბრეგასის ტრანსფერს, მაგრამ ბარსა მზადაა იბრძოლოს ორივე ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად. ტორესი როგორც მოგესენებათ მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას იცავდა და ლა ლიგაში მოღვაწეობის დროს მან აღიარა, რომ ესპანეთში ერთადერთი კლუბი, სადაც ისურვებდა თამაშ ბარსელონაა.

 

რაფა ბენიტესის ინტერში წასვლის შემდეგ ლივერპული დროებით მწვრთნელის გარეშე დარჩა, ამიტომ არსებობს იმის საშისროება, რომ ამ ზაფხულს კლუბი დატოვონ ფერნანდო ტორესმა და სტივენ ჯერარდმა. რეალ მადრიდის ბოსი ჟოზე მაურინიო დაინტერესებულია ჯერარდის ბერნაბეუზე გადაყვანით, ჩემპიონთა ლიგის გამოტოვებამ, შეიძლება ამ ფეხბურთელებს საბაბი მისცეთ დატოვონ ლივერპული.

 

 

წყარო:  Goal.com

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...